ბასეტ-ჰაუნდი - 2 მარტში 2011 - Персональный сайт
შაბათი, 03.12.2016, 22:41მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 389
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ბასეტ-ჰაუნდი
17:25
ბასეტ-ჰაუნდი

ბასეტ-ჰაუნდი

ამ მოკლე მოღუნული ფეხების მქონე მეძებარს საკმაოდ გრძელი და საინტერესო ისტორია გააჩნია, რომელსაც ფესვებით შუა საუკუნეებშიმივყავართ. ბასეთ-ჰაუნდის წინაპრები იყვნენ არტეზნანო-ნორმანდული ბასეტები, რომლებიც საფრანგეთიდან ინგლისში გაიყვანეს და ბლადჰაუნდთან შეაჯვარეს. ჯიში დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც ინგლისელ, ისე ფრანგ დიდგვაროვნებთან. ბასეტს შეუძლია ირმის გარეკვაც, მაგრამ, ჩვეულებრივ, მას სხვა ნადირის-ბოცვერის, ხოხობისა და ენოტის სადევნებლადაც კი იყენებდნენ. ბასეტებთან ერთად ნადირობდნენ მცირე ხროვებით, ისინი რეკავენ ნელა, მაგრამ დაჟინებით.
ბასეტ-ჰაუნდი ღირსებითა და არისტოკრატიზმით აღსავსე, მოკლეფეხება ძაღლია ლამაზი თავით, რომელიც დაფარულია კანის მრავალრიცხოვანი ნაკვეთით. ეს ჯიში გამოირჩევა ძალიან გრძელი ყურებით და დიდი სევდიანი თვალების ჭკვიანური გამომეტყველებით. საკუთარ სიმაღლესთან მიმართებაში ეს მსოფლიოში ყველაზე მძიმე ჯიშია. სიმაღლე: 35-36 სმ. წონა: 18-27 კგ. ბეწვი მოკლე და გლუვია, მჭიდროდ მიკრობილი, მაგრამ არ არის დიდად თხელი. შეფერილობა: ტიპიური შეფერილობა სამფეროვანია, თეთრი, შავი და წითური ფერების შეხამება, არსებობს ორფეროვანიც ლიმონისფერ-თეთრი. ამის გარდა, დაშვებულია მეძებარი ძაღლებისათვის დამახასიათებელი ნებისმიერი შეფერილობა. კუდი ანცად აწეულია მაღლა.
ხასიათი: პოპულარული სახლის ძაღლი და მონადირე ბასეტ-ჰაუნდი ფართოდაა გავრცელებული ინგლისსა და ამერიკაში, ეს ძაღლი კეთილმოშურნე და ალერსიანია, მშვენივრად ცხოვრობს როგორც ადამიანებთან, ისე ცხოველებთან. მონადირული დანიშნულების მიუხედავად, შესანიშნავი ტრენინგის გარეშე ბასეტი შეიძლება გახდეს ზარმაცი და გასუქდეს: მისთვის აუცილებელია რეგულარული სეირნობები.

კატეგორია: მონადირე ძაღლები | ნანახია: 417 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი