ხუთშაბათი, 25.04.2024, 07:24მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 2 » ულტრალაითი, ზემსუბუქი სპინინგი
23:27
ულტრალაითი, ზემსუბუქი სპინინგი


ულტრალაითი, ზემსუბუქი სპინინგი

 

ულტრალაითი ანუ ზემსუბუქი სპინინგი სულ რაღაც 10 წელია რაც გამოჩდა მეთევზეთა არსენალში და საფუძვლიანად დაიმკვიდრა თავი. საქართველოში სპინინგის ეს ნაირსახეობა პირველ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ თევზაობის ამ სტილსაც საწრაფად მოვირგებთ

რატომ გახდა ზემსუბუქი კლასისი სპინინგი ასეთი მიმზიდველი მეთევზეებისთვის? ამას რამოდენიმე მიზეზი აქვს -პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროფესიონალ მეთევზეთა სერიოზულმა პრესინგმა წყალსატევებზე, შეამცირა ზრდილი თევზის რესურსი. რა თქმა უნდა ჭეშმარიტი სპინინგისტისთვის თევზს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ სახლში "ცარიელი" დაბრუნებაც არაა სასიამოვნო. ულტრალაითი, ამ თვალსაზრისით, რიგ უპირატესობებს გვანიჭებს. მიკრო სატყუარებზე როგორც წესი თევზი უკეთ რეგირებს, თანაც არა მართო მტაცებელი, ასე რომ ულტრალაითით მოთევზავე იშვიათად თუ რჩება ხელცარიელი. სათევზაო მაღაზიებში მიკრო სატყუარების დიდი ასორტიმენტის გამოჩენამ, ამის შემდეგ კი შესაბამისი ჯოხების, კოჭების და აქსესუარების სიმრავლემაც -დმატებითი ბიძგი მისცა ულტრალაითის პოპულარობას.

ულტრალაითზე საუბრისას არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ის, რომ ეს მეთოდი სპინინგისტს სრულიად განსაკუთრებულ სიამოვნებას გვრის, როგორც სატყუარას თამაშის ყველა დეტალის გრძნობით ასევე უმსუბუქესი აღკაზმვით დაჭერილ თევზთან ბრძოლის ენით აუღწერელი ემოციით.

ზემსუბუქი სპინინგით თევზაობა საკმაოდ შედეგიანია. ამ მეთოდით შესაძლებელია მოტივტივეებსაც აჯობოთ, ფიდერის მოტრფიალეებსაც და კლასიკურ სპინინგისტებსაც და რაც გასაკვირად არ უნდა ჟღერდეს არა მარტო დაჭერილი თევზის რაოდენობით, არამეთ მისი ზომითაც.

ჯოხი

სიპინინგისტთა წრეში დღემდე არ წყდება კამათი იმ თემაზე თუ რა ტესტის მქონე ჯოხები შეიძლება ჩაითვალოს ულტრალაითად. ერთნი თვლიან, რომ ეს არის ჯოხები, რომელთა ტესტის ზედა ზღვარი 5-6 გრამს არ აღემატება, მეორენი კი 10-12 გრამიან ჯოხებსაც ამ კლასის ანკესებს განაკუთვნებენ.
ჩემი აზრით ამ კამათებს არ აქვთ პრინციპიალური მნიშვნელობა და განსაკუთრებით საქართველოსთვის. მაგალითად ერთი და იგივე სატყუარისთვის ჩვენ ტბაში გვეყოფა 5-6 გრამიანი ტესტის მქონე ჯოხი, ხოლო მთის სწრაფი მდინარისთვის კი უკვე დაგვჭირდება 10-12 გრამი ტესტის მქონე, ვინაიდან აქ წყლის ჭავლის ზეწოლა საგრძნობლად დიდია სატყუარაზე და შესაბამისად ჯოხზეც.
ულტრალაითის ჯოხის მიმართ მოთხოვნები საკმაოდ სერიოზულია. იგი უნდა იყოს ძალიან მგრძნობიარე, დრეკადი ტყორცნისას, აუცილებლად იყოს დამზადებული მაღალხარისხოვანი მასალებისგან. ასეთი მაღალი მოთხოვნები ხარისხის მიმართ განპირობებულია იმით, რომ საკმაოდ ხშირია 1-2 კილოიანი თევზის ჩარტყმები, ხოლო ნებისმიერი მცირედი ხარვეზი ჯოხის დამზადებაში, თევზთან ბრძოლაში, გარდაუვლად იწვევს მის გატეხვას. ასე რომ მიუხედავათ საკმაო ელეგანტურობისა ულტრალაითის ჯოხი საკმაოდ დიდი გამძლეობის კოეფიციენტით უნდა გამოირჩეოდეს.
ჯოხის იდეალური სიგრძის შესახებაც არ არის ერთიანი აზრი. წამყვანი მწარმოებლების კატალოგებში თქვენ ნახავთ 1,5 მეტრის სიგრძის ჯოხებსაც და 2,7 მეტრისაც. ჯოხის სიგრძის არჩევა ჭერის კონკრეტულ პირობებზეა დამიკიდებული. თუ ჭერას აწარმოებთ პატარა მდინარეზე აქ მოკლე ჯოხების გამოყენება უფრო მოხერხებულია. ხოლო დიდ წყალსატევებზე კი შესაბამისად გრძელი ჯოხები უფრო გამოსადეგია.
ბოლო დროს გამოჩდა 3 მეტრიანი ულტრალაითის ჯოხები. ამ სიგრძის ზემსუბუქი სპინინგით თევზაობენ დიდ წყალსატევებზე და დიდ მდინარეებზე, იქ სადაც შორ დისტანციაზე ტყორცნაა საჭირო. საქართველოში ესეთი ჯოხით მშვენივრად ითევზავებთ შავ ზღვაზე.
უნივერსალურ ზომად მაინც ითვლება 1,8-2,4 მეტრის სიგრძის ჯოხები.

ზემსუბუქი კლასის ჯოხის წყობა ოპტიმალურია საშუალოდ-სწრაფი -ეს როდესაც მუშაობს ჯოხის ზედა მესამედი. ასეთი წყობის ჯოხები საკმაოდ კარგად ტყორცნიან, უნივერსალურნი არიან ვობლერით, ტრიალათი და ფრიალათი, მიკროჯიგით თევზაობისთვის. გარდა ამისა მათ კარგათ "უკავიათ" თევზი და ეფექტურად ახშობენ მის ბიძგებს ამოყვანისას.

კოჭა

ზემსუბუქი სპინინგით თევზაობისას კოჭას შესაბამისი უნდა იყოს. აქ ჩვენ გამოგვადგება მსუბუქი და კომპაქტური კოჭები არა უმეტეს 1000 სერიისა, კარგათ დაბალასებული ფრიქციონული მუხრუჭით და ძუის უხარვეზო დახვევით. ყველაზე პოპულარულ კოჭებს ულტრალაითისთვის ამზადებენ Shimano და Daiwa.
აგრეთვე კარგია (და უფრო იაფიც) Abu Garcia- მსუბუქი მოდელები.

ძუა

ულტრალაითით თევზაობისას გამოყენება 5 გრამზე მსუბუქი სატყუარები. ამ შემთხვევაში წნული ძუა არაა რეკომენდირებული და აი რატომ -ჯერ ესერთი საკმაოდ ძნელი საშოვნია ძალიან წვრილი წნულები, მათ გასაწყვეტად საჭირო დატვირთვა კი ხშირად აჭარბებს თვით ზემსუბუქი ჯოხის გასატეხ დატვირთვას. ასე რომ რისკი გატეხოდ ძვირად ღირებული ჯოხი წნულის გამოყენებისას საკმაოდ დიდია. გარდა ამისა სუფთა მდინარეში თევზაობისას ნებისმიერი წნული თევზისთვის საკმაოდ შესამჩნევია და ეს ამცირებს ჩარტყმების რაოდენობას.
გაცილებით უკეთესია გამოვიყენოთ მაღალხარისხოვანი მონოფილური ძუები 0,14-0,18 მმ დიამეტრის. ძალიან აქებენ Owner და Gamakatsu წარმოების ძუას.

სატყუარები
ტრიალა

ვობლერი

ვობლერებზე თევზაობისას რა თქმა უნდა გამოიყენება მინი მოდელები, ძირითადად მცურავი ან სუსპენდერები, უფრო იშვიათად მყვინთავი მოდელები. ჩაღრმავების მაჩვენებელი 1 მეტრი, მაქსიმუმ 1,5 მეტრი.
მინი ვობლერებსაც აწარმოებენ თითქმის ყველა წამყვანი კომპანიები.

სილიკონის სატყუარები

მიკრო სილიკონის სატყუარები ჩემი აზრით ყველაზე რეალისტურად იმიტირებენ ლიფსიტებს, ჭიებს და პატარა ბაყაყებს. ასე რომ სხვა სატყუარებთან ერთად აუცილებლად იქონიეთ მიკრო ტვისტრები და მიკრო ვიბროები. სხვა თუ არაფერი არსებობს ცალკე მიმდინარეობა სპინინგში რომელსაც მიკროჯიგი ჰქვია.
სილიკონის სატყუარების საუკეთესო მწარმოებლები არიან -Yum, Berkley, Storm, Mans, Relax.

ფრიალა

ულტრალაითით თევზაობისთვის გამოსადეგ ფრიალა სატყუარას პრაქტიკულად არც ერთი კომპანია არ უშვებს. ამიტომაც იგი ნაკლებად პოპულარულია და გამოიყენებენ მხოლოდ ხელნაკეთ მოდელებს.

ნადავლი

დასავლეთ საქართველოში : კალმახი, ქორჭილა, ფარგა, ბერში, ქარიყლაპია, ქაშაპი, ხმალთევზა, შამაია, ჭერეხი, წვერა, ფარფლწითელა, ღორჯო, ნაფოტა, კობრი, საზანი.

ზღვაში თქვენ დაიჭერთ : სტავრიდს, ლიფორს, ჩიქვს, მერლანგს, სქუბრიას, პელენგასს, ზღვის დრაკონს, სარგანს.

ულტრალაითი შეუცვლელია ე.წ რთულ წყალსატევებზე. იქ სადაც მეთევზეთა სერიოზული პრესინგია და თევზი საკმაოდ დამფრთხალია. სწორედ აქ უკეთ რეაგირებს იგი მიკრო სატყუარებზე, რომელთაც ნაკლები სიფრთხილით ეკიდება.

გასაკუთრებით მინდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ კერძო ტბებში, სადაც კობრის დიდი რაოდენობაა და სერიოზული კვებითი კონკურენციაა, ეს თევზი თავს ესხმის მიკრო სატყუარებს. ასე რომ თუ მოხვდით ესეთ წყალსატევზე არ გაუშვათ ხელიდან შანსი შეებრძოლოთ ზემსუბუქი სპინინგით გიგანტს.

სტატიის ავტორი SHO (შოთა კვარაცხელია).


წყარო: fisher.ge

კატეგორია: სპინინგი | ნანახია: 2648 | დაამატა: gio | ტეგები: ულტრალაითი, ზემსუბუქი სპინინგი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 rodrigoral  
0
olha estou iniciando na pesca de ultra light e gostaria de adquirir um molinete como este ai me mande onde eu acho,obrigado.

სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი