პარასკევი, 19.04.2024, 20:15მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » საფანტის ნუმერაცია
22:06
საფანტის ნუმერაცია

საფანტის ნუმერაცია


ხშირად მონადირე, რომელიც თავადაა დაკავებული საფანტის ჩამოსხმით, დგება კითხვის წინაშე: რა ნომერს შეესაბამება მის მიერ ჩამოსხმული პროდუქტი?
ძირითადად გამოყოფენ 15 ნომრის საფანტს: 11, 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1, 0, 00, 000, 0000.
ყველაზე პატარა ზომის 11 ნომერი საფანტის დიამეტრია 1,5მმ და ამის მერე ყოველ შემდგომ ნომერს აქვს დიამეტრი +0,25მმ და აღწევს 5მმ-ს 0000-ის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე ადვილია განისაზღვროს თითოეული ნომრის საფანტის დიამეტრი:
№11_1,5მმ; №10_1,75მმ; №9_2,0მმ; №8_2,25მმ; №7_2,5მმ; №6_2,75მმ; №5_3,0მმ; №4_3,25მმ; №3_3,5მმ; №2_3,75მმ; №1_4,0მმ; №0_4,25მმ; №00_4,5მმ; №000_4,75მმ; №0000_5,0მმ.
გამოყოფენ ფინდიხის 7 ზომას, ესენია: №1-9მმ; №2- 8,5მმ; №3-8მმ; №4-7,5მმ; №4ა-7მმ; №5- 6,5მმ და №5ა-6,2მმ.
საფანტის დახარისხების ავკარგიანობის განსაზღვრის მარტივი წესი ამგვარია: 10 გრამს უნდა იწონიდეს კარგი(ზომიერი) სიმაგრის 26 ცალი პირველი ნომრის საფანტი, №3_38 ცალი, №6_ 80ცალი, №7_104ცალი.

ამ მაჩვენებლიდან მკვეთრი გადახრა შეიძლება გამოწვეული იყოს საფანტის ზედმეტი სიმაგრით ან სირბილით, ანდა საფანტის ცუდად დახარისხებით(სხვადასხვა დიამეტრი). აქვე აღსანიშნავია, რომ გარედან სპილენძით ან ნიკელით დაფარული საფანტის ეს მაჩვენებელი სავსებით განსხვავებულია.


მასრების (ჰილზების) დატენვის წონები


ტყვიები

მაიერის ჟაკანი


ალექსანდრე კარლოს ძე მაიერი დაიბადა 1925 წელს. მისი ოჯახი ჯერ კიდევ 1812 წელს დასახლდა საქართველოში თბილისში. 1941 წლის 22 ივნისის შემდეგ როდესაც გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, სტალინის ბრძანებით ყველა გერმანული ოჯახი აღმოსავლეთში გადაასახლეს, მათ შორის აღმოჩნდენ თბილისელი მაიერებიც, რომლებიც ჩრდილო ყაზახეთში სპეცდასახლებაში მოხვდნენ. იქ ახალგაზრდა მაიერი შახტებში მუშაობდა და დრო და დრო ნადირობასაც ახერხებდა. 1956 წელს ოჯახი საქართველოში დაბრუნდა და მას მერტე ალექსანდრე მაიერი აბასთუმანში ცხოვრობს.1963 წელს მაიერმა ორმაგი ტურბინული ტყვია შექმნა რომელიც 100 მ-ზე 20 სმ-იან წრეში ხვდებოდა, რაც გლუვლულიანი თოფიდან გასროლილი ტყვიისათვის ძალიან კარგი შედეგია. ასეთი წარმატება ტყვიის კონსტრუქციამ განაპირობა-რარაცით მინიატურულ ტურბინას წააგავს და ამიტომაც ეწოდა ტურბინული ტყვია. გასროლის შემდეგ მაიერის ტყვია იწყებს ტრიალს, რასაც ტურბინული ფორმის ტყვიის პატარა ფრთები უზრუნველყოფს. ტყვიის გარეთა ფრთები გლუვ ლულაში წამყვანი წრეების ფუნქციას ასრულებს. ტურბინული ტყვიის შიდა ფრთები კი გარკვეულ წილად ამცირებს გაუხშოებას ტყვიის უკანა ნაწილში.ლულიდან გამოფრენილი მაიერის ტყვია გამუდმებით ტრიალებს ღერძის გარშემო და ფრენისას სტაბილურ მიმართულებას ინარჩუნებს.1966 წელს სამონადირეო ჟურნალმა ,,Охота" ჩაატარა მაიერის ტყვისს სპეციალური გამოცდა. 50 მ-დან სროლისას 100მმ დიამეტრის შავ წერტილში ათივე ტყვია 193.5 მმ-ის გაბარიტში ჩაჯდა. 100 მ-ზე დისტანციაზე კი 200 მმ დიამეტრის მრგვალი სამიზნე დააყენეს. ათივე ტყვია 231 მმ-ის გაბარიტში მოხვდა. შემდეგ გამოსცადეს რა გატანის უნარი ქონდა ტყვიას. 500 და 100 მ-ის დისტანციაზე 37 მმ-ის სისქის გამომშრალი ფიჭვის დაფები დააყენეს. სამიზნის საერთო სისქე 22-სმ შეადგენდა. 50 მ-დან სროლისას მაიერის ტყვიამ დაფებში 90 მმ-ის სისქემდე შეაღწია, ანალოგიური შედეგი იყო 100 მ-დან სროლის დროსაც. ორივე შემთხვევაში ტყვიამ ფიჭვის დაფაში შესვლისას 17.7 მმ დიამეტრის ნახვრეტი დატოვა. სამიზნე დაფის ბოლო კედელში პირველ შემთხვევაში (50 მ-დან სროლისას) დაზიანებამ 70 მმ-ს ფართობი მოიცვა მეორეჯერ კი 55 მმ. ეს მაჩვენებლები ადასტურებს, რომ მაიერის ტყვიას სროლის საუკეთესო სიზუსტე აქვს, როგორც 50, ისე 100 მ დისტანციაზე. გარდა ამისა ტყვიას შემაჩერებელი ეფექტი აქვს, მიზანში მოხვედრისას სოკოსავით იშლება, რაც ზრდის დარტყმის ფართობს და შესაბამისად ცოცხალ სხეულზე უფრო მეტია დაზიანების ეფექტი. ტყვისს ავტორს მაშინ 400 მანეთი გადაუხადეს პრემიის სახიტ, მიუხედავად იმისა, რომ გამოგონებაზე აქვს აღებული პატენტი ზემოხსენებულ ორმაგ ტურბინაზე და მის მოდიფიცირებულ ვარიანტზე.

კატეგორია: ტყვია–წამალი, ჰილზები | ნანახია: 3630 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი