სამშაბათი, 19.03.2024, 10:37მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ტყის კატა
15:27
ტყის კატა

ტყის კატა


ტყის კატა ეკუთვნის კატების ოჯახს. ძლიერ ჰგავს რუხი შეფერილობის შინაურ კატას და ამ უკანასკნელისგან ძალიან ძნელად გასარჩევია , თუმცა რამდენადმე უფრო დიდია და აქვს გრძელი კუდი გრძელი ბეწვებით. კუდის სიგრძე თითქმის სხეულის სიგრძის ტოლია. სხეულის სიგრძე 58-75სმ, წონა 4-5 კგ.
გავრცელება: დასავლეთ ევროპა, მცირე აზია, მოლდავეთი, სამხრეთ უკრაინა, კარპატები, კავკასია. საქართველოში გვხვდება ბევრ ადგილას მთავარი კავკასიონის სამხრეთ ტყიან კალთებზე და მის განშტოებებზე, მცირე კავკასიონის მთების ტყეებსა და მდ. მტკვრის ჭალის ტყეებში. ვერტიკალურ გავრცელების ზემო საზღვარია 2000 მ ზღვის დონიდან.
ცხოვრების ნირი: ბინადრობს დაბლობებსა და მთის შერეულ ტყეებში, იშვიათად წიწვიან ტყეებში. ბუნაგს იკეთებს ხის ფუღუროში, ხეების ფესვების ქვეშ, კლდის ნაპრალში, ზოგჯერ მიტოვებულ სოროში. სანადიროთ გამოდის უმთავრესად ღამით, მაგრამ ღრუბლიან და ნისლიან დღეებში ნადირობს დღისითაც. იკვებება: თაგვებით, მემინდვრიებით, ციყვებით და წვრილი ფრინველებით. დიდ ზიანს აყენებს ქათმიასნაირ ფრინველებს. მძუნაობა მიმდინარეობს აპრილ-მაისში, თითოეულ ჯერზე მდედრი შობს 3-8 კნუტს. მამრები გამრავლების უნარს იძენენ 3 წლის ასაკში, მდედრები დაბადებიდან 9-10 თვის შემდეგ.
ბეწვის მდარე ხარისხის გამო ტყის კატას სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა მის ტყავს მაინც ამზადებენ. სარგებლობა მოაქვს მავნე მღრღნელების მოსპობით, მაგრამ ზიანს აყენებს სამონადირეო მეურნეობის სანადირო ფრინველების მოსპობით.
ტყის კატის მოსაპოვებლად საჭიროა 1-2 ნომერი საფანტი.

კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 2396 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი