ტაქსა - 2 მარტში 2011 - Персональный сайт
კვირა, 04.12.2016, 17:18მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 389
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ტაქსა
17:50
ტაქსა

ტაქსა

ტაქსას წარმოშობა დროშია დამალული. მეცნიერები თვლიან რომ ტაქსას წინაპრები იყვნენ ძველი ეგვიპტური ძაღლები გრზელი ტანით და მოკლე კიდურებით. დღევანდელი ტაქსას სამშობლო გერმანიაა. მოკლებეწვიანი ტაქსა ყველაზე ძველი ჯიშია. იგი XVII საუკუნეში ძველი ტანდაბალი მეძებრების (ბრაკების) და პინჩერების შეჯვარების შედეგად გამოიყვანეს. მოკლებეწვიანი ტაქსა გახდა საფუძველი 2 დანარჩენი ნაირსახეობის გამოყვანისათვის. გლუვი ტაქსებისა და სპანიელების შეჯვარებისაგან წარმოქმნილი გრძელბეწვიანი ტაქსას ტიპი XVIIსაუკუნეში დაფიქსირდა. უხეშბეწვიანი ტაქსა XIX საუკუნის ბოლოს უკვე არსებული მოკლებეწვიანი ტაქსას, ჯუჯა პენჩერის, შნაუცერის, დენდი-დინმონტ-ტერიერის და სავარაუდოდ სკოჩ-ტერიერის შეჯვარების შედეგად გამოიყვანეს. ტაქსას ჯიშის პირველი სტანდარტი დადგინდა 1879 წელს. ტაქსების გერმანული კლუბი კი 1888 წელს შეიქმნა. სტანდარტული ტაქსა (განსაკუთრებით უხეშბეწვიანი) გამოიყენება დაჭრილი ნადირისა და ფრინველის ძებნისათვის სისხლიან ნაკვალევზე, მსხვილ ნადირზე, კურდღელზე და ბოცვერზე, ასევე როგორც სოროს ძაღლი მელიაზე და მაჩვზე სანადიროდ. ბოცვერული ტაქსა სპეციალურად ბოცვერებზე სანადიროდ გამოიყვანეს. XX საუკუნის დასაწყისში ტაქსების მოყვარულები უპირატესობას მოკლებეწვიან ტაქსებს ანიჭებდნენ, შემდგომში გრძელბეწვიანმა ტაქსებმაც მოიპოვეს დიდი პოპულარობა. ამჟამად, ყველაზე პოპულარული უხეშბწევიანი ტაქსაა.
შეფერილობა: მოკლებეწვიანი ტიპი: ერთფეროვანი-წითელი (მოყვითალო წითელი ხის ფერამდე), ირმისფერი, სიასამურისფერი. ორფეროვანი-შავი, სოკოლადიფერი, ნაცრისფერი (ცისფერი) თეთრი ლაქებით კიდურებზე, ჩალისფერი ღია ლაქებით თვალებქვეშ, დრუნჩის ორივე მხარეს. მკერდზე, კიდურების ზედა ნაწილზე, თათებზე და ა.შ. არლეკინო ან მარმარილოსფერი-ღია-ყავისფერი, ღია-ნაცრისფერი ან თეთრი ძირითადი შეფერილობა, ღია ყავისფერი, წითური, წითელი ან შავი არასწორი ფორმის ლაქებით. უხეშბეწვიანი ტიპი: დაშვებულია ნებისმიერი შეფერილობა. გრძელბეწვიანი ტიპი იგივე, რაც მოკლებეწვიანი ტიპისთვის. სიმაღლე მინდაოში: ხვადი 27-22 სმ. ძუ 25-20 სმ. ჯუჯა: ხვადი 21-16 სმ. ძუ 19-14 სმ. ბოცვერული: ხვადი 15-12 სმ. ძუ 13-10 სმ. წონა და ზომები სტანდარტულია: წონა: 9 კგ-ზე ნაკლები. იდეალში იწონის 6,5-7 კგ. მკერდის გარშემოწირულობა 35 სმ-ზე მეტია. ჯუჯა: წონა 4 კგ-ზე ნაკლებია 18 თვის ასაკში. მკერდის გარშემოწირულობა 35 სმ-ზე ნაკლებია. ბოცვერული: წონა: 3,5 კგ-ზე ნაკლებია. მკერდის გარშემოწირულობა 30 სმ-ზე ნაკლებია.
ხასიათი: მოკლე ფეხების მიუხედავად, ქასა არ არის მოუქნელი ან ტლანქი. მას გააჩნია თავისუფალი მოძრაობები და ამაყი გარეგნობა მაღლა აწეული თავით. ტაქსა მოძრავი, მამაცი, აქტიური და საკმაოდ გაწონასწორებული ძაღლია. შეიძლება იყოს კარგი დარაჯი, ფლობს მაღალ ხმას. ხშირად ეს ჯიში ჰყავთ სახლის საყვარელი არსებების სახით.არის რა მონადირული ძაღლი, ტაქსა გარკვეულ თვითნებობას და დაუჯერებლობას ავლენს, ამიტომაც წვრთნის საკითხებს მფლობელი სერიოზულად უნდა მიუდგეს.
ტაქსას ესაწიროება რეგულარული სეირნობები ან ნადირობაზე გამოყენება. არ შეიძლება ტაქსას ზედმეტი კვება და აუცილებელია თვალი იმას მიაქციოთ, რომ ძაღლმა რაც შეიძლება ნაკლები იხტუნოს როგორც ზევით, ისე ქვევით, რადგან ეს ქმნის ხერხემალთა გადაადგილების საფრთხეს. აუცილებელია კვირაში ერთხელ ჯაგრისით ძაღლის წმენდა.

კატეგორია: მონადირე ძაღლები | ნანახია: 818 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი