ხუთშაბათი, 25.05.2017, 22:57მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 404
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 28 » ელექტროტრავმა
17:15
ელექტროტრავმა


ელექტროტრავმა

 

ელექტრული დენის ორგანიზმში გავლისას:

.ირღვევა გულის ქსოვილის ელექტრული აქტივობა (რაც უმნიშვნელოვანესი პირობაა გულის ნორმალური მუშაობისათვის), რის შედეგადაც ვითარდება გულის რიტმის დარღვევა და გულის გაჩერება;

.ირღვევა ნერვული იმპულსების გადაცემაც, რაც შეიძლება გახდეს სუნთქვის გაჩერების მიზეზი;

.ვითარდება დამწვრობა, რომელიც ლოკალიზებულია ელექტრული დენის ადამიანის ორგანიზმში შესვლისა და გამოსვლის ადგილებში.

 

ელექტროტრავმის მიღების შემდეგ ვითარდება კუნთების ძლიერი სპაზმი (შეკუმშვა), რაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის დენის წყაროდან დაზარალებულის მოცილებას, ამიტომ შემთხვევის ადგილზე თქვენი მისვლისთანავე უნდა ეცადოთ გამორთოთ დენის წყარო თუ ეს თქვენთვის უსაფრთხოა!

 

არჩევენ ელექტროტრავმის სამ სახეს:

.მაღალი ძაბვის დენით გამოწვეული;

.დაბალი ძაბვის დენით გამოწვეული;

.ელვის/მეხის ზემოქმედებით გამოწვეული.

 

მაღალი ძაბვის დენით გამოწვეული ელექტროტრავმის დროს განვითარებული დაზიანება უმრავლეს შემთხვევაში სასიკვდილოა. ამ დროს ვითარდება მძიმე დამწვრობა, რადგან სხეულზე მოქმედებს 20000C - 40000C ტემპერატურა. კუნთთა ძლიერი შეკუმშვის გამო, ხშირად დაზარალებული გადაისროლება მნიშვნელოვან მანძილზე, რაც იწვევს მძიმე დაზიანებების (მოტეხილობების) განვითარებას.

 

პირველი დახმარება მაღალი ძაბვის დენით მიყენებული ელექტროტრავმის დროს:

1.დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო და სხვა სპეციალიზირებული სამსახურები;

2.გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება დაზარალებულთან მიახლოვება, სანამ არ გამოირთვება დენი და საჭიროების შემთხვევაში, არ გაკეთდება იზოლიაცია. შეინარჩუნეთ 18 მეტრის რადიუსის უსაფრთხო დისტანცია. არ მისცეთ სხვა თვითმხილველებს დაზარალებულთან მიახლოვების საშუალება;

3.ამ ტიპის ელექტროტრავმის მიღების შემდეგ დაზარალებული ალბათ უგონო მდგომარეობაში იქნება. გარდა ამისა, მოსალოდნელია ტრავმის მიღებაც, ამიტომ გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდეგ, დაზარალებულთან მიახლოვებისთანავე გახსენით სასუნთქი გზები თავის უკან გადაწევის გარეშე, ქვედა ყბის წინ წამოწევით. შეამოწმეთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები. მზად იყავით რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარებისათვის. თუ დაზარალებული უგონო მგდომარეობაშია მაგრამ სუნთქავს , მოათავსეთ იგი უსაფრთხო მდებარეობაში;

4.ჩაატარეთ პირველი დახმარება დამწვრობისა და სხვა დაზიანებების შემთხვევაში.

 

დაბალი ვოლტაჟის დენით განპირობებული ელექტროტრავმა შეიძლება გახდეს სერიოზული დაზიანებისა და სიკვდილის მიზეზიც კი. ხშირად ამ ტიპის ელექტროტრავმა განპირობებულია დაზიანებული ჩამრთველებით, ელექტროგაყვანილობითა და მოწყობილობით. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან მცირე ასაკის ბავშვები. გახსოვდეთ, რომ წყალი ელექტროდენის კარგი გამტარია, ამიტომ სველ იატაკზე დგომის ან სველი ხელებით დაუზიანებელ ელეტროგაყვანილობაზე შეხებისას ელექტროტრავმის მიღების რისკი მკვეთრად მატულობს.

დაბალი ძაბვით მიყენებული ელექტროტრავმის დროს ადამიანის სხეულში დენის შესვლის ადგილი (შემავალი ჭრილობა) უფრო ხშირად მტევნისა და ხელის არეშია, ხოლო გამომავალი - ტერფის არეში. ამ დროს ძალზე ხშირია შინაგანი ორგანოების დაზიანება, ამიტომ შემთხვევის ადგილზე ყოველთვის ეცადეთ, დაადგინოთ როგორი იყო ელექტრული დენის მიმართულება სხეულში, ამით თქვენ ეჭვს მიიტანთ ამა თუ იმ ორგანოს დაზიანებაზე.

 

პირველი დახმარების ტაქტიკა დაბალი დენით განპირობებული ელექტროტრავმის დროს:

 

1.არ შეეხოთ დაზარალებულს, თუ ის ეხება ელექტროდენის წყაროს. ამით შეიძლება თქვენც მიიღოთ ელექტროტრავმა. არ გამოიყენოთ ლითონის საგნები ელექტროდენის წყაროს მოშორების მიზნით. თუ შეგიძლიათ, შეწყვიტეთ დენის მიწოდება (გამორთეთ დენის ჩამრთველი). თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, გამორთეთYელექტრომოწყობილობა დენის წყაროდან;

 

2.თუ თქვენ არ შეგიძლიათ დენის გამორთვა:

·დადექით მშრალ მაიზოლირებელ საგანზე (მაგალითად, ხის ფიცარზე, რეზინისა ან პლასტმასის საფენზე, წიგნზე ან გაზეთების დასტაზე. მოაშორეთ დაზარალებულის სხეული დენის წყაროდან ცოცხის, ხის ჯოხის, სკამის საშუალებით. შესაძლებელია გადააადგილოთ დაზარალებულის სხეული დენის წყაროდან ან პირიქით, თუ ეს უფრო მოსახერხებელია, გადაადგილოთ თვით დენის წყარო;

·დაზარალებულის სხეულზე შეხების გარეშე, შემოახვიეთ ბაწარი მისი ტერფებისა ან მხრების გარშემო და მოაშორეთ დენის წყაროს;

·უკიდურეს შემთხვევაში, მოკიდეთ ხელი დაზარალებულის მშრალ არამჭიდრო ტანსაცმელს და მოაშორეთ ის დენის წყაროდან.

3.თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია, გახსენით სასუნთქი გზები, შეამოწმეთ სუნთქვა და პულსი. მზად იყავით რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარებისათვის;

4.თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია, სუნთქვა და პულსი აქვს, მოათავსეთ უსაფრთხო მდებარეობაში. გააგრილეთ დამწვარი არეები და დაადეთ ნახვევი;

5.დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. თუ დაზარალებულს ელექტროტრავმის მიღების შემდეგ არ აღენიშნება ხილული დაზიანება და კარგად გრძნობს თავს, ურჩიეთ დაისვენოს. დაწვრილებით ჩაუტარეთ პირველადი და მეორადი დათვალიერება, თუ ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ ექიმს.

 

ელვით განპირობებული ელექტროტრავმის დროს ხშირია სხვადასხვა ტრავმის, დამწვრობის, სახისა და თვალების დაზიანება. ზოგჯერ ელვამ შეიძლება გამოიწვიოს უეცარი სიკვდილი. სწრაფად გადაიყვანეთ დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან და ჩაუტარეთ პირველი დახმარება როგორც სხვა სახის ელექტროტრავმის დროს.


გახსოვდეთ!

დაბალი დენით განპირობებული ელექტროტრავმის დროს არ შეეხოთ დაზარალებულს, თუ ის ეხება ელექტროდენის წყაროს. ამით შეიძლება თქვენც მიიღოთ ელექტროტრავმა.

არ გამოიყენოთ ლითონის საგნები ელექტროდენის წყაროს მოშორების მიზნით. თუ შეგიძლიათ, შეწყვიტეთ დენის მიწოდება (გამორთეთ დენის ჩამრთველი). თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, გამორთეთ ელექტრომოწყობილობა დენის წყაროდან.

წყალი ელექტროდენის კარგი გამტარია, ამიტომ სველ იატაკზე დგომის ან სველი ხელებით დაუზიანებელ ელეტროგაყვანილობაზე შეხებისას ელექტროტრავმის მიღების რისკი მკვეთრად მატულობს.

მაღალი ძაბვის დენის დროს იქმნება 18 მეტრის რადიუსის ელექტრული ველი., ამიტომ დაზარალებულთან მიახლოვება არ შეიძლება 18 მეტრზე ახლოს, სანამ არ გამოირთვება დენი და თქვენ არ მიიღებთ ამის ოფიციალურ შეტყობინებას.

დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო და სხვა სპეციალიზირებული სამსახურები

ელექტროტრავმის მიღების განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან მცირეწლოვანი ბავშვები.

 

წყარო: medportal.ge

კატეგორია: ინსტრუქციები და ეთიკა | ნანახია: 697 | დაამატა: gio | ტეგები: ელექტროტრავმა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი