ცხოველთა ღვიძლის დაავადებები - 30 ნოემბერში 2011 - Персональный сайт
პარასკევი, 09.12.2016, 10:49მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 390
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 30 » ცხოველთა ღვიძლის დაავადებები
21:24
ცხოველთა ღვიძლის დაავადებები


ცხოველთა ღვიძლის დაავადებები

 

ვეტერინარები ერთხმად აღნიშნავენ, რომ უკანასკნელ ათწლეულებში ადამიანთათვის პრობლემად ქცეული ღვიძლის დაავადებები არც ცხოველთათვის არის უცხო. ღვიძლი ცხოველისთვისაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანისთვის. ის უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების გადამუშავებასა და გარდაქმნას, ტოქსიკური ნივთიერებებისგან სისხლის გაწმენდას, მინერალებისა და ვიტამინების დეპონირებას (შენახვას). ღვიძლის დაავადების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ანთება _ ჰეპატიტი. თუ ჰეპატიტს დროულად არ ვუმკურნალეთ, ღვიძლის უჯრედებს ჩაენაცვლება შემაერთებელი ქსოვილი, რაც ორგანოს ფუნქციის დარღვევას და უკმარისობას გამოიწვევს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ღვიძლის ფუნქციაზე გავლენას ახდენს სხვა ორგანოთა დაავადებებიც.

საბედნიეროდ, ღვიძლს რეგენერაციის გასაოცარი უნარი აქვს, რისი წყალობითაც ვეტერინართან დროულად მისვლის შემთხვევაში შესაძლებელია ამ ორგანოს წარმატებული მკურნალობა. მრავალი ცხოველი ღვიძლის პათოლოგიის დადგენის შემდეგ დიდხანს სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს.

 

როგორ ამოვიცნოთ ღვიძლის პათოლოგია?

.  ღვიძლის დაავადებისას ცხოველს შეიძლება აღენიშნებოდეს:

.  მადის დაქვეითება;

.  წონის კარგვა;

.  გაძლიერებული წყურვილი;

.  ღებინება ან ფაღარათი;

.  ძაღლებში ხშირია დეპრესია;

.  კატებში ხშირია ნერწყვის დენა.

თუ თქვენს ცხოველს ჩამოთვლილთაგან ერთი ნიშანი მაინც შეამჩნიეთ, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს. ამავე დროს გაითვალისწინეთ: აღნიშნული სიმპტომები ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ცხოველს ღვიძლის პათოლოგია აქვს – ჩამოთვლილი ნიშნები შესაძლოა სხვა დაავადებების დროსაც გამოვლინდეს. ასე რომ, თავი დავანებოთ თვითდიაგნოსტიკას და საბოლოო სიტყვა სპეციალისტს მივანდოთ.

 

რა არის ღვიძლის დაავადებათა მიზეზი?

ღვიძლის პათოლოგია მრავალი ფაქტორის ზემოქმედების შედეგი შეიძლება იყოს. ცნობილია ფაქტორები, რომლებიც ზრდის ღვიძლის დაზიანების 

ალბათობას. ესენია:

.  ასაკი – 10 წელზე მეტი ასაკის ცხოველთა შორის ღვიძლის სიმსივნე უფრო ხშირად გვხვდება;

.  ჯიში – გარკვეული ჯიშის ცხოველთა შორის ხშირია ღვიძლის თანდაყოლილი პათოლოგიები ან მაღალია შემდგომში მათი აღმოცენების ალბათობა;

.  სიმსუქნე – დადგენილია, რომ კატებს, რომელთაც სიმსუქნე აღენიშნებათ, უფრო ხშირად უვითარდებათ ღვიძლის პათოლოგია;

.  მედიკამენტები და ქიმიური ნივთიერებები – ზოგიერთი მედიკამენტის ან ქიმიური ნივთიერების შემთხვევითი გამოყენება შესაძლოა ღვიძლის დაზიანების მიზეზი გახდეს. ასეთი ნივთიერებებია სოფლის მეურნეობაში ფართოდ ხმარებული პესტიციდები და ჰერბიციდები – საშუალებები, რომელთაც იყენებენ მწერებისა და სარეველა ბალახების საწინააღმდეგოდ.

 

გაჯანსაღების პერიოდი

შეუძლებელია, ცხოველის მფლობელი იყოთ და თქვენს წინაშე ერთხელ მაინც არ დადგეს პრობლემა – როგორ დაუბრუნოთ ჩვეულ ცხოვრების წესს თქვენი ოთხფეხა მეგობარი ავადმყოფობის (ქირურგიული ოპერაციის, ტრავმის, სიმსივნის ამოკვეთის) შემდგომ პერიოდში. ცხოველთა მოვლა-პატრონობისას წამოჭრილი სხვა პრობლემების მსგავსად, დახმარებას ამ შემთხვევაშიც ვეტერინარები გაგიწევენ, მაგრამ არის ზოგადი წესები, რომელთა ცოდნაც ცხოველთა ყველა მფლობელს მოეთხოვება: ოთხფეხი დროულად უნდა უზრუნველყოთ საჭირო მედიკამენტებით. მას ვეტერინარის რეკომენდაციის შესაბამისად უნდა დაუმუშაოთ ჭრილობები და გამოუცვალოთ სახვევი. რაც მთავარია, არ უნდა მოაკლოთ სიყვარული, თანაგრძნობა და სითბო. დარწმუნებული უნდა ბრძანდებოდეთ, რომ გაჯანსაღების პერიოდში ცხოველი ბალანსირებულ საკვებს იღებს ანუ მასში დაცულია საკვები ნივთიერებების, მინერალებისა და ვიტამინების თანაფარდობა. ამაში კი დაგეხმარებათ ცხოველის კვება ვეტერინარის რჩევების შესაბამისად. საკვების ხშირი მიღება მცირე ულუფებით ნიშნავს, რომ ცხოველი გაჯანსაღების პერიოდში მუდმივად არის უზრუნველყოფილი ორგანიზმის ძალების აღდგენისთვის საჭირო ენერგიით. თუ ავადმყოფობისას წონის დაქვეითება ძლიერი იყო, გაჯანსაღების პროცესი შესაძლოა გახანგრძლივდეს. 

 

გაჯანსაღების შეფერხებაზე მეტყველებს:

.  ცუდი მადა და გაძლიერებული წყურვილი;

.  ლეთარგია (ძლიერი ძილიანობა);

.  ჭრილობების შეხორცების შეფერხება;

.  სისხლდენა ან გამონადენი ჭრილობიდან;

.  გახშირებული სუნთქვა;

.  ფერმკრთალი ღრძილები;

.  წონის ცვლილება.

გაითვალისწინეთ: წონის სწრაფი კლება მადის დაქვეითებასთან ერთად შესაძლოა მიგვანიშნებდეს პრობლემაზე, რომელიც სასწრაფოდ მოითხოვს ვეტერინარის ჩარევას.

 

რატომ ფერხდება გაჯანსაღების პროცესი

თუ პრობლემა, რომელმაც ცხოველის ავადმყოფობა განაპირობა, აღმოიფხვრა, მაგრამ გაჯანსაღების პროცესი მაინც ფერხდება, უნდა ვეძებოთ ამ მდგომარეობის მიზეზი. მიზეზი კი შესაძლოა იყოს:

.  საკვების მცირე რაოდენობით მიღება;

.  საკვები ნივთიერებების არასწორი ბალანსი;

.  ბაქტერიული ინფექცია.

როცა ცხოველი არ იღებს სათანადო რაოდენობის საკვებს, ორგანიზმი ენერგიის მოთხოვნილებას ვერ იკმაყოფილებს. ამის გამო ცილები, ნაცვლად ჭრილობების შეხორცებისა და იმუნიტეტის გაძლიერებისა, ენერგიის წარმოქმნისთვის იწვის, საბოლოო ჯამში კი გაჯანსაღება იგვიანებს. გამოჯანმრთელების პროცესში ორგანიზმს საკვები ნივთიერებების ათვისების უნარი დაქვეითებული აქვს. ამის გამო აუცილებელია, საკვები იყოს ბალანსირებული, ადვილად მოსანელებელი, ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ცხიმებით, ცილებითა და მიკროელემენტებით მდიდარი. იმუნიტეტის დასუსტების გამო ქვეითდება ინფექციასთან ბრძოლის უნარი. ამის გათვალისწინებით, აუცილებელია ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი დიეტა, რომელიც იმუნურ სისტემას ასტიმულირებს. როგორც ვხედავთ, გაჯანსაღების პროცესი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მკურნალობა, ამიტომ თუ შეამჩნევთ, რომ ცხოველი ძნელად უბრუნდება ჩვეულ რეჟიმს, დროულად მიმართეთ ვეტერინარს, რათა დაადგინოთ და აღმოფხვრათ გამოჯანმრთელების შეფერხების მიზეზი.

 

მარიკა დვალი

 

წყარო: mkurnali.ambebi.ge

კატეგორია: კინოლოგია და ვეტერინარია | ნანახია: 498 | დაამატა: gio | ტეგები: ცხოველთა ღვიძლის დაავადებები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი