პარასკევი, 26.04.2024, 07:33მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ჯიქი
15:28
ჯიქი

ჯიქი


ჯიქი ეკუთვნის კატების ოჯახს. სხეული მოგრძო, მოხდენილი და მოქნილი,თავი მრგვალი, კუდი გრძელი, ფეხები ღონიერი და აღჭურვილი გრძელი ბრჭყალებით, რომლებიც იმალება თითების ბალიშში, ბეწვის შეფერილობის საერთო ფონი მოყვითალოა, მრავალრიცხოვანი შავი ლაქებით. სხეულის სიგრძე 100-180სმ, კუდის 110, სხეულის წონა 100 კგ-მდეა.
გავრცელება: აფრიკა, აზიის სამხრეთი ნაწილი, რამდენიმე ათეული წლის წინათ ბინადრობდა კავკასიაში, ამჟამად იშვიათად გვხვდება ამიერკავკასიაში. საქართველოში არსებობა საეჭვოა, შესაძლებელია , რომ გადარჩენილია სადმე დიდი კავკასიონის დაბურულ ტყეებში. ერთი ეგზემპლარი მოკლული იყო სამხრეთ ოსეთში 1950 წელს თბილისის მიდამოებში, საგურამოს ნაკრძალში, უფრო ადრე აღნიშნული იყო ჯიქის მოპოვების შემთხვევები კოდორისა და ბზიფის ხეობებში.
ცხოვრების ნირი: ბინადრობს მთის უღრან ტყეებში კლდოვან ფერდობებზე, ხევებში,
მდინარეთა ნაპირას ბუჩქნარებში. შეუძლია ადვილად ასვლა ხეებზე, სადაც ისვენებს და უთვალთვალებს მსხვერპლს. აქტიურია ღამის საათებში, თუმცა არც დღისით გაურბის ნადირობას . ნადირობს ჩასაფრებული ან მიპარვით ნადირთა ბილიკებზე და წყალსალევებთან. იკვებება ძირითადად გარეული ჩლიქოსნებით, ზოგჯერ ესხმის შინაურ ცხოველებს, კერძოდ-ძაღლებს, იშვიათად ადამიანსაც კი. მძუნაობა მიმდინარეობს ჩვეულებრივ იანვარში , მაკეობის ხანგძლივობა დაახლოებით 3 თვეა. მდედრი შობს 1-3 თვალაუხელელ ნაშიერს, რომლებიც თვალებს იხელენ 10-12 დღის შემდეგ.
იძლევა ძვირფას ბეწვს. საქართველოში სარეწაო მნიშვნელობა არასდროს ქონია. საჭიროა დაცვა ვინაიდან ძალიან იშვიათი ცხოველია.

კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 1237 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი