ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი - 2 მარტში 2011 - Персональный сайт
ხუთშაბათი, 19.01.2017, 20:03მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 394
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
16:05
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში. იგი 1995 წელს შეიქმნა, ოფიციალურად კი 2001 წელს გაიხსნა. ფართობის მიხედვით ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა. 2007 წელს ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელის – PAN Pარკ-ის წევრი გახდა, რაც დაცული ტერიტორიის უმაღლეს დონეზე დაცვისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების გარანტია. 
გეოლოგიურად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მცირე კავკასიონის ნაოჭა სისტემას ეკუთვნის და აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის ცენტრალურ ქვეზონას მოიცავს. რაიონი ძირითადად აგებულია ეგრეთ წოდებული ბორჯომის ფლიშით - ქვედა ეოცენური ნალექებით: მერგელოვანი თიხები, მერგე ლები, კირქვიანი ქვიშაქვები და მერგელოვანი კირქვები; მის აგებულებაში მონაწილეობას იღებს, აგრეთვე, ოლიგოცენნეოგენური ასაკის დანალექი და ვულკანურ დანალექი ფორმაციები.
ეროვნული პარკში გაერთიანდა ტერიტორიები, რომლებიც საქართველოს რამდენიმე ისტორიული კუთხის განაპირა ნაწილებია. პარკი მდებარეობს თორის, იმერეთის და სამცხის ტერიტორიაზე. საერთო ფართობი დაახლოებით 61235 ჰა-ია.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ტყეები წარმოდგენილია მუქწიწვოვანი, ფოთლოვანი და შერეული ტყეებით. შერეულ ფოთლოვან ტყეებს უმთავრესად წაბლი, წიფელი, რცხილა, კავკასიური ცაცხვი, კოლხური მუხა, დეკა და იფანი ქმნიან. სიმაღლის ცვლილებასთან ერთად ერთი ფოთლოვანი ტყე მეორეთი იცვლებაა: წიფლნარებს ზოგან ენაცვლება შერეული ფოთლოვანი ტყეები კოლხური ტიპის ქვეტყით, ხოლო შემდგომ რცხილნარები, წიფლნარ-წაბლნარები, ნაძვნარები, სოჭნარები. Bბორჯომის ხეობაში გავრცელებულია წიწვოვანი ტყეები - ნაძვნარი, ფიჭვნარი, ფიჭვნარ-ნაძვნარი, სოჭნარი და ნაძვნარ-სოჭნარი.
ტყის სარტყლის ზედა ზონებში გაბატონებულია მუქწიწვოვანი ტყეები – ნაძვნარები და სოჭნარები, რომელიც აღმოსავლური ნაძვით, კავკასიური სოჭით და ფიჭვითაა შექმნილი. სუბალპურ სარტყელში გავრცელებულია სუბალპური ტყეები და ბუჩქნარები, სუბალპური მაღალ ბალახეულობა და მდელოები.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია ისეთი იშვიათი, ენდემური და საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი სახეობები, როგორებიცაა: წაბლი, კოლხური მუხა, უთხოვარი, სტევენისა და ვინოგრადოვის ზამბახი .
მრავალფეროვანია ბორჯომ-ხარაგაულის ფაუნა. ეროვნული პარკის მშვენება მისი ძუძუმწოვარა მაცხოვრებლები არიან. მსხვილი მტაცებლებიდან ნაკრძალში გვხვდება მგელი, ფოცხვერი და დათვი. ჩლიქოსნებიდან პარკის ტერიტორიაზე ყველაზე ხშირად შველსა და გარეულ ღორს ნახავთ. ბორჯომის ხეობა ყოველთვის განთქმული იყო კავკასიური კეთილშობილი ირმის პოპულაციით. ირმის რაოდენობამ ამჟამად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 140-მდე მიაღწია. აქაურ კლდეებზე ოდითგანვე სახლობდნენ ნიამორები, თუმცა ამჟამად აქ მხოლოდ რეინტროდუცირებული ნიამორები ბინადრობენ, რომლებიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასა და ბუნებისდაცვის მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით მეზობელი სომხეთიდან იქნა შემოყვანილი. აქ გავრცელებული მსხვილი ძუძუმწოვრების უმრავლესობა საქართველოს „წითელ ნუსხაშია" შესული.
წვრილი ძუძუმწოვრებიდან აქ ბინადრობენ რამდენიმე სახეობის თაგვი, ძილგუდა, სინდიოფალა, ტყის კვერნა, კლდის კვერნა, კავკასიური ციყვები. ფაქტიურად ყველგან გვხვდება მელა და კურდღელი .
ქვეწარმავლებიდან ეროვნულ პარკში ხვლიკის და გველის რამდენიმე სახეობა გვხვდება. მათგან აღსანიშნავია, კავკასიური ჯოჯო და ხმელთაშუაზღვის კუ.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მკვიდრი ფრინველებიდან აღსანიშნავია ისეთი იშვიათი სახეობები, როგორიცაა მთის არწივი, ორბი, სვავი და კავკასიური როჭო .
დღევანდელი ბორჯომ-ხარაგაულის პარკის მომიჯნავე ტერიტორიებზე საოცრად განსხვავებულ ყოფას და ტრადიციებს ვხვდებით, რაც საინტერესო ეთნოგრაფიულ მრავალფეროვნებაშია გამოხატული, რაც ეროვნული პარკის დამთვალიერებლებზე დამატებით შთაბეჭდილებას ახდენს.
ეროვნული პარკის შემოგარენი ძალზე მდიდარია ისტორიული ძეგლებით. სიძველის და ისტორიის მოყვარულთათვის უდავოდ საინტერესოა გარემომცველ პეიზაჟში ლამაზად ჩასმული ისეთი ძეგლების მონახულება, როგორებიცაა: ტიმოთესუბნის მეცამეტე საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი, ნეძვის ეკლესია (მე-9 საუკუნე), ნუნისის ეკლესია (მე-9 საუკუნე), საკვირიკეს ბაზილიკა სოფელ დვირთან (მე-10 საუკუნე), ჩითახევის მწვანე მონასტერი (მე-9 საუკუნე), გოგიას ციხე და პეტრას ციხე დაბა ლიკანთან (მე-9 საუკუნე), ვახანის და ოქროს ციხეები ადიგენის რაიონში. ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე უფრო ძველი არქეოლოგიური ძეგლებიც არსებობს, მაგალითად: ბრინჯაოს ხანის ციკლოპური ნამოსახლარი სოფელ ბოგასთან, ბრინჯაოს ხანის სამარხები და ანტიკური ხანის კულტურული ფენები.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს საუკეთესო ტურისტული ინფრასტრუქტურა გააჩნია. მის სხვადასხვა უბნებზე მარელისში (იმერეთის უბანი), აწყურში (სამცხის მხარე), ლიკანსა და ქვაბისხევში (ბორჯომის მხარე) დამთვალიერებლებს პარკში მდებარე კომფორტული თავშესაფრები უმასპინძლებს. გარდა ამისა, ქალაქ ბორჯომსა და დაბა ბაკურიანში არსებობს მრავალი დიდი და პატარა კომფორტული სასტუმრო.
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 985 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი