თუშეთის დაცული ტერიტორიები - 2 მარტში 2011 - Персональный сайт
სამშაბათი, 17.01.2017, 09:48მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 394
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » თუშეთის დაცული ტერიტორიები
16:15
თუშეთის დაცული ტერიტორიები

თუშეთის დაცული ტერიტორიები

საქართველოს ულამაზესი კუთხე თუშეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს. თუშეთს აღმოსავლეთით დაღესტანი, ხოლო ჩრდილოეთით ჩეჩნეთი ესაზღვრება. თუშეთის დასავლეთით ხევსურეთი, სამხრეთით კი კახეთი მდებარეობს. მაღალმთიანი, ქედებითა და მწვერვალებით გარშემორტყმული თუშეთი დაღარულია უამრავი ხევით, რომელთაგან ჩამონადენი წყლები, მაკრატელას წყალგამყოფი ქედით ერთმანეთისგან გამოყოფილ, თუშეთის ორ მთავარ მდინარეში, პირიქითისა და თუშეთის (გომეწრის) ალაზანებში ჩაედინება. ორივე ალაზანი სოფელ შენაქოს მახლობლად ერთდება, შეერთებული მალევე სცილდება თუშეთისა და საქართველოს საზღვარს, გადის დაღესტანში, სადაც ამ მდინარეს ანდის ყოისუს სახელით მოიხსენიებენ, და კასპიის ზღვაში ჩაედინება. 
თუშეთის დაცული ტერიტორიები თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს, თუშეთის ეროვნულ პარკსა და თუშეთის დაცულ ლანდშაფტს აერთიანებს. მისი საერთო ფართობი დაახლოებით 122 050 ჰა-ია.
თუშეთის მცენარეულობა ენდემიზმის საოცრად მაღალი დონით ხასიათდება. აქაური ფლორის 230 წარმომადგენელი კავკასიის ენდემია (კავკასიის ენდემთა საერთო რაოდენობის 20 პროცენტზე მეტი), ხოლო მცენარეთა 11 სახეობა საქართველოს ენდემია.
თუშეთის ნაკრძალსა და ეროვნულ პარკში გავრცელებულ საქართველოს ენდემთაგან აღსანიშნავია: თუშური ტილჭირი, კოწახური, მაჩიტა, დათვისთხილა, შროშანი, თუშური ასკილი, თებულოს ბაია და სხვა. აქ ასევე გვხვდება კავკასიის ზოგიერთი ენდემიც: შავი ანუ რადეს არყი, ღვინა, ყვითელი ღვინა, ფურისულა, დეკა, ცისთვალა და სხვა.
თუშეთში გავრცელებულია ძუძუმწოვართა 60, ფრინველთა 120-მდე, რეპტილიების 3, ხოლო ამფიბიების 6 სახეობა და თევზების თითო-თითო სახეობა.
კავკასიონის ეს ნაშალი ფერდობები და მიუვალი კლდეები აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვისა, არჩვისა და ნიამორის სამშობლოა. ჯიხვის მეზობელია კავკასიის მეორე ენდემიც–კავკასიურ შურთხი, დეკიანებსა და არყნარებში ცხოვრობს კავკასიური როჭო–თუშეთის ბუნების კიდევ ერთი მშვენება.
მსხვილი ჩლიქოსნებიდან თუშეთის ტყეებში ხშირადაა შესაძლებელი შვლის, ძალზე იშვიათად კი – ირმის ნახვა. მეზობელი დაღესტანიდან თუშეთში რეგულარულად შემოდის გარეული ღორი.
თუშეთი მდიდარია მტაცებლებით - მელასა და მგელს აქ ყველგან, მათ შორის ზღვის დონიდან ძალიან მაღლაც, შეხვდებით. ასევე ყველგან ნახავთ მურა დათვის კვალსაც, რომლის პოპულაცია თუშეთში საკმაოდ სტაბილურია. თუშეთში ფოცხვერიც საკმაო რაოდენობით ბინადრობს და არც საკვების უკმარისობას განიცდის. მცირე ზომის მღრღნელებიდან და კურდღლიდან დაწყებული, არჩვითა და ჯიხვის ციკნებით დამთავრებული – ყველა ეს ცხოველი ფოცხვერის სანადირო ობიექტს წარმოადგენს.
მეცნიერები იმედს არ კარგავენ, რომ თუშეთის მთებს ჯერ კიდევ შეიძლება აფარებდეს თავს ჯიქი – წინააზიური ლეოპარდი.
თუშეთი ორნითოლოგიური თვალსაზრისითაც საკმაოდ მდიდარი მხარეა. აქ მრავალი სხვადასხვა ზომისა და განსხავებული ცხოვრების წესის მქონე ფრინველი ბინადრობს. თუშეთის წიწვოვან კორომებში ცხოვრობენ და ფიჭვის გირჩით იკვებებიან საქართველოსთვის საკმაოდ იშვაითი ნაძვის ნისკარტმარწუხები. იმავე ტყეებში რამდენიმე სახეობის კოდალის ნახვა შეიძლება. უფრო მაღლა წითელთავა მთიულები, მთის მწყერჩიტები და წითელფრთიანი კლდეცოციები გვხვდება. თუშეთის მიუვალი კლდეები უზარმაზარი ფრინველების–ორბების, ბატკანძერებისა და მთის არწივების საბუდარია. აქ ბევრია კაკაბიც. სხვა მტაცებელ ფრინველთაგან თუშეთში რამდენიმე სახეობის ბუ, მთის კირკიტა, კაკაჩა და ჩვენი პლანეტის ყველაზე სწრაფი ფრთოსანი – შევარდენი გვხვდება. კალმახით მდიდარია თუშეთის მდინარეები. არსებული მონაცემების მიხედვით თუშეთში გვხვდება ქვეწარმავლების სამი სახეობა, ასევე გავრცელებულია მინიმუმ ერთი სახეობის ამფიბია - მწვანე გომბეშო.
თუშეთის ყოველი სოფელი თავისთავადაა ისტორიული ძეგლი. აქ არის კულტურულ-სამეურნეო ღირებულების მატარებელი ძეგლები: ქვახიდის წყლისა და ლაროვანის წყლის, გომეწრის ალაზნის სათავის და წოვათის წყლის ხეობებში არსებული მწყემსთა საზაფხულო ბინები და მათი მიმდებარე ტერიტორიები.
თუშეთში განლაგებულია ძველი სოფლები და ნასოფლარები, რომელთა დიდ ნაწილში კარგადაა შემონახული გვიან შუა საუკუნეების ციხეკოშკები, თავად თუშთა მომთაბარე და რომანტიული ცხოვრების წესით და საზაფხულო ხატობა-დღეობებით, მუდამ მრავლად იზიდავდა მნახველს. თუშების სტუმართმოყვარეობა კი ყოველთვის იყო ტურისტის თუ დამთვალიერებლის უსაფრთხოების გარანტი. თუშეთი მრავალმხრივ საინტერესო კუთხეა. ეს მიუვალი მთიანი მხარე დაბალი და მუხლმაგარი თუშური ცხენის და მეცხვარეების ერთგული თანაშემწის – ქართული ნაგაზის სამშობლოა. ჩხვარმეცხვარეობამ თუშეთში სახალხო რეწვის განვითარება გამოიწვია. თუში ქალები მატყლისგან მართლაც რომ საოცრად სადა და ლამაზ, ბუნებრივი საღებავებით შეფერილ ნაკეთობებს ქმნიან – წინდებითა და ჩითებით დაწყებული, თუშური ფარდაგებით დამთავრებული.
თუშეთი ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ადგილია. ტურისტებს იზიდავს მისი თვალწარმტაცი ბუნება, ადგილობრივი წეს-ჩვეულებები, ისტორიულ-კულტურული ძეგლები. ტურისტებს შეუძლიათ ისარგებლონ ტურისტული მომსახურების სხვადასხვა სახით. თუშეთში კეთილმოწყობილია საოჯახო სასტუმროები.
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 531 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი