შაბათი, 20.04.2024, 12:11მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 17 » ტივტივის დატვირთვის თანამედროვე მეთოდები და მათი მნიშვნელობა
20:56
ტივტივის დატვირთვის თანამედროვე მეთოდები და მათი მნიშვნელობა


ტივტივის დატვირთვის თანამედროვე მეთოდები და მათი მნიშვნელობა

 

თემაში გთავაზობთ ვისაუბროთ ისეთ აქტუალურ და რაც მთავარია რეალურად ეფექტის მქონე, ერთი შეხედვით უმნიშნელო, დეტალზე, როგორიცაა ტივტივის სწორად დატვირთვა, აქ მოიაზრება, როგორც მოსაქნევი, ისე მატჩისა და ბოლონიური მეთოდებიც.

სანამ უშუალოდ ამ თემაზე გადავიდოდეთ მოდით მოკლედ განვიხილოთ ტივტივის დატვირთვის "მამაპაპური" და თანამედროვე, მაქსიმალური ეფექტის მქონე ვარიანტები.

პირველ შემთხვევაში უმეტესწილად საქმე გვაქვს გაურკვეველი სიმკვრივისა და მასის მქონე ტყვიისაგან ჩამოსხმულ წვრილ ცილინდრებთან, რომლებსაც ძუაზე ფიქსაციისათვის აქვთ გამჭოლი ნახვრეტი. მათი ერთადერთი დადებითი მხარე არის დაბალი ფასი, რაც შეეხება უარყოფით მხარეებს:

1. ასეთი სიმძიმის დამზადებისას შეუძლებელია ჩამოსხმის მთელ სიგრძეზე ერთი და იგივე სიმკვრივის შენარჩუნება, შესაბამისად, სპორტული ტივტივის აღჭურვისას, თუკი ცილინდრს ერთი და იგივე სიგრძის მქონე ნაჭრებად დაჭრით, მათი წონა არასოდეს არ იქნება ერთნაირი. ეს კი იწვევს იმას, რომ თვითოეული ტივტივის ზუსტად დატვირტვისათვის საკმაო წვალება მოგვიწევს.

2. ჩამოსხმისას ძირითადად გამოიყენება საკმაოდ ბევრი მინარევის მქონე ტყვიის მასალა, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს იმას, რომ სიმძიმე არის ზედმეტად ხისტი, რაც დაბალი ტესტის, შესაბამისად წვრილი ძუის გამოყენებისას თევზის დაკარგვის შანსს ერთი ორად ზრდის.

3. შეუძლებელია ტივტივიდან ნემსკავამდე სიმძიმის განაწილება, რაც იწვევს იმას, რომ ჩვენი სატყუარა არაბუნებრივად სწრაფად ეშვება ფსკერზე. ერთი შეხედვით ეს დადებით მხარედ შეიძლება მოგვეჩვენოს იმ შემთხვევაში თუკი ჩვენი სამიზნე ობიექტი ამ დროს ფსკერზე იკვებება, მაგრამ თუ თევზის კვების ჰორიზონტი ზედაპირთან ახლოს, ან წყლის შუა ფენაშია? ნათელია, რომ ამ შემთხვევაში სიმძიმის მასის ერთ ადგილში კონცენტრირება თევზს სატყუარაზე რეაგირებისათვის მინიმლურ დროს უტოვებს.

ახლა კი თანამედროვე ვარიანტი, ანუ საფანტის ბურთულები, მათი ერთადერთი მინუსი არის ის, რომ უშუალოდ წყალსატევზე ასეთი სიმძიმის ძუაზე დაფიქსირება მეტ დროს მოითხოვს.

დადებითი მხარეები:

1. თვითოეული ბურთულა დამზადებულია ერთგვაროვანი ტყვიისაგან, რაც მათი წონების იდენტურობას უზრუნველყოფს.
2. ცნობილი ბრენდების ბურთულები დამზადებულია რბილი, მინარევებისაგან მაქსიმალურად თავისუფალი ტყიისაგან ან ვოლფრამისგან, რაც ძუის დაზიანებას გამორიცხავს, ის სიმძიმე, რითაც ამ ეტაპზე ვსარგებლობ დამატებით დაფარულია ტეფლონით, რასაც ძუის დაზიანების საფრთხე საერთოდ მინიმუმამდე ჩამოჰყავს.
3. ასეთ ბურთულებს შეფუთვაზევე აწერიათ წონა და თანამედროვე ტივტივის (რომელსაც ასევე მითითებული აქვს ტვირთამწეობა) დატვირთვა მარტივდება

შენიშვნა: ზოგჯერ ტივტივის ტვირთამწეობის ან ბურთულის წონის აღნიშვნაში გვხვდება მცირე შეცდომები, თუმცა ამ შეცდომების კორექტირება უმარტივესია, თუკი თან გვაქვს 1 გრამამდე მასის მქონე ბურთულების კომპლექტი
4. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ბურთულების გამოყენებით შეგვიძლია ტივტივიდან სატყუარამდე სიმძიმე და შესაბამისად სატყუარას თევზის კვების ჰორიზონტში გატარების/ჩატარების სიჩქარე უმარტივესად ვცვალოთ თევზაობის პირობებიდან გამომდინარე.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თანამედროვე ტივტივიანი ანკესის აღჭურვის ისეთი დეტალი, როგორიცააა ქვედა სიმძიმე, ანუ ის სიმძიმე, რომელიც განლაგებულია ნემსკავთან ყველაზე ახლოს და რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ როგორც ჩაკვრის სტიმულატორი ასევე ინდიკატორიც.

რა საჭიროა ქვედა სიმძიმე და რატომ ""გავირთულოთ" ცხოვრება?

1. რაც შეეხება ჩაკვრის სტიმულირებას, მოვიყვან მარტივ მაგალითს: თუკი ვთევზაობთ 2 გრ ტვირთამწეობის ტიტვტივით და ძუაზე 2 გრ ტვირთი დაფიქსირებულია ერთ ადგილას, ამ შემთხვევაში ჩაკვრისას თევზს უწევს 2 გრ წინააღმდეგობის დაძლევა, დამერწმუნეთ, თუ თევზი ძალიან მშიერი არ არის ასეთ სატყუარას მაშინვე უარყოფს, ხოლო თუკი ჩვენ იგივე ტვირთი განლაგებული გვაქვს შემდეგი სქემით - 1,8 გრ ტივტივასტან შედარებით ახლო და 0,2 გრ სადავისა და ძირითადი ძუის შეერთების ადგილას, ჩაკვრის რეალიზების შანსი საგრძნობლად მატულობს

2. ინდიკატორად მუშაობის მაგალითიც მარტივია, თუკი თევზი აკეთებს არა ჩაკვრას არამედ "ამოკვრას", (პირადი გამოცდილებიდან: ბაზალეთზე ღამით თეზაობისას ჩაკვრების 100%) ასეთ შემთხვევაში ზუსტად დატვირთული ტივტივის ანტენაზე თევზის აქტიურობა იდეალურად ფიქსირდება, რადგან თევზი ძრავს 0,2 გრ და არა 2 გრამ ტვირთს.

ქვედა სიმძიმის მასა და ფიქსირების წერტილი

მსოფლიო ჩემპიონატების პრაქტიკიდან გამომდინერე რეკომენდირებულია შემდეგი ვარიანტები (მსოფლიო ჩემპიონის იური რადუგინის პრაქტიკიდან):

თუ ვთევზაობთ დამატებითი საკვების გარეშე სატყუარადან ქვედა სიმძიმის დაშორება უნდა იყოს:

თეთრულაზე - 10-12 სმ, ნაფოტაზე -18-22 სმ, მსხვილ თევზზე-20-25სმ

თუ ვთევზაობთ დამატებითი საკვებით:

თეთრულაზე - 10-12 სმ, ნაფოტაზე -20-30 სმ, მსხვილ თევზზე-22-30სმ

შენიშვნა: ჩემი აზრით, ამ მანძილებით ავტორი არაპირდაპირ მიგვითითებს სადავის სიგრძეზეც, რადგან სადავეზე ქვედა სიმძიმის განთავსება არ ხდება, მას ვაფიქსირებთ სადავისა და ძირითადი ძუის შეერთების ადგილას, ძირითად ძუაზე

ქვედა სიმძიმის წონა გამოყენებული სატყუარის ტიპის მიხედვით სხვადასხვააა, რაც უფრო მძიმეა სატყუარა, მით უფრო მსუბუქია ქვედა სიმძიმე და პირიქით, მაქსიმალური წონა 0,5 გრ არ უნდა აღემატებოდეს.

სტატიის ავტორი ნიკა ზურაბიშვილი (NickAdams).


წყარო: fisher.ge

კატეგორია: ტივტივა | ნანახია: 1462 | დაამატა: gio | ტეგები: ტივტივის დატვირთვის თანამედროვე მეთ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი