სამშაბათი, 19.03.2024, 09:02მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » სანადირო ადგილები

ტბა თბიყელი

ტბა სიძერძალი


კინტრიშის დაცული ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 2851 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ივრის ხეობა

ივრის ჭალებისამონადირეო ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 2888 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (3)

იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიები

იმერეთის მღვიმეთა კომპლექსი ქ. ქუთაისიდან 10კმ-ში მდებარეობს. იმერეთის მღვიმეთა კომპლექსის ფართობი დაახლოებით 354 ჰექტარია. თავად სათაფლია ზღვის დონიდან 500 მეტრის სიმაღლეზე სიმაღლეზე მდებარეობს. ტერიტორიაზე გვხვდება კარსტული მღვიმეები. სათაფლიის ჰავა სუბტროპიკულია. ნალექების წლიური რაოდენობა 1900მმ-ს აღწევს. იანვრის საშუალო ტემპერატურა +40C, ხოლო აგვისტოს +250C. 
სათაფლიას ნაკრძალი ნოტიო სუბტროპიკულ სარტყელში მდებარეობს. ნაკრძალის ტერიტორიის 98% დაფარულია ახალგაზრდა კოლხური ტიპის სუბტროპიკული ტყით. ტყეში დომინირებს წიფლნარი ტყე ბზის ქვეტყით და რცხილნარი ჯაგრცხილის ქვეტყით. წიწვოვანებიდან აქ ბუნებრივად გვხვდება უთხოვარი (თახუს ბაცცატა).
ნაკრძალის ტერიტორიაზე 67 სახეობის მერქნიანი მცენარეა აღწერილი, რომელთაგან 30 ხეა და 37 ბუჩქი, მათგან 59 სახეობა ფოთოლმცვენია, 8 მარადმწვანე. მერქნიან მ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 1820 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

დალის მთები

დალის წყალსაცავი


დალის მთა სამონადირეო მეურნეობა

სამონადირეო მეურნეობა "დალის მთა" მდებარეობს ქალაქ დედოფლისწყაროდან 26 კმ-ზე 
სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე იორის მარჯვენა სანაპიროზე, დალის წყალსაცავის მიმდებარე
ტერიტორიაზე.
სამონადირეო მეურნეობა "დალის მთის" ტერიტორია მდიდარია, როგორც სანადირო ასევე არასანადირო სახეობებით. აქ გავრცელებულია ამფიბიების სამი, ქვეწარმავლების ოცდათერთმეტი, ძუძუმწოვრების ოცდახუთი სახეობა. განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა ფრინველები, ას ოცდათორმეტი სახეობა.
"დალის მთის" ტერიტორიაზე გავრცელებული სანადირო სახეობებიდან აღსანიშნავია: ძუძუმწოვრები: ენოტი, ნუტრია, ენოტისებური ძაღლი, გარეული ღორი, ტურა, მელა, მგელი, კურდღელი. ფრინველები: კაკაბი, ხოხობი, რუხი ბატი, თეთრშუბლა იხვი, ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 2717 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

თუშეთის დაცული ტერიტორიები

საქართველოს ულამაზესი კუთხე თუშეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს. თუშეთს აღმოსავლეთით დაღესტანი, ხოლო ჩრდილოეთით ჩეჩნეთი ესაზღვრება. თუშეთის დასავლეთით ხევსურეთი, სამხრეთით კი კახეთი მდებარეობს. მაღალმთიანი, ქედებითა და მწვერვალებით გარშემორტყმული თუშეთი დაღარულია უამრავი ხევით, რომელთაგან ჩამონადენი წყლები, მაკრატელას წყალგამყოფი ქედით ერთმანეთისგან გამოყოფილ, თუშეთის ორ მთავარ მდინარეში, პირიქითისა და თუშეთის (გომეწრის) ალაზანებში ჩაედინება. ორივე ალაზანი სოფელ შენაქოს მახლობლად ერთდება, შეერთებული მალევე სცილდება თუშეთისა და საქართველოს საზღვარს, გადის დაღესტანში, სადაც ამ მდინარეს ანდის ყოისუს სახელით მოიხსენიებენ, და კასპიის ზღვაში ჩაედინება. 
თუშეთის დაცული ტერიტორიები თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს, თუშეთის ეროვნულ პარკსა და თუშეთის დაცულ ლანდშაფტს აერთიანებს. მისი საერთო ფართობი დაახლოებით ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 1724 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

რიწის დაცული ტერიტორია

1957 წელს შექმნილი რიწის ნაკრძალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ამჟამად საქართველოს მთავრობის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს ქალაქ გაგრიდან 60 კილომეტრის დაშორებით. ნაკრძალი მოთავსებულია კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებაზე, ზღვის დონიდან 928 მეტრის სიმაღლეზე მდებარე რიწის ტბის გარშემო. ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ნაკრძალს, რომლის საერთო ფართობი 13893 ჰექტარს შეადგენს, ალპური საძოვრები ესაზღვრება.
რიწის ნაკრძალის ტერიტორია საკმაოდ რთული და მრავალფეროვანი რელიეფით ხასიათდება. მისი კლიმატური პირობები, ნიადაგი, მცენარეული საფარი და საერთო ლანდშაფტები მნიშვნელოვნად განსხვავდება ზღვისპირა მხარის ლანდშაფტებისგან. ნაკრძალის ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 2908 მეტრზე მდებარეობს. ზღაპრულია რიწის ტბის ბუნება. წყლის სარკის ზედაპირი 1,5 კვადრატულ კილომეტრს აღწევს. ტბა ძალიან ღრმაა. მისი მაქსიმალური სიღრმე 101 მეტრია. ტყეებით და მთებით გარშემ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 3179 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ფსხუ-გუმისთის ნაკრძალი

ფსხუ-გუმისთის ნაკრძალი აფხაზეთში მდებარეობს. ფსხუ-გუმისთის ნაკრძალის საერთო ფართობი 40 819 ჰექტარია და ის სამი დამოუკიდებელი უბნისგან – გუმისთის (13400 ჰა), ფსხუსა (27334 ჰა) და სკრუჩის (85 ჰა) ნაკრძალებისგან შედგება. ნაკრძალი აფხაზეთში არსებული ხელუხლებელი წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეების ბიომრავალფეროვნებისა და ჭარბტენიანი ტყის მონაკვეთების დაცვის მიზნით შეიქმნა. გუმისთისა და ფსხუს ნაკრძალები ძირითადად კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობებზეა განლაგებული, ხოლო მცირე ზომის სკრუჩის ნაკრძალი შავი ზღვის ვაკის ზონაში იმყოფება და იქ შემორჩენილ მესამეული პერიოდის ტყეებს მოიცავს. მთლიანად ფსხუ-გუ მისთის ნაკრძალის სიმაღლე ზღვის დონიდან 300-დან 2840 მეტრამდე მერყეობს.
ფსხუ-გუმისთის ნაკრძალის ფაუნა საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანია. მდინარეებში 4 სახეობის თევზი ცხოვრობს. ამფიბებიდან გვხვდება ორი სახეობის ტრიტონი, მურა და მწვანე გომბეშ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 1421 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ქობულეთის დაცული ტერიტორიები

ქობულეთის დაცული ტერიტორიები 1999 წელს შეიქმნა და მოიცავს ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალსა (331 ჰა) და ქობულეთის აღკვეთილს (439 ჰა), რომლებიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შავი ზღვის გასწვრივ, ქალაქ ქობულეთის ჩრდილოეთით მდებარეობს. 
ტერიტორია აგებულია თანამედროვე (მეოთხეული ასაკის) ზღვიურ-მდინარეული და ტბიურ-ჭაობის ნალექებით. ქობულეთის დაცული ტერიტორია მოიცავს ისპანას ტორფის საბადოს. ღელიეფი ბრტყელია და ოდნავ ეროზირებულია მდინარეების შავი ღელესა და ტოგონის მიერ. აქ ტიპიური ზღვის, ნოტიო, სუბ-ტროპიკული კლიმატია – წლიური ნალექიანობა 1500-2500 მმ-ია, რის უმეტესობაც წვიმის სახით შემოდგომისა და ზამთრის სეზონებზე მოდის.
გადამფრენი წყლის ფრინველთა სახეობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თუმცა ეს ადგილები განსაკუთრებულად მდიდარია მცენარეთა სახეობებით. ისპანი I-ზე დღევანდელი მდგომარეობით წარმოდგენილია ნახევრად დეგრადირებული, მეორა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 1443 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ჭაჭუნას დაცული ტერიტორია

ჭაჭუნას აღკვეთილი წარმოადგენს წარსულში ჭაჭუნას სახელმწიფო სატყეო მეურნეობის ბაზაზე დაარსებულ დაცულ ტერიტორიას. აღკვეთილის საერთო ტერიტორია 5200 ჰექტარია და იგი თბილისიდან 175 კილომეტრითაა დაშორებული. 
ჭაჭუნა ქიზიყში, ისტორიულ კამბეჩოვანში მდებარეობს. გეოლოგიურად ჭაჭუნას აღკვეთილი ამიერკავკასიის მთათაშუა ოლქში შედის, მის აღმოსავლეთი დაძირვის მოლასურ ზონას მოიცავს მტკვრის მთათაშუა ღრმულის ფარგლებში და მოლასური ნალექებითაა წარმოდგენილი. ჭაჭუნაში გვხვდება ქვიშები, ქვიშაქვები, თიხები ვულკანური ფერფლის შრეებით, რიყნარები. აღკვეთილის ნაწილი კირქვული კონგლომერატებითაა აგებული. აღკვეთილის სიახლოვეს ცნობილია საფლუსე და საკირე კირქვის საბადოები, აგრეთვე ბიტუმის შემცველობის კირქვის გამოსავლები და მცირე ტბების სახით წარმოდგენილი ბიტუმის დანაგროვებები. აღკვეთილის რელიეფი ერთგვაროვანი არ არის, ბორცვები, თიხნარი გორაკები, ციცაბო ფერდობები, ტერ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 1266 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

მარიამჯვარის დაცული ტერიტორია

მარიამჯვარის ნაკრძალი თბილისიდან 60 კილომეტრში მდებარეობს ცივგომბორის ქედის სამხრეთ კალთებზე, საგარეჯოს რაიონის სოფელ ანთოკის სიახლოვეს (1040 ჰა). ნაკრძალიდან, ისევე როგორც მთელი ცივ-გომბორის ქედიდან, გარე კახეთის თვალწარმტაცი ხედი იშლება და კარგად მოჩანს მდინარე ივრის წყლით მორწყული ვენახები და ყანები, უფრო შორს კი უნაყოფო და მხოლოდ საძოვრებად ვარგისი, მაგრამ ძალიან ლამაზი ივრის ზეგანი. ნიადაგები ძირითადად თიხნარების, მერგლების და ქვიშნარ-ორლოგოცენებისგან შედგება. 
ნაკრძალის განლაგებულია 700-800 მეტრიდან 1300-1400 მეტრის ფარგლებში. აქაური კლიმატი ერთფეროვანი არ არის. ნაკრძალის ქვედა ზონა ზომიერად თბილი ჰავით, საშუალო ზონა ზომიერი ჰავით, ხოლო ზედა ზონა ცივი ჰავით ხასიათდება. მთლიანად ნაკრძალი ტყის ზომიერად გრილ კლიმატურ რაიონს ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 1642 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

1 2 3 »
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი