ოთხშაბათი, 26.07.2017, 07:35მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 404
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » მტირალას ეროვნული პარკი
16:07
მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკი განლაგებულია ისტორიულ აჭარაში. მტირალას მთა შავ ზღვას და აჭარის მთათა სისტემას შორის, ჩაქვისწყლისა და ყორაღისწყლის წყალგასაყარზე მდებარეობს. მტირალას ტერიტორია აგებულია შუა ეოცენის ასაკის ეგრეთ წოდებული „ნაღვარევის წყების" ვულკანურ-დანალექი ქანებით, რომლებშიც წარმოდგენილია სუბტუტე და კირტუტე ბაზალტების, ტრაქიანდეზიდების, ანდეზიტების, დელენიტების, ტუფიტების, მერგილების და არგილიტების მორიგეობა. მტირალას მთა შავ ზღვას და აჭარის მთათა სისტემას შორის ჩაქვისწყლისა და ყორაღისწლის წყალგასაყარზე მდებარეობს. აქაური მთები ზღვის ტენიან ჰაერს აკავებენს და აჭარის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მაგრამ თვით ნალექებით უხვ აჭარაში მტირალას მთა, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1381 მეტრია, ყველაზე ნალექიანი ადგილია. მთელი წლის მანძილზე აქ 4520 მმ ნალექი მოდის, რაც მტირალას არათუ აჭარის, ჩვენი ქვეყნის ყველაზე სველ ადგილად აქცევს. ტოპონიმი „მტირალაც" ამ მთას სწორედ უხვნალექიანობიდის გამო შეერქვა.
მდიდარი და მრავალფეროვანია მტირალას ფლორა. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია როგორც ტყის მცენარეულობა, რომელიც წაბლნარებით, წიფლნარებით და კოლხური ტიპის შერეული ტყით არის წარმოდგენილი, ასევე კოლხეთისთვის დამახასიათებელი მარადმწვანე შქერის ბუჩქებით. კოლხური ტიპის ტყეში გვხვდება წიფელი, ცაცხვი, წაბლი, ჩვეულებრივი მურყანი, რცხილა. ქვეტყე დაფარულია შქერიანით, რომელსაც წყავი, კოლხური ჭყორი, კოლხური ბზა და რამდენიმე ტიპის ლიანები ქმნიან.
მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია აჭარალაზეთის იშვიათი, ენდემური სახეობები და საქათველოს „წითელი ნუსხის" სახეობები, როგორებიცაა გაულთერიასმაგვარი ეპიგეა, ფურისულა, მედვედევის არყი და სხვა.
მტირალას ფაუნაც მდიდარია. ამფიბიებიდან პარკში კავკასიური სალამანდრა, მცირეაზიური ტრიტონი, ჩვეულებრივი გომბეშო, ვასაკა, მცირეაზიური და ტბის ბაყაყები გვხვდება.
აქ სამი სახის ხვლიკი და გველის რამდენიმე სახეობა: ჩვეულებრივი და წყლის ანკარები, სპილენძა გველი და კავკასიური გველგესლა ბინადრობს.
ეროვნული პარკის ორნითოფაუნა საკმაოდ მდიდარია მტაცებელი ფრინველებით. აქ აღრიცხულია ჩია არწივი, კაკაჩა, ქორი, მიმინო, მარჯანი, ჩვეულებრივი კირკიტა, აგრეთვე ღამის მტაცებლები: ზარნაშო, წყრომი. სხვა ფრინველებიდან ბუდობს ოფოფი, კოდალა, ყორანი, შაშვი, მოლაღური.
მცირე ძუძუმწოვრებიდან ეროვნული პარკის მკვიდრები არიან: მსხვილი მტაცებლებიდან პარკში მურა დათვი ბინადრობს,. გვხვდება ფოცხვერი და მგელიც. თხუნელა, სინდიოფალა, კავკასიური (სპარსული) ციყვი, კურდღელი, მელა, მაჩვი, ტყის კატა. ჩლიქოსნებიდან ნაკრძალის ტყეებში გვხვდება შველი, უფრო იშვიათად - გარეული ღორი.
მტირალას (ან ცისკარას) მთის სიახლოვეს მრავლად გვხვდება ადრე და გვიან შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეების და ხიდების ნაშთები. ამ პერიოდის ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია მეცამეტე საუკუნის სხალთის დარბაზული ეკლესია, ხიხანის, გონიოსა და პეტრას ციხეები. მტირალას ეროვნული პარკის მახლობელ ტერიტორიაზე დიდ აჭარაში, დანდალოსა და მარადიდში კარგადაა შემონახული გამაჰმადიანებულ ქართველთა საკულტო ნაგებობები – მეჩეთები. მტირალას პარკთან ახლოს მდებარე სოფლებში შემონახულია უძველესი ხის სახლების უნიკალური ნიმუშები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ამ ტერიტორიაზე კიდევ უფრო ძველი – ქრისტიანობამდელი ძეგლებიცაა აღმოჩენილი. მიკვლეულია ძველი წელთაღრიცხვის III-II ათასწლეულების კოლხური ნამოსახლარები და რკინის საბადოების ნანგრევები. ხოლო გონიოს ციხის ტერიტორიაზე, რომელიც ბერძნულ-რომაულ წყაროებში აფსარუნტის სახელით არის ცნობილი, გათხრილია ჩვენი წელთაღრიცხვის II საუკუნის იპოდრომი, მრავალი საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსო.
კვარიათის და ჩაქვის კურორტებზე კარგად არის განვითარებული საზაფხულო ტურიზმი. თავად ეროვნულ პარკს ფრინველზე დაკვირვების და ეკოლოგიური ტურიზმის განვითარებისთვის საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს. მის სიახლოვეს მდებარე მთიან სოფლებში შესაძლებელია ეთნოგრაფიული ტურიზმის განვითარებაც.
Mმტირალას ეროვნულ პარკში პირველი ტურისტული მარშრუტი სათავეს ვიზიტორთა ცენტრიდან იღებს. ბილიკი მიუყვება მდ. ჩაქვისთავის მარცხენა სანაპიროს, მისი სიმაღლე ზღ. Dდონიდან 296 მ-დან – 476 მ-მდე მერყეობს. ბილიკის გავლისას გზად შეხვდებით კოლხური ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებს: წითელ წიგნში შეტანილ ქართულ ნიგოზს, კოლხურ თხილს, უნგერნისა და პონტოს შქერს; მურა დათვს, კვერნას, მელას; მთის არწივს, ირაოს, მიმინოს, შაშვს, მტრედს.
ვიზიტორთა ცენტრიდან დაახლოებით 2 კმ-ს დაშორებით მდებარეობს საპიკნიკე ადგილი – ჭადრების ჩრდილში მოქცეული ვაკე ადგილი, რომელის ახლომახლოს მთის წყარო და ნაკადული მოედინება.
საპიკნიკე ადგილამდე 400 მეტრის დაშორებით ბილიკი უხვევს სამხრეთ-დასავლეთით და მიდის კოლხურ ბზასა და სუროში ჩაფლულ ჩანჩქერამდე, რომლის სიმაღლე 12 მეტრს აღემატება.
ჩანჩქერიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით, კლდეებს შორის მოედინება მდინარე, რომელიც გამდინარე, გამჭვირვალე და კალმახებით მდიდარ ტბად იქცევა, აქვე ახლოს არის საპიკნიკე, საცეცხლე და საკარვე ადგილები.
ტბიდან ვიზიტორთა ცენტრისაკენ მომავალი ბილიკზე ტურისტები აგრეთვე მოინახულებენ ძველ ნასახლარის ნანგრევებს.
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 711 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი