ხუთშაბათი, 23.11.2017, 04:57მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 407
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ძაღლი და ჰიგიენა
21:25
ძაღლი და ჰიგიენა

ძაღლი და ჰიგიენა


ძაღლი რომელიც ჩვენი ოჯახის მეგობარი და წევრი გახდა მოითხივს ბევრ ყურადღებას და სიყვარულს,ასევე საკუთარ ნივთებს რომ უკეთ და ლამაზად გამოიყურებოდეს. მას უნდა გააჩნდეს საჭირო ინვენტარი,როგორიცაა: თამასა, ალიკაპი, საყელური, ჯაჭვი და სხვა. საყელური უკეთდება კისერზე, საყელურზე მაგრდება თამასა. ალიკაპი ძაღლს უკეთდება ხალხმრავალ ადგილებში, კბენის თავიდან აცილების მიზნით. საყელური და ალიკაპი მორგებული უნდა ჰქონდეს ძაღლს, ისე რომ მოძრაობის დროს არ ჩამოვარდეს დრუნჩიდან. თამასა ორი სახეობისაა: გრძელი (10-12 მ) მოკლე (1-1,5 მ), მოკლე თამასა გამოიყენება გასეირნების დროს. ძაღლის სხეულზე გროვდება უამრავი მტვერი, ჭუჭყი, ქერტლი. ამიტომ საჭიროა მისი ყოველდღიური გასუფთავება, რაც თავის მხრივ ძაღლს იცავს კანის დაავადებისაგან, იწვევს სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას. თავდაპირველად გასუფთავებული უნდა იქნეს ძაღლის თავი, კისერი, შემდეგ ხდება ბეწვის ჩამოვარცხნა მთელს სხეულზე. განსაკუთრებით კარგად უნდა დაივარცხნოს გრძელბეწვიანი ძაღლები. შემდგომში ხდება სხეულის გასუფთავება წყალში დასველებული ჯაგრისით ჯერ ბეწვის ზრდის საწინააღმდეგო მიმარტულებით, შემდეგ კი პირუკუ. და ბოლოს უნდა გამოვიყენოთ წყალში დასველებული ჩვარი, რომლითაც ჩამოვწმენდთ ძაღლს მთელს სხეულს. რეგულარულად უნდა მოხდეს ტველების და ყურების გაწმენდა სპეციალური ლოსიონებით. გასუფთავების პროცედურას, პირველ რიგში უნდა მოვეფეროთ-თავზე ხელის გადასმით შემდეგ ფრთხილად ჩამოვწმინდოთ სხეული ჯაგრისით, და ბოლოს , როდესაც ძაღლი თანდათანობით დამშვიდდება -გავწმინდოთ ნოტიო ჩვრით. ვინაიდან ზედმიწევნით გასუფთავების შედეგად აც კი ძაღლის სხეულზე რჩება მტვრის და ქერტლის საქრძნობი ნაწილი, სასურველია ძაღლის დაბანა სპეციალური ძაღლის შამპუნით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ძაღლის დაბანის ან ბანაობის პერიოდულობას.ვინაიდან ხშირი ბანაობა იწვევს კანის სიმშრალეს და ბეწვის ცვენას, ამიტომ გათვალიწინებული უნდა იქნეს მთელი რიგი ფაქტორები,როგორიცაა: წლის დრო, ძაღლის ჯიში,ძაღლის კანი მდგომარეობა ,შენახვის პირობები და სხვა. საშუალოდ მიღებულია ძაღლის დაბანვა თვეში ერთხელ ცხელ პერიოდში , ხოლო ცივ პერიოდში სამ თვეში ერთ-ჯერ. შამპუნი გამოიყენება ანტიპარაზიტული თუ არ ჩავთვლით რომ ძაღლი ალერგიულია.


წყარო: vet-express.ge

კატეგორია: კინოლოგია და ვეტერინარია | ნანახია: 847 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი