სამშაბათი, 25.04.2017, 13:34მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 403
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 25 » შოტლანდიური ტერიერი
18:11
შოტლანდიური ტერიერი


შოტლანდიური ტერიერი

 

შოტლანდიური ტერიერი (სკოჩტერიერი, scottish terrier) ეს ჯიში შოტლანდიაში დაახლოებით 1700 წელს გამოიყვანეს, თუმცა, იმ სახით, როგორითაც ჩვენ მას ვიცნობთ, იგი არსებობს 1890 წლიდან. მანამდე ეს ჯიში ატარებდა აბრედენული ტერიერის სახელს ქალაქ აბერდენის საპატივცემულოდ, რომელიც ითვლება მის სამშობლოდ.

სკოჩტერიერიკომპაქტური, ძლიერი ძაღლია მოკლე ფეხებით. მას ხშირად უწოდებენ "დიდ ძაღლს პატარა საფუთავში". იდიალური სიმაღლე მინდაოში: 25–28 სმ. წონა: 9–11 კგ. ამ ჯიშის თავი მოგრძო, მაგრამ სხეულის მიმაღთ პროპორციულია, ცხვირი და კბილები საკმაოდ დიდია, შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა გამოხატულია კარგად, თვალები ნუშისებრია, მუქიყავისფერი, ყურებს გააჩნიათ წაწვეტებული ფორმა და აწეულია, კისერი კუნთოვანია, კუდისაშუალო სიგრძის, იმყოფება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ან ოდნავ მომრგვალებულია. ბეწვი ხშირი, კოფაქტური, უხეშია, ძაკზე წააგავს ჯაგარს. ქინქლი ხშირი და რბილია, მშვენივრად იცავს ძაღლს სიცივისაგან. შეფერილობა: შავი, ვეფხვისებრი, სიმინდისფერი. ხასიათი: სკოჩტერიერიხალისიანი, ამაყი, დამოუკიდებელი, ჭკვიანი და საკუთარი ღირსების შეგრძნების მქონე ძაღლია. ჩვეულებრივ, მტელ თავის ყურადღებასა და სიყვარულს მიმართავს იმ ოჯახის წევრებზე, რომელშიაც ცხოვრობს, ამასთან სრულიად გულგრილია უცხოების მიმართ. ამბობენ სკოჩტერიერი–"ძაღლია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ადგილას მისვლა და ნებისმიერი რამის კეტება". გაწვრთვნისას უნდა მოხდეს იმის გათვალისწინება, რომ სკოჩტერიერს გულთან ახლოს მიაქვს, როგორც კრიტიკა, ისე ქება.

ხასიათი: მრავალი დროის მანძილზე სკოჩერიერს იყენებდნენ მხოლოდ წვრილ ნადირზე სანადიროდ და იგი სარგებლობდა პოპულარობით მონადირეებთან იმ სიმამაცისა და უშიშრობის წყალობით, რომლითაც იგი ნადავს მისდევს. მისი "სპეციალობა", ძირითადად, იყო მელია, მაჩვი, წავი და ბოცვერი. თუმცა თავისი არაჩვეულებრივი და მომხიბლელი გარეგნობის გამო (დიდი წაგრძელებული თავი და წვერი), შოტლანდიურმა ტერიერმა მალევე მოიპოვა პოპულარობა კომპანიონი ძაღლის სახით. აღნიშნულ ძაღლს განსაკუთრებით იმისათვის აფასებენ, რომ მას უყვარს ბავშვები და მშვენივრად იცავს სახლს. ამ სიმპატიური ტერიერის გამოსახულებას შეიძლება შევხვდეთ შოტლანდიური ვისკის რეკლამებში, მისალოც ბარათებზე, სათამაშოებსა და თილისმებზე. ამ ძაღლს ესაჭიროება ხშირი და ხანგრძლივი სეირნობები. აუცილებელია მისი ბეწვის ხშირი ვარცხნა და გაკრეჭა წელიწადში ორჯერ მაინც.

კატეგორია: მონადირე ძაღლები | ნანახია: 735 | დაამატა: gio | ტეგები: შოტლანდიური ტერიერი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2  
Nothing more.....

1  
I like ...I love Scotch Terrier ...Help me to find this dog in Georgia.....

სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი