შაბათი, 20.04.2024, 05:47მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » სანამ ვეტ-ექიმთან მიხვალთ
21:23
სანამ ვეტ-ექიმთან მიხვალთ

სანამ ვეტ-ექიმთან მიხვალთ


სანამ ვეტ-ექიმთან მიხვალთ ჯანმრთელ ძაღლს კარგი გუნება-განწყობილება გააჩნია, მხიარულად გამოიყურება, სიამოვნებით იღებს საკვებს, სეირნობს და კარგად ასრულებს სამსახურს. მისი ყურადღება გამახვილებულია უცხო ადამიანისადმი, სწრაფ რეაგირებას ახდენს გარეშე გამაღიზიანებლებზე. ფართედ გახელილი თვალები და ნოტიო დრუნჩი, დაცქვეტილი ყურები, კრიალა ბეწვი და ელასტიური კანი მიუთითებენ ძაღლის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. დაავადებული ძაღლი კვებას გაურბის, მოწყენილია, კარგავს შრომის უნარს, ბეწვი უხეში და უფერული ხდება, მატულობს სხეულის ტემპერატურა, სუნთქვა არათანაბარია, ხშირად, ახველებს, თავს იჩენს კუჭის აშლილობა და ა.შ. ძაღლის ქცევაში ან საერთოდ მდგომარეობაში რაიმე გადახრების გამოვლენებისთანავე გულდასმით უნდა შევამოწმოთ იგი (ტემპერატურის, პულსის და სუნთქვის მდგომარეობის აღნუსხვა) საერთოდ მოზრდილი ჯანმრთელი ძაღლის სხეულის ტემპერატურა 37,5-39-ია. გარეგანი დაავადებანი. მათ მიეკუთვნება: სხვადასხვა სახის ტრავმები, ეკზამენა, ყურის ანთება და სხვა. ძაღლმა შეიძლება განიცადოს სხვადასხვა სახის და ინტენსიობის ჭრილობები. პირველადი დახმარების მიზნით უნდა შევაჩეროთ სისხლის დენა (თუ ღია ჭრილობასთან გვაქვს საქმე). ჭრილობაზე დეოლბანდის მჭიდრო შემთხვევით. გამოყენებული დოლბანდი უნდა იყოს მშრალი და სასურველია სტერილური. ფეხზე წარმოქმნილი ჭრილობიდან ძლიერი სისხლისდენის შემთხვევაში ჭრილობის ზემოთ უნდა დავადოთ მჭიდე (30-40 ჭუთის განმავლობაში) ამ მიზნით შეგამოვიყენოთ თოკი, რეზინი ან რაიმე ქსოვილი. სისხლის დენის შეჩერებისთანავე ჭრილობა უნდა დამუშავდეს ოიდის ხსნარით. პირველადი დახმარების შემდეგ საჭიროა მივმართოთ ექიმ-ვეტერინარს. სახსრების ამოვარდნას თან ახლავს ძვლების დაბოლოებების გადაადგილება, ძლიერი ტკივილები, თვით სახსრის შესიება, კონფიგურაციის შეცვლა, კიდურის წაგრძელება ან დამოკლება, კოჭლობა. ამ დროს რაც შეიძლება სწრაფად უნდა უნდა აღვადგინოთ სახსრის მთლიანობა, ხოლო შემდეგ ამოვარდნის ადგილზე მჭიდროდ შემოუჭიროთ არტახი. იმ შემთხვევაში თუ სახსრის მთლიანობის აღდგენა შეუძლებელია, საჭიროა დახმარებისთვის მივმართოთ ექიმ-ვეტერინარს. მოტეხილობა უმეტეს შემთხევაში იწვევს ძვლოვანი ქსოვილის მთლიანობის დარღვევას. მისი ნიშნებია ძლიერი ტკივილი, ძვლის წარმოჩენა ღია ჭრილობიდან. ძაღლი ვერ ეყრდნობა მოტეხილ ფეხს, რომელიც ჰაერშია გამოკიდული. შესაძლებლობის ფარგლებში გადატეხილ ძვალს უნდა მივცეთ საწყისი მდგომარეობა, შევკრათ დოლბანდით, ხოლო შემდეგ შემოუჭიროთ არტახები. ღია მოტეხილობის დროს საჭიროა აგრეთვე ჭრილობის დამუშავებაც და მივმართოთ ექიმ-ვეტერინარს. დამწვრობა შეიძლება გამოწვეული იქნას სხეულზე ან მის ნაწილებზე მაღალ ტემპერატურის ან ქიმიური ნივთიერებების (მჟავა, ტუტე) ზემოქმედებით. ანსხავებენ ოთხი ხარისხის დამწვრობას. პირველი ხარისხის დამწვრობისას სხეულის კანი შეწითლებულია, აღენიშნება შესიება, უმნიშვნელო ტკივილი. მეორე ხარისხის დამწვრობის დროს დაზიანებულ ადგილებზე ჩნდება ბუშტულები, რომლებშიც სითხეა ჩამდგარი, ტკივილები მატულობს. მესამე ხარისხის დამწვრობის დამახასიათებელი ნიშნებია: კანისა და დაზიანებული ქსოვილის ნეკროზი, ხოლო მეოთხე ხარისხის დამწვრობის დროს ხდება დამწვარი კანისა და ქსოვილების მთლიანი დანახშირება. პირველადი დახმარების სახით დამწვარ ადგილებზე უნდა მოვასხუროთ რივანულის ხსნარი, მზესუმზირის ზეთი ან თევზის ქონი. ორგანიზმიდან მავნე ნივთირებების გამოდევნის მიზნით ძაღლს უნდა დავალევინოთ რძე ან წყალი. სიმჟავეებით დამწვრობის შემთხვევაში საჭიროა დაზიანებული ადგილების ჩამობანა სუფთა წყლის სუსტი ჭავლით 5-6 წუთის განმავლობაში, ხოლო შემდეგ იმ ადგილებზე დავადოთ საჭმელი სოდის 20%-იან ხსნარში დასველებული ტამპონი. ხოლო შემდეგ მივმართოთ ექიმ-ვეტერინარს ან გამოვიძახოთ ბინაზე.


წყარო: vet-express.ge

კატეგორია: კინოლოგია და ვეტერინარია | ნანახია: 1925 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი