სამშაბათი, 21.11.2017, 07:11მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 407
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ენოტი
15:16
ენოტი

ენოტი


ენოტი გავრცელებულია ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. შეყვანილია გერმაიაში და აზერბაიჯანში, ბელორუსიაში ყირგიზეთში უზბეკეთში და რუსეთის სამხრეთ ნაწილში. სსრკ-ში შემოყვანილია 1936-1965 წლების განმავლობაში. გაშვებულია დაახლოებით 1240 ინდივიდი 26 პუნქტში. განსაკუთრებით კარგად იგი ადაპტირებულ იქნა აზერბაიჯანში ზაქათალა-ნუხის ველზე საიდანაც შემდეგ შემოიჭრა საქართველოში. გავრცელდა ალაზნის ველზე, ივრის ზეგანზე და შირაქში. ენოტისებრი ძაღლის მსგავსად საკმაოდ ფართოდ გავრცელდა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქათმისნაირების ზოგიერთ სახეობას (კაკაბი, გნოლი, მწყერი, ხოხობი და სხვა . მას მოიპოვებენ დაღესტანში, საქართველში, ბელორუსიაში და კრასნოდარის მხარეში. ყირგიზეთში, კაბარდო ბალკარიაში და სტავროპოლის მხარეს აკლიმატიზირება წარუმატებლად დამთავრდა. ენოტისთვის განსაკუთრებით გამოსადეგი ჰაბიტატებია ფართოფოთლოვანი და შერეული ტყეები, ფუღუროებიანი ხეებით და მეჩხერი მაგრამ არა მშრადი წყალსატევებით. ხშირად ცხოვრობენ დასახლებულ პუნქტებთან ახლოს. იგი გვხვდება აგრეთვე ტყის კუნძულებში რომელთან ახლოსაც მდებარეობს ხორბლის, ბრინჯის, ყანები და ხეხილის ნარგავები.
სიცოცხლის ნახევარს ხეზე ატარებს. სწრაფი სირბილი და დიდხანს არ შეუძლია. გამოდევნებისას იგი ცდილობს თავი ხეს შეაფაროს. შუძლია თავქვე დაეშვას ხიდან. ტოტიდან ტოტით იგი დადადის ხოლმე ერთი ხიდან მეორეზე. კარგად დაცურავს. განსაკუთებით აქტიური ღამე. დღის განმავლობაში იგი ისვენებს თავის ბუნაგში. უპირატესობას ანიჭებს ფუღუროებს, რომელიც მდებარეობს 10 მ-ის სიმაღლეზე. ენოტი თავის ბუნაგს იყენებს მთელი წლის განმავლობაში. ენოტი ეძლევა ზამთრის ძილს, რომელიც არ არის ღრმა და შეუძლია ადვილად გაღვიძლება. ზამთრისათვის იდებენ ქონს და მისი მასა აღწევს მთლიანი ცხოველის 1/3-ს. თბილ, უთოვლო ზამთარში იგი არ იძინებს.
ენოტის ნაკვალები შეიძლება შეგვხვდეს მდინარეების პირას, ტყეში, დამშრალ გუბეებში, ხიდების ქვეშ და სხვ. ენოტი ნამდვილი ევრიფაგია. იგი მოიპოვებს საკვებს მიწაზე, წყალში და ხეებზე. ძირითადი საკვების არ არსებობის შემთხვევაში იგი ადვილად გადაერთვება სხა საკვებზე. ხშირად მოპოვებულ საკვებს, სანამ შეჭამს, რეცხავს წყალში. ზოგჯერ იკვებება ფუღუროში ან ხეზე მჯდომარე. ენოტი მონოგამია. წყვილდება თებერვალში, ზოგ ადგილებში აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში, რომელსაც თან ზდევს მამარების სასიყვარულო ყვირილები. ორსულობა გრძელდება დაახლოებით 63 დღე. მდედრი შობს 2–6, 80 გრ. წონის ნაშიერს . იბადებიან ბრმები და თვალს ახელენ დაახლოებით 20 დღის ასაკში. ერთი თვის ასაკში, ისინი გარდა დედის რძისა იკვებებიან სხვა საკვებითაც. ოჯახი იყოფა მეორე წელს, მძუნაობის დაწყების წინ, რომელშიც მონაწილეობენ წინა წელს დაბადებული მდედრებიც. მამრები მწიფდებიან ერთი წლით გივიან. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 15 წელია.სხეულის სიგრძე 45-60 სმ. კუდის 25-38 სმ. წონა ზაფხულში 4-6 კგ. მდედრები მამრებზე ცოტათი პატარები არიან. ენოტი საკვლევ რეგიონში გავრცელებულია ფრაგმენტულად, ძირითადად გვხვდება მდინარე ალაზნის მიდამოებში (სიმჭიდროვე კმ2-ზე), შედარებით მცირე რაოდენობით მდინარე იორის მიდამოებში. ძირითად ჰაბიტატს წარმოადგენს ჭალები.

კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 665 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი