პარასკევი, 29.03.2024, 14:05მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » წავი
15:23
წავი

წავი


წავი ეკუთვნის კვერნისებთა ოჯახს. სხეულის სიგრძე 75სმ-მდეა, კუდის 50სმ, წონა 10კგ-მდე. სხეულის შეფერილობა ზედა მხარეზე მუქი ყავისფერია, წვედა მხარეზე მოვერცხლისფრო-თეთრი, თივთიკი ნაზი, ძალიან ხშირი და წყლით არ სველდება.
გავრცელება ევროპა, აზია, ჩრდილო ამერიკა. საქართველოში გვხვდება ერთეული ეგზემპლიარების სახით თითქმის ყველგან, შავი ზღვის სანაპიროდან მთის მდინარეების სათავეებამდე ზღვის დონიდან 2300მ სიმაღლემდე.
ბინადრობს ტყის ზონის მდინარეებისა და ზოგჯერ ტბების ნაპირებზე. უფრო ეტანება სწრაფ მდინარეებს, შვეული კლდოვანი ნაპირებით, მორევებითა და ჩქერებით. წავი საუკეთესოდ ცურავს და ყვინთავს, მიწაზე სწრაფი სიარული არ შეუძლია, რადგან მუცელი ეხება მიწას, ამიტომ ერთი წყალსატევიდან მეორეში გადასვლისას წავი თოვლსა და ლამზე ტოვებს უწყვეტ ღრმა კვალს, რომელიც რომელიმე საგნის თრევის შედეგად წარმოქნილ კვალს ჰგავს. იკვებება თევზებით, ამფიბიებით, კიბოსნაირებით, ჭიებით, მღრღნელებით, წყალმცურავი ფრინველებითა და მათი კვერცხებით. სოროს იკეთებს წყლის ნაპირში, მისი გამოსასვლელი ხვრელი წყალშია. ზოგჯერ ბუდეს ქვების ქვეშ აწყობს. მძუნაობს თებერვალ-მარტში, მაკეობის ხანგძლივობაა 63 დღე. აპრილ-მაისში მდედრი შობს 2-4 უსუსურ თვალაუხელელ ნაშიერს, რომელთაც თვალები ეხილებათ 8-10 დღის შემდეგ. ისინი სწრაფად იზრდებიან და 6 თვის ასაკში დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. მესამე წლის ასაკში ამთავრებენ ზრდას და იძენენ გამრავლების უნარს.
მეტად ძვირფასი ბეწვის მომცემი ცხოველია.

კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 3134 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი