ძაღლის კვება პირველადი გეშვისას - 2 მარტში 2011 - Персональный сайт
კვირა, 26.03.2017, 02:34მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 400
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ძაღლის კვება პირველადი გეშვისას
20:41
ძაღლის კვება პირველადი გეშვისას

ძაღლის კვება პირველადი გეშვისას


მეძებართან მუშაობის დროს მგეშავი, პირველ რიგში, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს ძაღლის კვებას, რადგან ოთხფეხა შეგირდის მარტო ჯანმრელობა როდია დამოკიდებული მხოლოდ კვებაზე;
მინდორში გასვლა და მუშაობა, თუნდაც მხოლოდ 2-3 საათი, დახარჯული ენერგიის აღსადგენად გაძლიერებულ კვებას მოითხოვს, მეორე მხრივ გამაძღარი და გასისინებული ძაღ;ლი ძნელად საგეშია: სასუსნავით წახალალისების გამოყენებით გეშვა ნაკლებად შედეგიანია, ხანდახან კი უბრალოდ შეუძლებელიცაა. გამოსავალი კარგად მოფიქრებული კვების რეჟიმია, რომელიც ამა თუ იმ კონკრეტულ ძაღლზე იქნება გათვლილი.
ძაღლი თუ რბილი ხასიათისაა, დამჯერია, ბრძანებებს სწრაფად და ზუსტად ასრულებს, მისი რაციონი მხოლოდ დახარჯულ ენერგიას უნდა ითვალისწინებდეს, ხოლო თუ ჯიუტი და თავნებაა, ძნელადაღსაზრდელია, მაშინ სპეციალური კვების რეჟიმზე უნდა გადაიყვანოთ. ამისათვის ძალიან მარტივი წესების დაცვა მოგიწევთ: იმ დღეს როცა მეცადინეობა გაქთ დაგეგმილი, ძაღლს ვარჯიშამდე საჭმელი არ მისცეთ: თუ „მოწაფე" განსაკუთრებით გაუგონარია, ის წინა საღამოსაც მშიერი უნდა დატოვოთ. ასეთი ძაღლი, მინდორში ერთი თვალით წინ რომ იყურება, მეორე - პატრონის ჯიბისკენ აქვს, იქნება ლუკმა გაიმეტოს და ჩამიდოს პირშიო. სასუსნავით წახალისების მეთოდს მხოლოდ ამგვარ შემთხვევაში აქვს ეფექტი.
12 საათიც რომ აშიმშილოთ ამით ძაღლს არაფერი დაუშავდება და მშვენივრად ეყოფა ძალა 2-3 საათის სარბენად.
იმ ძაღლებს რაღა მოვუხერხოთ, რომლებიც საერთოდ აზიზად ჭამენ და ტან, დიდი დამჯერომითაც არ გამოირჩევიან? ასეთი ძაღლებისათვის მთელი დღე უჭმელობაც ჩვეულებრივი ამბავია. გამოსავალი აქაცაა. დაუდგით ძაღლს საჭმელი თუ პირი არ დააკარა, აიღეთ და მეორედ მხოლოდ 12 საათის შემდეგ შესთავაზეთ. თუ ისევ უარი თქვა, აიღეთ და კიდევ 12 საათი აშიმშილეთ და მერე დაუდგით. ასე გააგრძელეთ მანამ, სანამ ძაღლი იმდენად არ დაიმშევა, რომ საჭმელს ხელიდან გტაცებდეთ. როცა მეძებარი ხარბად და თქლაფათქლუფით მიირთმევს სალაფავს, სწორედ ამ დროსაა საჭირო მინდორში სავარჯიშოდ გაყვანა, რა თქმა უნდა შედარებით მოკლე ხნით.დამშეული ძაღლი ერთი ნატეხი პურის საფასურად, რასაც გინდათ იმას შეგისრულებთ.
საკამათო არავისთვისაა, მეძებართან მუშაბისას წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი ძირითადი ბრძანება გახლავთ - „ჩემთან!", ძაღლი დაუყოვნებლად უნდა მოდიოდეს ამ ბრძანებაზე.ცწინააღმდეგ შემთხვევაში მასთან ერთად მინდორში გასვლას არავითარი აზრი არ აქვს. ამ ბრძანების ათვისება, შეუფერხებლად შესრულება, სასუსნავის გარეშე, ძნელად მიიღწევა: ეს მეთოდი, განსაკუთრებით მშიერ კუჭზე მოქმედებს კარგად - როცა ჯილდო გამორჩეულად სასურველია და ცივი მჭადიც შაქარია. არიან ისეთი გეშვის მომხრეებიც, რომლებიც თვლიან რომ ძაღლს წრთვნის დროს სახლში საჭმელი საერთოდ არ უნდა ვაჭამოთ, მინდორში ბრძნებების და მითითების სწორედ შესრულებისთვის ჯილდოდ რასაც დაიმსახურებს ის ეყოფა საძღომადაც და წასახალისებლადაცო.
შეზღუდული კვების რეჯიმზე გადაყვანისას არ უნდა გადააჭარბოთ, ყველაფერში ზომირებაა საჭირო, ყოველი ვარჯიშის, მინდორში ყოველი გასვლის შემდეგ შეგირდი კარგად დაანაყრეთ, ულუფა გაუზარდეთ და ჩვეულებრივზე მეტი საკვები მიეცით. მხოლოდ მინდორში მეორე გასვლის წინ შეიძლება ძაღლის კვებასთან დაკავშირებული, ზემოთ აღნიშნული ექსპერიმენტის ჩატარება, უკეთესი მორჩილების მისაღწევად. დასკბნა ასეთია: მგეშავს სასუსნავი ყოველთვის საკმაო რაოდენობით უნდა ედოს ჯიბეში. ძაღლის წახალისება აუცილებელია ყველა ზუსტად შესრულებული დავალებისა და ბრძანების შემდეგ.

კატეგორია: კინოლოგია და ვეტერინარია | ნანახია: 512 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი