პარასკევი, 26.04.2024, 17:19მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 17 » მტკვარი
22:24
მტკვარი


მტკვარი

 

მტკვარი (აზერ. Kür; თურქ. Kura), ამიერკავკასიის უდიდესი მდინარე, სათავე აქვს თურქეთში 2742 -ზე, ყიზილ-გიადუკის მთის აღმოსავლეთ კალთაზე. ერთვის კასპიის ზღვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სიგრძე 1364 კმ (185 კმ თურქეთში, 390 კმ საქართველოში, 789 კმ აზერბაიჯანში), აუზის ფართობი 188 ათ. კმ2. მტკვრის აუზი მოიცავს: სომხეთის ტერიტორიას მთლიანად, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს, აგრეთვე თურქეთისა და ირანის ტერიტორიის ნაწილს. მისი ანტიკური სახელწოდებაა Cyrus, თურქები და აზერბაიჯანელები Kür- უწოდებენ.

მტკვარი სათავეში ჯერ ვულკანურ ქანებში ჩაჭრილ ვიწრო ხეობაში მიედინება, შემდეგ განიერ ხეობაში. გიოლის ქვაბულში ტოტს ქმნის, ქვაბულის განაპირას ისევ ვიწრო ხეობაში მიედინება, ფართო ხეობას ივითარებს დაჭაობებულ არტაანის ველზე. საქართველოში ვარძიის მახლობლად შემოდის და ჯავახეთისა და ერუშეთის ვულკანურ მთიანეთებს შორის ღრმა კანიონში მიედინება (თმოგვის ციხესთან კანიონი 400-500 სიღრმისაა). სოფ, ხერთვისს ქვემოთ ხეობა განიერდება, მდინარის ორივე მხარეს ტერასებია. დაბა ასპინძასთან სოფელ მინაძემდე ხეობის ზოგიერთი მონაკვეთი ვიწროა. მინაძიდან მტკვარი ახალციხის ქვაბულზე გადის. ხეობა შემდეგ ისევ ვიწროვდება, მტკვარი სოფ. წნისიდან ტაშისკარამდე მესხეთისა და თრიალეთის ქედებს შორის მიედინება და ბორჯომის ხეობას აჩენს. სოფ. ტაშისკარიდან ძეგვამდე მტკვრის ხეობა განიერი, ჭალიანია, მდინარე ზომიერად დაკლაკნილი და ძლიერ დატოტვილია, წარმოქმნის მრავალ კუნძულს, ჩქერსა და ლუბრმას. ზოგიერთი კუნძული ჭალის ტყითაა დაფარული. სოფელ ძეგვთან მტკვარი მცხეთის ვიწრობში შედის, აქ ხეობა ციცაბკალთებიანი, თბილისის ქვაბულში კი განიერი და ტერასებიანი. მტკვარი აქ ზომიერად დაკლაკნილი და ალაგ-ალაგ დატოტვილია, წარმოქმნის პატარა კუნძულებს. თბილისში, მეტეხის ციხესთან, მტკვრის კალაპოტი შევიწროებულია, ქვემოთ კი ძლიერ იტოტება და განიერ კუნძულებს ქმნის (ორთაჭალის მონაკვეთზე). თბილისის ქვაბულის შემდეგ მტკვარი ქვემო ქართლის ვაკეზე მიედინება და ტიპური ვაკის მდინარეა განიერი ჭალითა და დაბალი ნაპირებით. კალაპოტი ზომიერად დაკლაკნილი და ძლიერ დატოტვილია, წარმოქმნის მრავალ კუნძულს, რომელთა ნაწილი ტყითაა შემოსილი. ჭალაში მრავალი ნარიონალია. მტკვარი ვაკის ტიპის მდინარეა საქართველოს ფარგლებს გარეთკიროვაბადის ვაკეზეც. . მინგეჩაურთან კლდოვან სერს გადაკვეთს და ვიწრო ხეობას აჩენს. კალაპოტში რამდენიმე ჭორომი იყო. დღეს ამ ადგილას კაშხალია აგებული და მინგეჩაურის წყალსაცავია შექმნილი. . მინგეჩაურის ქვემოთ მტკვარი მტკვარ-არაქსის დაბლობზე გადის, იტოტება და ძლიერ დაკლაკნილია, მდინარის გასწვრის მრავალი ნარიონალია. კალაპოტი ზედაპირში სუსტადაა ჩაჭრილი, რის გამოც წყალდიდობის დროს სანაპიროები წყლით იფარება. წყალდიდობისაგან დასაცავად მდინარე მოქცეულია ხელოვნურ ზვინურებს შორის, რომლის სიგრძე 560 კმ-ია. . სალიანთან მტკვარს მარჯვნიდან გამოეყოფა ტოტი აკუშა, რომელიც სამხრეთისკენ მიედინება და დამოუკიდებლად ერთვის კასპიის ზღვას კიროვის ყურეში. შესართავამდე 25 კმ-ზე მტკვარი ორ ტოტად იყოფა და ქმნის დელტას, რომლის ფართობია დაახლოებით 100 კმ2. მტკვრის მარჯვენა შენაკადებია: ფარავანი, ბორჯომულა, გუჯარეთისწყალი, ძამა, ტანა, თეძამი, ალგეთი, ქცია-ხრამი, აღსთაფა, თოუზჩაი, შამქორჩაი, განჯაჩაი, ტერტერი, ხაჩინჩაი, არაქსი; მარცხენა : ფოცხოვი შენაკად ქვაბლიანით, ლიახვი, ქსანი, არაგვი, იორი და ალაზანი მინგეჩაურის წყალსაცავის მეშვეობით, თურიანჩაი, გოქჩაი.

მტკვრის აუზი მეტად მრავალფეროვანი ლანდშაფტებით ხასიათდება, რაც არსებით გავლენას ახდენს მდინარის რეჟიმზე. მტკვარი შერეული საზრდოობის მდინარეა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. დამახასიათებელია გაზაფხულის წყალდიდობა, ზაფხულისა და ზამთრის წყალმცირობა. გაზაფხულის წყალდიდობა მარტის პირველ ნახევარში იწყება, მაისის დასაწყისში მაქსიმუმს აღწევს, ივნისის ბოლოს კი თავდება. ივლისს-აგვისტოში მტკვარზე წყალმცირობაა. შემოდგომაზე წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები იცის. ხოლო ზამთრობით მდგარი წყალმცირობა. მტკვრის საშუალო წლიური ხარჯი ხერთვისთან 32,6 3/წმ, ლიკანთან 84,1 3/წმ, ძეგვთან 143 3/წმ, თბილისთან 205 3/წმ, მინგეჩაურთან 402 3/წმ, შესართავთან 580 3/წმ. მტკვარს წლიურად კასპიის ზღვაში 18,1 კმ3 წყალი შეაქვს.

მტკვრის ჩამონადენი წლის სეზონების მიხედვით ასეთია:გაზაფხულზე ჩამოედინება წლიური ჩამონადენის 48,5%, ზაფხულში — 26,9%, შემოდგომაზე —13,7%, ზამთარში — 10,9%. ჩამონადენის განაწილება საზრდოობს კომპონენტების მიხედვით: მიწისქვეშა წყლები — 38,6%, თოვლის წყლები — 36,6%, წვიმის წყლები — 24,8%.

წყალდიდობის დროს მტკვარი დიდი რაოდენობის წყალს ატარებს, ცალკეულ წლებში კი კატასტროფული წყალდიდობა იცის:1968 მტკვრის ხარჯი ხერვისთან 742 3/წმ იყო, ლიკანთან — 1520 3/წმ, ძეგვთან — 2170 3/წმ, თბილისთან — 2450 3/წმ, შესართავთან 2240 3/წმ, წყალდიდობა გამოიწვია უჩვეულო დათბობამ აპრილის შუა რიცხვებში, რასაც თოვლის ინტენსიური დნობა მოყვა. მას დაემატა ინტენსიური წვიმები. მინიმალური ხარჯი ზამთარში იცის, იშვიათად კი ზაფხულში. მინიმალური ხარჯი ხერთვისთან 5,5 3/წმ (1941), თბილისთან 27,2 3/წმ (1954), შესართავთან — 60 3/წმ (1962). წყალდიდობის დროს მტკვარს დიდი რაოდენობით ნაშალი მასალა მოაქვს. მყარი ჩამონადენი შეადგენს თბილისთან 10 მლნ. , შესართავთან 36 მლნ. , რის გამოც მტკვრის დელტა ყოველწლიურად 100 -ით იზრდება. მტკვარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანისათვის. მტკვრისა და მისი შენაკადების წყალი საქართველოს ფარგლებში რწყავს 315 ათ. ჰა-ზე მეტ ფართობს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თითქმის 1 მლნ. ჰა-. მტკვარი მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტიკული რესურსია. აგებულია ჩითახევჰესი, ზაჰესი, ორთაჭალჰესი, მინგენჩაურჰესი. ჰესები აგებულია მის მრავალ შენაკადზეც. მტკვრის წყალს ფართოდ იყენებენ ფაბრიკებსა და ქარხნების ტექნიკური წყლით უზრუნველსაყოფად. მტკვარი სანაოსნოა პატარა გემებისათვის მინგეჩაურის წყალსაცავიდან შესართავამდე. წარსულში იყენებდნენ ხე-ტყის დასაცურებლად ბორჯომის ხეობიდან თბილისამდე. მტკვარი მდიდარია თევზით. მის შესართავთან იჭერენ სვიას, თართს, ტარაღანას, სალამურას, ფარგას და სხვა თევზებს. მტკვრის ნაპირებზეა ქალაქები: ბორჯომი, გორი, მცხეთა, თბილისი, რუსთავი, მინგეჩაური, ევლახი, საბირაბადი, ალი-ბაირამლი, სალიანი და სხვა ქალაქები.

კატეგორია: სათევზაო ადგილები | ნანახია: 1576 | დაამატა: gio | ტეგები: მტკვარი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი