შაბათი, 20.04.2024, 01:49მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » სეფსისი!
21:26
სეფსისი!

სეფსისი!


სეფსისის მრავალრიცხოვანი კლასიფიკაციები ძირიტადად ემყარება დაავადების კლინიკურ-ანატომიურსა და მიკრობიოლოგიურ ფაქტორებს. ყველაზე ძველი, მარტივი და დღესაც ფართოდ გავრცელებული კლასიფიკაციის მიხედვით სეფსისი ფართო გაგებით მოიცავს: სეპტიცემიას (ტოქსემია, სეფსისი მეტასტაზების გარეშე), პიემიას (სეფსისი მეტასტაზებით) და სეფტიცემიას (ორივე ფორმის პერიოდული მონაცველობა). მიკრობის ორგანიზმში შეღწევის და პირველადი კერის ლოკალიზაციის მიხედვით არჩევენ 1) კანისმიერი, 2) გინეკოლოგიური, 3) ოტოგენური, 4) ორალური (ტონზილოგენური, ოდონტოგენური), 5) ქირურგიულ ჩარევასა და სხვა მკურნალობასთან, დიაგნოზურ მანიპულაციებთან დაკავშირებულ (იატროგენული, ნაზოკომიალური), 6) უროსეფსის და 7) კრიპტულ სეფსის. უკანასკნელ წლებში სულ უფრო მზარდი მნიშვნელობა ენიჭება სეფსისს, რომლის კერაც სისხლძარღვის სანათურშია და მიკლოფლორას სისხლის მიმოქცევაში გავრცელების თავისუფალი შესაძლებლობა ექმნება. ასეთი სეფსისი ვაზალური ან ანგიოგენური სეფსისის სახელწოდებით არის ცნობილი და მისის სიხშირე სეფსის საერთო სტრუქტურაში 7,6 - 15,4% შეადგენს. ინტრავენური ინექციებისა და მანიპულაციების სიხშირის გათვალისწინებით საფიქრებელია, რომ იატროგენული ვაზალური სეფსისის შემთხვევაში პრაქტიკაში გაცილებით ხშირია, ვიდრე ისინი კლინიკურად ამოიცნობა. ამის მიზეზია ის, რომ უშუალო კავშირის დადგენა ინფექციის წყაროსა და სეფსისისს შორის ძნელია და მითუმეტეს, თუ კი სახეზეა სეფსისის სხვა შესაძლო მიზეზები. ხშირად ინფექციის წყაროდ მიიჩნევენ ჩირქგროვას, რომელიც სინამდვილეში ჰემატოგენურ მეტასტაზურ კერას წარმოადგენს და არა ინფექციის შეჭრის ჭიშკარს. გამომწვევი მიკროფლორის მიხედვით არჩევენ: სტაფილოკოკურ, სტრეფტოკოკურ, ეშერიხიოზულ, ლურჯ-მწვანებაქტერიები, პროტეუსულ, ანაერობულ (კლოსტრიდიულ და არაკლოსტრიდიულ), კანდიდოზურ სეფსის. პრაქტიკული თვალსაზრისით მოსახერხებელია მარტივად დაყოფა გრამდადებით და გრამუარყოფით სეფსისად. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვიდ ვანსხვავებთ სეფსისის ფორმებს: 1) ჩირქოვან რეზორბციული ცხელება-არსებობს ცხელი ჩირქოვანი კერა, სხეულის ტემპერატურა - ძაღლი, კატა - 40.0 - ზე მეტი - სისხლიდან მიკრობი არ ითესება. დასაშვებია ცხელების არსებობა კერის გახსნიდან შვიდი დღის განმავლობაში. 2) სეპტიკოტოქსემია (სეფსისის დაწყებითი ფაზა) ადგილობრივი ჩირქოვანი კერა რეზორბციული ცხელებით და ბაქტერიემია. მკურნალობის კომპლექსი შედეგს იძლევა 10-15 დღის შემდეგ. 3) სეპტიცემია - ადგილობრივი ჩირქოვანი კერა, დაავადების მძიმე მიმდინარეობა, ხანგრძლივი ცხელება, ბაქტერიემია, მეტასტაზური კერების არარსებობა. 4) სეფტიკოპიემია - სეფტიცემია მრავლობითი მეტასტაზური ჩირქგროვებით. 5) ქრონიკული სეფსისი - წარსულში ჩირქოვანი კერების არსებობა, პერიოდულად სიცხის მომატება, მდგომარეობის გაუარესებით, პერიოდულად პიემიური მეტასტაზური კერების გაჩენა. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ქირურგიული სეფსისის განვითრებას, კლინიკურ მიმდინარეობასა და გამოსავლის კანონზომიერად განსაზღვრავენ: 1) მიკროორგანიზმი (ვირულენტობა, დოზა, შეჭრის გზა) 2) ინფექციის კერა 3) მაკროორგანიზმი 4) მკურნალობის ფაქტორი სწორად წარმართულ მკურნალობას შეუძლია თავიდან აგვაცილოს ინფექციების გენერალიზაცია.


წყარო: vet-express.ge

კატეგორია: კინოლოგია და ვეტერინარია | ნანახია: 2020 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი