ლეკვის ტუალეტისადმი მიჩვევა - 30 ნოემბერში 2011 - Персональный сайт
პარასკევი, 09.12.2016, 10:41მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 390
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 30 » ლეკვის ტუალეტისადმი მიჩვევა
20:50
ლეკვის ტუალეტისადმი მიჩვევა


ლეკვის ტუალეტისადმი მიჩვევა

 

მოემზადეთ, თქვენი ლეკვისთვის ყველაფერი საინტერესო იქნება. მან ჯერ კიდევ არ იცის კარგისა და ცუდის განსხვავება, არ იცის რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა, თუმცა იგი მზად იქნება ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ თქვენი შექება დაიმსახუროს. პირველ ნაბიჯებთან ერთად თქვენს ლეკვს უჩდება მოსაქმების პრობლემა. იმისათვის, რომ ლეკვმა თავიდანვე აითვისოს იმ მითითებული ადგილები, სადაც მოსაქმებაა შესაძლებელი, თქვენი გამუდმებული მეთვალყურეობაა საჭირო. როდესაც ტუალეტში შესვლის აუცილებლობა ჩდება, როგორც წესი პატარა იწყებს წრიალს და იატაკის ყნოსვას. როცა ლეკვის ასაკი 8 კვირას არ აღემატება, უკეთესია თუ ტუალეტად სპეციალურ საფენებს გამოიყენებთ, ეს საფენები მარტივად იწოვენ სისველეს და მათი შეძენა ვეტერინარულ მაღაზიებსა და აფთიაქებშია შესძლებელი. როგორც კი შეამჩნევთ, რომ თქვენი პატარა მეგობარი აწრიალდა, დაიწყო იატაკის ყნოსვა, მაშინვე დაუდეთ საფენი ერთ განსაზღვრულ ადგილას და დაელოდეთ სანამ საქმეს არ დაასრულებს. უკეთესია, თუ ამ საფენს იმ ადგილას დადებთ, სადაც მან პირველად გააკეთა მონიშვნა. კარგი იქნება, თუ თქვენ ლეკვს ყოველი ჭამის შემდეგ მოათავსებთ მოსასაქმებელ საფენზე. საქმის მომთავრების შემდეგ არ დაგავიწყდეთ მისი შექება და ჯილდოს სახით საყვარელი სასუსნავით დასაჩუქრება. შეეცადეთ შეაქოთ თქვენი ლეკვი ყოველთვის, როცა სწორად ასრულებს თქვენ მიერ მითითებულ დავალებას. დასჯით თქვენ მას ვერაფერს შეაგნებინებთ. ზირითადად თქვენი ლეკვი ვერ აცნობიერებს, რომ მისი უნებური ქმედება შეიძლება არასწორი იყოს. დასჯით თქვენ მხოლოდ იმას მიაღწევთ, რომ თქვენი პატარა დაიწყებს დამალვას და საიდუმლო ადგილების ძებნას. რადგან მისთვის დასჯა ასოცირებული იქნება არა ადგილის არასწორ შერჩევასთან, არამედ გაუგებარ დანაშაულთან. პირველ ნაბიჯებთან ერთად, თქვენ არა მარტო უნდა იზრუნოთ თქვენი ლეკვის თამაშების დახმარებით განვითრებაზე, არამედ ნელნელა უნდა მიაჩვიოთ პატარ-პატარა ბრძანებების მოსმენას. ჯერ კიდევსუსტი" ორგანიზმის" გადატვირთვის შიშით არ გადადოთ წვრთნის დაწყება, სწავლა მისთვის იგივე თამაშია, რომელსაც ბოლოს სასუსნავით დაჯილდოებაც კი მოყვება.

 

წყარო: myzoo.ge

კატეგორია: კინოლოგია და ვეტერინარია | ნანახია: 249 | დაამატა: gio | ტეგები: ლეკვის ტუალეტისადმი მიჩვევა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი