პარასკევი, 29.03.2024, 02:56მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 29 » Stoeger 2000 Walnut
00:09
Stoeger 2000 Walnut


Stoeger 2000 Walnut

 

ნახევრად ავტომატური თოფი სტოგერ 2000 იწარმოება 2001 წლიდან თურქული ფირმის Stoeger Silah Sanayi A.S. მიერ, რომელიც 100% ეკუთვნის ფირმა ბერეტას „BERETTA”. იტალიელები ხაზს უსვავენ რომ, ყველა წარმოებული თოფი შეესაბამება ევროპულ ხარისხის სტანდარტებს. ქარხანაში მუშაობს ბერეტას სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც ზედამხედველობას უწევს თოფების წარმოების ხარისხს, ამიტომ ბერეტა იძლევა გარანტიას სტოგერის საიმედოებაზე და მის ხარისხზე. სტოგერ 2000 საფუძვლად უდევს ბენელი „BENELLI” M1 Super 90 ძირითადი კონსტრუქცია, რომელშიდაც შეტანილია ოდნავი ცვლილებები, რაც გამოიხატება შემდეგში, ბენელში საკეტის ზამბარა განთავსებულია კონდახში, სტოგერში კი გადატანილია ლულის ქვეშა მილისებურ მჭიდზე. სტოგერი 2000 იწარმოება მხოლოდ 12 ყალიბის რამოდენიმე მოდიფიკაციით: „Realtree® APG™", „Advantage Max-4 HD™", „Black Synthetic" და „Satin Walnut". მწარმოებელი იძლევა ავტომატიკის უტყუარი მუშაობის გარანტიას ხარისხიან ვაზნებზე, ავტომატიკა მუშაობს 24 გრამიან ვაზნიდან მაგნუმის ჩათვლით. სტოგერ 2000 ავტომატიკის მუშაობის პრინციპია ინერციული საკეტი. თოფის მექანიზმი შედგება მინიმალური დეტალებისგან, იოლი მოსავლელია და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რაც ძალიან პრაქტიკულს ხდის ნადირობაში.

ტექნიკური მაჩვენებლები:

ყალიბი-12.

სავაზნის სიგრძე (მმ)-76.

ლულის სიგრძე (სმ)-71.

მჭიდის ტევადობა (ცალი)-4+1.

ლულის შევიწროება საცვლელი ჩოკებით (მმ)-1.0, 0.75, 0.5, 0.25, 0.0

წონა (კგ)-3,2.

კატეგორია: სანადირო თოფები და შაშხანები | ნანახია: 1608 | დაამატა: gio | ტეგები: Stoeger 2000 Walnut | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი