ოთხშაბათი, 26.04.2017, 22:41მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 403
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ლიახვის დაცული ტერიტორია
15:58
ლიახვის დაცული ტერიტორია

ლიახვის დაცული ტერიტორია

ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს ცხინვალის რაიონის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. პატარა ლიახვის ხეობის ზემო წელში. ნაკრძალის მეტი წილი (6388 ჰექტარიდან - 5386 ჰა) ტყეებს უჭირავს. მისი მცირე ნაწილი კი ალპურ საძოვრებს, კლდეებსა და ნაშალებს. ისტორიულად ტერიტორია, სადაც ნაკრძალი მდებარეობს ხან შიდა ქართლად, ხან დვალეთად და ხანაც სამაჩაბლოდ მოიხსენიება. 
სამხრეთ ოსეთი ორი კლიმატური ზონის – სუბტროპიკულის და კონტინენტურის საზღვარზე მდებარეობს. ნაკრძალის ტერიტორიის ჰავას კონტინენტური უფრო ეთქმის. რადგან თავად ნაკრძალის სიმაღლე არა ერთგვაროვნია, წლიური ტემპერატურაც და მაღლა მთაში ბევრად განსხვავებულია. მთის წინეთში, რომელიც ნაკრძალის ყველაზე დაბალ წერტილს წარმოადგენს, წელიწადის მანძილზე დაახლოებით 179 უყინვო დღეა დაფიქსირებული, ხოლო მაღალმთაში - 112 დღე. ლიახვის ნაკრძალის გეოლოგიურ აგებულებაში იურული, ცარცული, მესამეული და მეოთხეული ნალექები მონაწილეობენ. გეოტექტონიკურად ტერიტორია მოიცავს კავკასიონის სამხრეთ ფერდის მესტია-თიანეთის ფლიშური ზონის, გაგრა-ჯავის ზონის ნაწილს, ამზარა-მუხურის ქვეზონის აღმოსავლეთ დაბოლოებას და ამიერკავკასიის მთათაშუეთის ცენტრალური აზევების ზონებს. რაიონის ფარგლებში და მის მიმდებარედ ცნობილია ცელესტინის და თაბაშირის გამოვლინებები; ფილიტებთან, ულტრაბაზიტებთან, ბაზიტებთან და ლისტვენიტებთან დაკავშირებულია ნიკელის სულფიდის (მილერიტის) მინერალიზაცია, ხოლო ულტრაბაზიტების უბნები ხასიათდებიან ტალკის ბუდობების და სერპენტინიტების ლინზების არსებობით.
ლიახვის ნაკრძალში დაცულია აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთული კალთებისათვის დამახასიათებელი მთისა და მაღალმთის მცენარეულობა. ესენია: ტყის სარტყელში – მუხნარები, წიფლნარები და რცხილნარები. მეზობელი დიდი ლიახვის აუზთან შედარებით პატარა ლიახვის ხეობაში ნაძვნარები უფრო მცირე ტერიტორიაზე გვხვდება. სუბალპური სარტყლის ტყეებში ლიტვინოვის არყი (Bეტულა ლიტწინოწიი) დომინირებს, უფრო მაღლა კი მაღალმთის ბოკვიანები და სუბალპური ბუჩქნარები, მეტწილად დეკიანები გვხვდება. ნაკრძალში გავრცელებული სუბალპური მაღალბალახეულობის ძირითადი სახეობებია: დიდფოთოლა ხარისშუბლა, ეშმაკის ქოში, აღმოსავლური ტილჭირი, ალოშა, ღიმი, მარიამა და სხვა.
ნაკრძალის მდინარეებში - პატარა ლიახვში და მის მრავალრიცხოვან შენაკადებში უხვად მოიპოვება საქართველოს "წითელი ნუსხის” სახეობა - კალმახი.
პატარა ლიახვის ორნითოფაუნა ძალზე მდიდარია. ნაკრძალში ბუდობს იშვიათი მთის არწივი. სხვა მტაცებელ ფრინველთაგან ხეობაში გვხვდება: კაკაჩა, ქორი, მიმინო, ალალი, კირკიტა, ღამის მტაცებლები: ტყის ბუ, ჭოტი და ზარნაშო. პატარა ლიახვის ტყეებში რამდენიმე სახეობის კოდალა ბუდობს, მდინარეების ნაპირებზე წყლის შაშვების და ბოლოქანქარების ხილვაა შესაძლებელი. ნაკრძალის ორნიტოფაუნას წარმოადგენენ: მერცხალი, ჩიტბატონა, ჭინჭრაქა, შაშვი, ყორანი, თეთრგულა შაშვი, სხვა მრავალი პატარა თუ შედარებით დიდი ზომის ფრინველი.
ძუძუმწოვრებიდან აქ გვხვდება: კურდღელი, მელა, მგელი, კლდის და ტყის კვერნები, სინდიოფალა. აქაური ბუნების ნამდვილი მბრძანებელია მურა დათვი, რომლის კვალიც ნაკრძალში ყველგან – ტყეებშიც და ალპურ იალაღებზეც შეიძლება ნახოთ. იგი საქართველოს "წითელ ნუსხაშია” შეტანილი. ნაკრძალში ამ ცხოველის საკმაოდ დიდი და სტაბილური პოპულაცია ბინადრობს. ნაკრძალში გვხვდება გარეული ღორი და შველი. ხოლო ალპურ იალაღებზე ასევე იშვიათი და გადაშენების პირას მისული არჩვები ბინადრობენ.
ლიახვის ხეობასა და ნაკრძალთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია ნეოლითის და ენეოლითის ხანის ძეგლები. ცხინვალის ოლქის ტერიტორიაზე ჯავის რაიონში გათხრილია რამდენიმე მღვიმე, რომელიც პირველყოფილი ადამიანის სადგომს წარმოადგენდა. ქსნის ხეობაში ნაპოვნია ეგრეთწოდებული „ახალგორის განძი" – წარჩინებული ქალის გაუძარცვავი სამარხი, სამკაულებით, სარიტუალო ჭურჭლითა და ცხენის აღკაზმულობით. ახალგორის განძი ძველი წელთაღრიცხვის IV-V საუკუნით თარიღდება. რეგიონში შემორჩენილია ბრინჯაოს ხანის რამდენიმე ციკლოპური ციხე.
ლიახვის ხეობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ქრისტიანული ძეგლებიდან მნიშვნელოვანია: V საუკუნის ნიქოზის ბაზილიკა, IX საუკუნის ქსნის არმაზი, წირქოლის ეკლესია (IX საუკუნე), XII საუკუნის იკორთის ეკლესია, თირის მონასტერი (XIV საუკუნე), ძალინის სასახლის კომპლექსი (XVII საუკუნე) და XIV საუკუნის ქსნის ერისთავთა რეზიდენცია ლარგვისში, ციხე-სიმაგრით და გუმბათოვანი ეკლესიით.
სამწუხაროდ კონფლიქტის დაწყების შემდეგ (ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისი), რეგიონში ტურიზმი ფაქტიურად არ გავითარებულა. თუმცა რეგიონს შესანიშნავი პერსპექტივები აქვს. ეთნოლოგიური, ფრინველზე დაკვირვების და ბოტანიკური ტურიზმისთვის პატარა ლიახვის ხეობა შესანიშნავ ადგილს წარმოადგენს.
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 631 | დაამატა: gio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი