ნიამორი - 2 მარტში 2011 - Персональный сайт
კვირა, 04.12.2016, 17:18მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 389
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ნიამორი
15:29
ნიამორი

ნიამორი


ნიამორი ეკუთვნის ღრურქიანების ოჯახსა და ირმების ქვეოჯახს. უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე სხვა სახეობების თხები. მამრების სხეულის სიგრძე 150 სმ-მდეა, სიმაღლე მინდაოში 80-95 სმ. სხეულის წონა იშვიათად აღემატება 40 კგ-ს. მდედრები ჩამოუვარდებიან მამრებს როგორც სხეულის ზომით, ისე წონითაც. მოზრდილ მამრს აქვს გაბრტყელებული შავი, ერთ სიბრტყეში რკალისებრად მოღუნული რქები. რქების სიგრძე ხშირად აღემატება 1 მ-ს. მდედრების რქების სიგრძე იშვიასთად აღემატება 40 სმ-ს. რწის წინა მხარეს წიბოს სახე აქვს და მასზე შესამჩნევია ბორცვები. მამრებს ახასიათებს გრძელი წვერი, სწორედ ამიტომ ნიამორს ზოგჯერ ეძახიან წვეროსან თხას. ბეწვის შეფერილობა ზაფხულობით ქარცია, ზურგზე გასდევს გასწვრივი მურა ზოლი, რომელის საყელოს მსგავსად შემოვლებულია მამრის სხეულზე. ზამთრობით ბეწვის შეფერილობა ხდება მუქი-რუხი. 
გავრცელებულია ეგეოსის ზღვის კუნძულებზე, მცირე აზია, კავკასია, ირანი, თურქმენეთის სამხრეთი, ბელუჯისტანი, დასავლეთ სინდი. საქართველოში მცირე ჯგუფებად გვხვდება თუშეთში და პირიქით ხევსურეთში, ძლიერ საეჭვოა ამჟამად ნიამორის არსებობა მცირე კავკასიონზე.
ცხოვრების ნირი: ბინადრობს მთის ტყეების ზემო და შუა სარტყლის მიუდგომელ კლდოვან ადგილებში, ზღვის დონიდან 1000- 3000 მ სიმაღლეზე. იკვებება ბალახით, მერქნიანი მცენარეების ფოთლებითა და ტოტებით, კენკრებით. ცხოვრობს მცირერიცხოვან ჯგუფებად, რომლებიც შეიცავენ რამდენიმე ათეულ ნიამორს. შეუღლება იწყება შემოდგომაზე და გრძელდება დეკემბრის ბოლომდე. აპილ-მაისში მდედრი შობს ერთ ან ორ ციკანს.
იძლვა ხორცს, ტყავს, რქებსა და ჩლიქებს. დაბალი რიცხოვნობისა და იშვიათობის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს.

კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 357 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი