შაბათი, 27.05.2017, 12:52მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 404
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ორსულობისას სიფრთხილე დაიცავით
21:06
ორსულობისას სიფრთხილე დაიცავით

ორსულობისას სიფრთხილე დაიცავით


ძაღლები უმთავრესად ორ დაავადებას ავრცელებენ - ლეპტოსპიროზს (ინფექციურ სიყვითლეს) და ცოფს. ლეპტოსპიროზით ადამიანი შესაძლოა დაავადდეს ისეთ წყალთან კონტაქტისას, რომელიც დაბინძურებულია ინფიცირებული ცხოველის გამონაყოფით (ნერწყვით, შარდით). დაავადება იწვევს ზოგად ინტოქსიკაციას, ღვიძლის, თირკმელების, ნერვული სისტემის, კუნთების დაზიანებას. ცოფი მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც, როგორც წესი, ლეტალურად სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კლინიკური სიმპტომატიკის მქონე ავადმყოფის გადარჩენა შეუძლებელია. ადამიანი ინფიცირდება დაზიანებულ კანზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრისას (კბენის, დაკაწვრის, დადორბვლის) შედეგად.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ ინფიცირებული ცხოველი ვირუსს კლინიკური სიმპტომების გამოვლენამდე 8-10 დღით ადრე გამოყოფს. მთავარი საფრთხე, რომელიც კატებთან არის დაკავშირებული, ტოქსოპლაზმოზია. ტოქსოპლაზმოზი ინფექციური დაავადებაა. მისი გამომწვევია ტოქსოპლაზმა, რომელიც კატის ფეკალიებთან ერთად გამოიყოფა. თუ დაავადებული ცხოველის ფეკალიებს შიშველი ხელით შეეხეთ, ტოქსოპლაზმა შესაძლოა თქვენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვდეს. ორსულის ინფიცირებისას გამომწვევი ნაყოფზე გადადის.
ნაკლებად საშიშია, თუმცა არცთუ სასურველი, კატის ნაკაწრის დაავადება - კეთილთვისებიანი ლიმფორეტიკულოზი. მისი გამომწვევია უჯრედშიგა მიკროორგანიზმი, რომელიც შედის კატის პირის ღრუს ნორმალურ მიკროფლორაში და ნაკაწრიდან და ნაკბენიდან ადამიანზე გადადის. ამ დაავადებით უმთავრესად ბავშვები და მოზარდები ინფიცირდებიან. დაავადების კლინიკური სურათი ასეთია: უკვე შეხორცებულ ნაკაწრზე ან ნაკბენზე ჩნდება მცირე ზომის ლაქა, რომელიც დროთა განმავლობაში ბუშტუკად იქცევა. ბუშტუკი სკდება და წარმოქმნის მცირე ზომის ვარსკვლავს ან ქერქს. რამდენიმე დღის შემდეგ დიდდება ნაკაწრთან ყველაზე ახლოს მდებარე ლიმფური კვანძი, იწყება თავის ტკივილი, სისუსტე, იმატებს სხეულის ტემპერატურა. ამ დაავადებას მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, რომლის მიღებაც ორსულობის დროს უკიდურესად საშიშია. თვითონ კატას მკურნალობა არ სჭირდება, რადგან ის მხოლოდ დაავადების გადამტანია.



ჰიგიენის წესები:
კატასთან კონტაქტის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები.
თუ კატამ დაგკაწრათ ან დაგკბინათ, დაზიანებული ადგილები დაიმუშავეთ 2%-იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარით, შემდეგ - იოდით ან სპირტით.
ძაღლებისა და კატებისგან შეიძლება გადმოგედოთ ჰელმინთებიც (ჭიები). ჰელმინთოზით ნაყოფის დაავადება ძალიან იშვიათია, მაგრამ დედის ავადმყოფობისას დიდია ალბათობა, ბავშვი ანემიური და დასუსტებული დაიბადოს. გარდა ამისა, ჭიების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება ორსულობისას უკუნაჩვენებია. კატები, იშვიათად ძაღლებიც, ადამიანს გადასდებენ კიდევ ერთ ინფექციურ დაავადებას - ტრიქოფიტიას (მიკროსპორიას). ტრიქოფიტია კანის სოკოვანი დაავადებაა. სოკო სისხლში არ გადადის და, ამის კვალობაზე, ნაყოფისთვის უსაფრთხოა, მაგრამ პრეპარატები, რომლებიც ამ დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, ორსულისთვის უკუნაჩვენებია.
ოთახის ფრინველებს შეუძლიათ, ორნითოზით დაგვაავადონ. ორნითოზის გამომწვევი ქლამიდიის ტიპის უჯრედშიდა პარაზიტია. ადამიანი ამ პარაზიტით დაბინძურებული მტვრის ჩასუნთქვისას ინფიცირდება. დაავადება იწყება სხეულის ტემპერატურის მატებით და ხველით. შესაძლოა, განვითარდეს ფილტვის ანთება, ცვლილებები ღვიძლსა და ელენთაში. დაავადების თავიდან ასაცილებლად ოთახის ფრინველი შეიძინეთ საიმედო ადგილას, მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ მან გაიარა კარანტინი.
ორნითოზის საინკუბაციო პერიოდი ერთ თვეს არ აღემატება. თუ ფრინველი თქვენს სახლში ერთ თვეზე მეტი ხანია ცხოვრობს, მაგრამ დაავადების ნიშნები (სურდო, ცემინება, ფაღარათი, ფეხებისა და ფრთების დამბლა) არ ეტყობა, საშიში არაფერია. თუ ძაღლს ან კატას დაავადების ვერავითარ ნიშანს ვერ ამჩნევთ, დროულად უტარებთ აცრებს და არც უმეთვალყურეოდ უშვებთ სასეირნოდ, სავსებით შესაძლებელია, ჯანმრთელები იყვნენ, მაგრამ სიფრთხილეს თავი მაინც არ სტკივა - დაორსულებამდე აუცილებლად აჩვენეთ ვეტერინარს, მერე კი ბავშვის გაჩენამდე რომელიმე მეგობარს ან ნათესავს გადაულოცეთ. თუ ვერავის ანდობთ, თავად მაინც ერიდეთ მათთან კონტაქტს და მათი მოვლა ოჯახის სხვა წევრებს სთხოვეთ. უკიდურეს შემთხვევაში, ზედმიწევნით დაიცავით პირადი ჰიგიენა. მანამდე კი არ მიაკაროთ მაწანწალა ცხოველებს (განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ, როდესაც ძაღლი ან კატა გაგყავთ ქალაქგარეთ, სადაც იმატებს მათზე სხვა ცხოველის თავდასხმის ალბათობა). არ გამოტოვოთ აცრები, ყურადღებით დააკვირდით ცხოველს, რათა ავადმყოფობის ნიშნები არ გამოგეპაროთ.


წყარო: vet-express.ge

კატეგორია: კინოლოგია და ვეტერინარია | ნანახია: 473 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი