ხუთშაბათი, 25.04.2024, 10:58მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 30 » სროლის და დამიზნების მანერა
22:20
სროლის და დამიზნების მანერა


სროლის და დამიზნების მანერა

 

სროლის მანერა, ეს ერთერთი აუცილებელი თვისებაა მონადირისათვის რომ ისედაც იშვიათად შეხვედრილი ფრინველი და ნადირი არ გაუშვას ხელიდან.

სროლა რომ ვისწავლეთ :) :)  წინა პოსტებიდან ეს კარგია, მაგრამ ეხლა უნდა ვიზრუნოთ რომ არ დაგვავიწყდეს ნასწავლი.

არ ვიცი ვინ რამდენად ხშირათ ახერხებს  სანადიროდ და სათევზაოთ გასვლას მაგრამ მე ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ჩემი დატვირთული გრაფიკის გამო,  სეზონზე მაქსიმუმ 4 ნადირობა მოვასწრო,  ზოგჯერ ამდენსაც ვერ ვახერხებ ხოლმე.  ზოგისათვის შეიძლება ბევრია მაგრამ საერთოდ მგონი 4 ან 5 კარგი გასვლა მხოლოდ მწყერის სეზონზე უნდა მოახერხო რომ სეზონისაგან კმაყოფილი დარჩე.

ასეთ პირობებში ხშირია როდესაც გახვალ სანადიროდ და ატყობ რომ ხშირად აცილებთ მიზანს,  თითქოს და ცუდად არ ისროდით მაგრამ მაინც რაღაც ვერ ისვრით. 

ადამიანის კუნთები დუნდება, შესაძლოა თქვენ საკმაოდ აქტიური სამუშაო გქონდეთ მაგრამ იარაღს გადაჩვევა მაინც ხდება.  სროლის სიზუსტე დიდწილად დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ხშირად გიჭირავთ ხელში თქვენი იარაღი.  იარაღთან ხშირი კონტაქტისას  ეჩვევით მის წონას, პროპორციებს, ფორმას.  ავითარებთ რიაქციას და ასე ვთქვათ მოდამ ფორმაში ხართ.

ფორმის შესანარჩუნებლად სასურველია პერიოდულად ვარჯიშების შესრულება.

იაღე 4 სამიზნე, ეს შესაძლოა იყოს 4 რვეულის ფურცელი რომელზეც დახატავტ ვაშლისოდენა წრეებს და გააფერადებთ.

სამიზნეები განალაგეთ ოთახის ოთხივე კედელზე, სასურველია პირველ ვარჯიშზე მხრების სიმაღლეზე და დაიწყეთ მორიგეობით დამიზნება ჯერ მარჯვნიდან მარცხნივ თანმიმდევრობით, შემდეგ პირიქით.

 

მეორე ჯერზე სამიზნეები დაალაგეთ დაბლა იატაკის სიმაღლეზე და შეასრულეთ იგივე მოძრაობა, მესამეთ ჭერის სიმაღლეზე ხოლო ბოლოს არეულად.

კვირაში ერთხელ მაინც, 10 ან 15 წუთი ასეთი ვარჯიში საშუალებას მოგცემთ მუდამ ფორმაში იყოთ და მინდორში გასვლისას იარაღი ხელში ერ გეჭიროთ როგორც უცხო სხეული.

ძალიან მნიშვნელოვანია სროლის როგორ მანერას ანიჭებთ უპირატესობას. 

1. მომენტალურად სროლა ამოფრენილ ფრინველზე იარაღის გაყოლების გარეშე.

2. სწრაფი ხანმოკლე დამიზნება იარაღის მცირე გაყოლებით.

3. გაყოლებით დამიზნება და აუჩქარებლად სროლა.

ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად ისვრის. ამ ჩამოთვლილიდან რომელიღაც ყველაზე მეტად ეხერხება. პირადად მე კარგად ვახვედრებ მიზანს პირველი და მესამე ვარიანტებში, ხოლო მეორე (სწრაფი დამიზნება მცირე მანძილზე გაყოლებით) უფრო ხშირად ვაცილებ ვიდრე სხვა დანარჩენ შემთხვევებში.

ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ და გააძლიეროთ თქვენი სუსტი მხარე,  არავინ არ იცის სად, რა პირობებში და სიტუაციაში მოგიწევთ სროლა.  ამიტომ შეეცადეთ მაქსიმალურად კარგად ფლობდეთ სროლის ყველა მანერას.

მაგალითად თუ თქვენ ნადირობთ ტყის ქათამზე ხშირ და ეკლიან ტყეში მაშინ დამიზნების დრო ძალინა მცირეა და თითქმის მომენტალურად გიწევთ სროლა.

გარემოს გარდა მნიშვნელობა აქვს თუ როგორი იარაღით ნადირობთ.

როდესაც ნადირობთ მწყერზე მოკლელულიანი თოფით მაშინ სროლა გიწევთ ან მომენტალურად ან სწრაფი დამიზნებით, ხოლო თუ იგივე სიტუაციაში ნადირობტ გრძელლულიანი იარაღით მაშინ ძირითადად უნდა ესროლუდ გაყოლებით და კარგად დამიზნებით შორ მანძილზე.

აქვე უნდა ავღნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ეს არის დამიზნების მანერა  რომელსაც ასევე ვარჯიშის დროს უნდა მივეჩვიოთ.

ყველასათვის კარგად არის ცნობილი რომ დამიზნებისას ცალი თვალი უნდა დახუჭოთ. ეს წესი აუცილებელია თუ ჩვენ ვისვრით შაშხანიდან,  განსაკუთრებით კი უძრავ სამიზნეზე. 

საფანტის სროლისას ამ წესის დაცვა აუცილებელი არ არის, შეგიძლიათ ორივე თვალი გქონდეთ გახელილი მაგრამ ასეთი ტიპის დამიზნებას ჯერ უნდა მიეჩვიოთ რომ არ ააცილოთ.

საქმე იმაშია რომ როდესაც ცალი თვალი დახუჭული გვაქვს და ჩვენსკენ მომავალ ფრინველს ლულა გადაეფარება ჩვენ ვეღარ ვაკონტროლებთ მანძილს რამდენით წინ დავუმიზნოთ ფრინველს, საკმარისია მეორე თვალიც გაახილოთ რომ გვერდიდან კარგად ჩანს დაშორება ფრინველსა და იარაღის სამიზნეს შორის.  ამ დროს  სროლის გაკონტროლება იოლია, ხდება სწრაფი კორექტირება ფრინველის სიჩქარისა და მანძილის მაგრამ რთულია გააკონტროლით სამიზნის სისწორე რადგან სამიზნის პლანკა სულ მუდამ ჩანს მეორე თვალით და ხშირათ დამიზნება ხდება გაცილებით ზემოთ ან ქვემოათ.

თუ დამიზნების ამ მეთოდსაც აითვისებთ, წარმატებსი შანსი კიდევ უფრო გაიზრდება.

უკეთესი ეფექტისათვის სასურველია სახლის პირობებში მოაწყოთ მოძრავი სამიზნე, დაახლოებით ვაშლის ზომის ან ოდნავ მეტი და ივარჯიშეთ მასზე სროლაში 5  ან 7 მეტრის მანძილიდან, პნევმატური იარაღით. 

გაითვალისწინეთ ერთი თავისებურება, ორივე თვალი გახელილი გვაქვს და იარაღს უმიზნებთ როგორც სანადირო იარაღს პლანკაზე დამიზნებით და არა როგორც შაშხანას სამიზნის ჭრილის ზუსტი გასწორებით.  ასეთი ვარჯიშის შემდეგ წარმატების შანსი ბევრად უფრო დიდია.

დამეთანხმებით ალბათ, დასანანია როდესაც კილომეტრებს გაივლი ძლივს რამოდენიმე ფრინვალს ნახავ და მასაც ვერ მოიპოვებ.  ნუ დაიზარებთ ვარჯიშს !!!

 

წყარო: hunters.ge

კატეგორია: ინსტრუქციები და ეთიკა | ნანახია: 1543 | დაამატა: gio | ტეგები: სროლის და დამიზნების მანერა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი