თოფის მოვლა პატრონობა - 30 ნოემბერში 2011 - Персональный сайт
პარასკევი, 09.12.2016, 10:47მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 390
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 30 » თოფის მოვლა პატრონობა
23:47
თოფის მოვლა პატრონობა


თოფის მოვლა პატრონობა

 

კარგი მოვლისა და ხმარების შედეგად თოფი ათეული წლების განმავლობაში შეუფერხებლად იმუშავებს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი შეიძლება ნაადრევად გამოდიან მწყობრიდან. თოფის მოვლა როგორც წესი, უნდა იწყებოდეს მისი შეძენის პირველი დღიდანვე, ვიდრე სანადიროდ წავიღებთ მას.

ახალი თოფის რკინის ნაწილები ქარხანაშივე იფარება ნეიტრალური ზეთის საკმაოდ სქელი ფენით და ასე გამოდის იგი გასაყიდად თოფის შეძენისთანავე, ვიდრე პირველ გასროლას მოვახდენდეთ, აუცილებელია მას მთლიანად მოსცილდეს ეს ზეთი. ზეთს აცილებენ შემდეგნაირად: პირველ რიგში თითოეულ ნაწილს ზეთი უნდა მოსცილდეს ქაღალდის ნაჩეჩით. ამის შემდეგ რკინის ნაწილები (თოფის ლულა როგორც გარედან, ისე შიგნიდან, კალაპოტი, სასხლეტის კავები და მათი საფარი რკალი და ტიბჟირი) კარგად უნდა გაიწმინდოს სუფთა, წყალგამოცლილ ნავთში დასველებული ბამბის ქსოვილით. ძნელად მისადგომი ადგილებიდან ზეთის გამოტანა შეიძლება წაწვეტილ ჯოხზე დახვეული თხელი ჩვრით. ყველა ამის შემდეგ თითოეული თოფის ნაწილი ჯერ კარგად უნდა გამშრალდეს სუფთა ნაჩეჩითა და ბამბის ქსოვილით და ბოლოს გაიწმინდოს ზეთით გაჟღენთილი თხელი და რბილი ქსოვილით.

ხმარებაში მყოფი თოფი ყოველთვის უნდა იწმინდებოდეს როგორც ნადირობის წინ და მის შემდეგ, ისე აგრეთვე მათ შუალედებში. ნადირობის შემდეგ უმჯობესია თოფი გაიწმინდოს ნადირობის დამთავრების ან შინ დაბრუნებისთანავე. ამ შემთხვევაში თოფის ლულა ჯერ უნდა გაიწმინდოს მშრალი ჩვრით, შემდეგ ტუტოვან ან საპნიან ტუტოვან ზეთში კარგად დასველებული ლითონის ჯაგრისით, მერე კარგად გამშრალდეს ბამბის ქსოვილით და ბოლოს გაიწმინდოს (როგორც შიგნიდან, ისე გარედან) ნეიტრალური თოფის ზეთით გაჟღენთილი თხელი ქსოვილით.


გასაგებია, რომ ხმარების შემდეგ, გარდა თოფის ლულისა, გაწმენდას მოითხოვს მისი სხვა ნაწილებიც. უმჯობესია, თოფის საწმენდად და დასაზეთად ვიხმაროთ უნივერსალური კომბინირებული თოფის ზეთი ,,პიროლი", რომელიც თოფს კარგად იცავს სინესტისაგან. უნდა გავითვალისწინოთ,რომ ზეთის მოხვედრა კონდახზე არასასურველია, რადგან ზეთით გაჟღენთვა იწვევს ხის ბოჭკოს სიმყიფის გაზრდას და შეიძლება ასეთი კონდახი(ზეთით გაპოხილი) გასროლისას დაიბზაროს.
თოფის ასეთი გაწმენდის მიუხედავად, იგი სამი-ოთხი დღის შემდეგ განმეორებით უნდა გაიწმინდოს. ასევე, თუ შედარებით ხანგძლივი დროის განმავლობაში სანადიროდ არ მოგვიხდა წასვლა, თოფი პერიოდულად თვეში ერთხელ მაინც უნდა გაისინჯოს და გაიწმინდოს. უნდა გვახსოვდეს, რომ ნადირობის წინ თოფის ლულის სანათურის გამოწმენდა სუფთა და მშრალი ქსოვილით აუცილებელი პირობაა.
თოფი გაწმენდილად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჯერ კიდევ ტუტოვანი ზეთით გაწმენდისას ჩვარი სავსებით სუფთა რჩება ლულის სანათურში გატარების შემდეგ. მხოლოდ ამის შემდეგ თოფის ლულაში რამდენჯერმე უნდა გავატაროთ ნეიტრალურზეთიანი ქსოვილი.
კარგი მონადირე და მსროლელი საკმაოდ ერკვევა, თოფის აწყობასა და მის ნაწილებში. მაგრამ სამწუხაროდ ზოგიერთი მათგანი ზედმეტადაა დარწმუნებული და ხელოსნობასაც იჩემებს. ასეთი ვაი-ხელოსნები თავისუფლად ,,თარეშობენ" საუკეთესო თოფის სასხლეტ და საკეტ მექანიზაციაშიც კი. ცხადია, მათი ნახელავი დროთა განმავლობაში უკვალოდ არ რჩება და თოფი ნაადრევად გამოდის მწყობრიდან. ამით ის გვინდა ვთქვათ, რომ თოფის კალაპოტის გახსნა და სასხლეტი, საკეტი თუ სხვა მექანიზმის შესწორება- შეკეთება უნდა ხდებოდეს კარგი ხელოსნის მიერ, რადგან თოფის ხარისხი მცირდება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ჭანჭიკებს ეტყობა საშალის კვალი.
ხანგძლივ დროის განმავლობაში თოფის შეუფერხებელი მოქმედებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სასროლ მასალას, ჰილზების ხარისხსა და ვაზნების დატენილობას. ზედმეტად რბილი ან ზედმეტად მაგარი საფანტი უარყოფითად მოქმედებს ლულის სანათურის ზედაპირზე. სხვადასხვა სისტემის ტყვიის (მრგვალი, იაკინის, ბრენეკეს, შირინსკი-შახმატოვის და სხვ.) ხმარებისას იგი ზუსტად უნდა მოერგოს თოფის ლულის ტუჩს.
თოფზე უარყოფითად მოქმედებს აგრეთვე მეტად ან ნაკლებად გაბერილი ჰილზების ხმარება.
ნადირობის თუ სტენდზე სროლის დროს უნდა ვერიდოთ ზედმეტად ძლიერი დატენილობის ვაზნების ხმარებას. ქეჩის და მუყაოს საცობი ზუსტად უნდა შეეფერებოდეს თოფის ყალიბსა და კარგი ხარისხის უნდა იყოს.
თოფი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს მოგზაურობის დროს, საკმარისია, მონადირემ გამოიჩინოს ამ მხრივ უყურადღებობა, რომ ერთი ნადირობის შემდეგ და მანამდისაც კი თოფი მთლიანად გამოვიდეს მწყობრიდან ან მიიღოს ისეთი დაზიანება, რომ თოფის ხარისხი მკვეთრად დაქვეითდეს. ყველა ამის საწინააღმდეგოდ, პირველ ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ტრანსპორტით მოგზაურობის დროს აწყობილი თოფის გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე (რაც არ უნდა მცირე მანძილი იყოს) ყოვლად დაუშვებელია. ეს არ შეესაბამება არავითარ უსაფრთხოების წესებს და ასეთი ადამიანი საფრთხეს უქმნის როგორც მის თავს ასევე მის გვერდით მყოფ მეგობარს.
ტრანსპორტით მოგზაურობის დროს, როგორც წესი, თოფი უნდა იყოს დაშლილი და ჩადებული ტყავის ან ხის ყუთში, თოფხალათში ან ბუდეში. დაუშლელი თოფის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება აგრევე გრძელი თოფხალათა, რომელიც მზადდება შედარებით რბილი ტყავის, ბრეზენტის ან ტყავის შემცვლელისაგან (ლედერინი, დერმატინი, ვორსიტი და სხვ.).


წყარო:monadire.ge

კატეგორია: სანადირო თოფები და შაშხანები | ნანახია: 719 | დაამატა: gio | ტეგები: თოფის მოვლა პატრონობა | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი