პარასკევი, 24.11.2017, 14:15მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 407
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 30 » რა მკაფიოდ გამოხატული ნიშნები უნდა ჰქონდეს ჯიშიან ძაღლს ლეკვობიდანვე
21:19
რა მკაფიოდ გამოხატული ნიშნები უნდა ჰქონდეს ჯიშიან ძაღლს ლეკვობიდანვე


რა მკაფიოდ გამოხატული ნიშნები უნდა ჰქონდეს ჯიშიან ძაღლს ლეკვობიდანვე

 

მართალია, მსოფლიოში ძაღლის გაცილებით მეტი ჯიში არსებობს, ვიდრე საქართველოში, მაგრამ, ისიც უნდაგავითვალისწინოთ, რომ ყიდვისას პროფესიონალს უნდა დავეკითხოთ. შეიძლება, ლეკვი თაღლითმა შემოგაჩეჩოთ დაის იდეალურად დაგიხასიათოთ, მაგრამ ხელში უჯიშო ძაღლი შეგრჩეთ. ამ თემაზე სასაუბროდ საქართველოს ცხოველთადაცვისა და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარეს, კინოლოგ ბექა მეტრეველს მივმართეთ: 

 

– ძაღლის რამდენი ჯიში არსებობს საქართველოში?

– მსოფლიოში ძაღლების 438 ჯიში არსებობს. საქართველოში კი, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, დაახლოებით 67 ძაღლის ჯიშია. სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგად გაირკვა, რომ საქართველოში თითქმის ყოველ მეთექვსმეტეოჯახს ძაღლი ჰყავს, ციფრი საკმაოდ სოლიდურია. არ ვიცი, რას დავაბრალო ის ფაქტი, რომ ძაღლების 95 პროცენტიარაჯიშიანია. თითქოს ქართველებს ყველაფერი საუკეთესო გვიყვარს, შეიძლება, უბრალოდ, ძაღლში თანხის გადახდაარ გვინდა, მაგრამ ყველაფერი კარგი ხომ ძვირი ღირს?! 

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯიშიანი ძაღლის ყიდვა ნიშნავს იმას, ზუსტად იცოდე, როგორი გარეგნობისგაიზრდება, როგორი ხასიათი ექნება და რა მოვალეობა დაეკისრება მას თქვენს ოჯახში, იქნება ის დეკორატიულიძაღლი (თვალის გასახარებლად), იქნება თქვენი ოჯახისა და ქონების მოუსყიდველი მცველი, კარგი მონადირეფრინველსა თუ ცხოველზე, თუ, უბრალოდ, იდეალური კომპანიონი. რაც შეეხება მეტისებსა და უჯიშო ძაღლებს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იყიდით მას თუ, უბრალოდ, გაჩუქებენ, რადგან მაინც ვერ განსაზღვრავთ, როგორიგაიზრდება, როგორ ხასიათს გამოავლენს და რა დანიშნულება ექნება მას – ეს ყველაფერი ლატარიაა.

 

– რა არის ამის მიზეზი?

– ვფიქრობ, ქართველი საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს ჯიშიან ძაღლს უჯიშოსგან, ფაქტობრივად, კირადიკალურად განსხვავებული სურათი გვაქვს ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, სავალალოც. რა ხდება? შეიძლება, ეს ყველაფერი, ერთი მხრივ, ძაღლების მომშენებლების ბრალია, შეიძლება, ისინი კარგ რეკლამას ვერუკეთებენ თავიანთ ძაღლთსაშენებს, ან, უბრალოდ, ყიდიან იმას, რაც გასაყიდი არ არის. 

 

– შეიძლება, რომ კლუბში შეძენილი ძაღლი ისეთი არ გამოდგეს, როგორიც წესით უნდა იყოს?

რამდენიმე თვის წინ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ერთ-ერთ საკმაოდ ცნობილ კინოლოგიურ კლუბში შეიძინა გერმანულიბოქსიორის" ლეკვი იდეალური საგვარეულო ნუსხით და მასში საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა. გავიდარამდენიმე თვე და ის ლეკვი ყველაფერი იყო, ბოქსიორის გარდა. საბედნიეროდ, საქართველოში, მრავალ კინოლოგიურკლუბს შორის ჯერ კიდევ არსებობენ თითზე ჩამოსათვლელი კინოლოგიური კლუბები და კერძო მომშენებლები, რომლებიც პროფესიულად უდგებიან ჯიშიანი ძაღლების მოშენების საკითხს. კიდევ ერთი მიზეზი ასეთი შედეგისა, შეიძლება, უბრალოდ, ძაღლის მყიდველია. მან თავად არ იცის, როგორი კლასის ძაღლის შეძენა სურს. თუ გაიზრდებამოთხოვნა და კლიენტურა ზუსტად განუმარტავს კლუბსა თუ მომშენებელს, როგორი ძაღლის შეძენა სურს, მოსთხოვსგარანტიას, რომ ძაღლი ისეთი გაიზრდება, როგორსაც მას ჰპირდებიან, კინოლოგიურ სფეროში მოღვაწე ბიზნესმენებიკლუბების მეპატრონეები) თვითონვე ეცდებიან, აამაღლონ ძაღლების ხარისხი (ეს ხომ მათი ბიზნესია!). სხვაშემთხვევაში, მათ, უბრალოდ, კლიენტურა აღარ ეყოლებათ. მაგალითად, შოუ-კლასის ლეკვს, აუცილებელია, ჯიშისდამახასიათებელი ნიშნები მკაფიოდ ჰქონდეს გამოხატული. შოუ-კლასის წოდება ლეკვს 5-6 თვის ასაკიდან ენიჭება, მასშემდეგ, რაც გამოფენაზე ექსპერტი მას შეაფასებს, როგორც ძალზე პერსპექტიულს. „ ( 

დროთა განმავლობაში იცვლება ამა თუ იმ ძაღლის სტანდარტი. კინოლოგები ცდილობენ, ძაღლს ისეთი ექსტერიერიშესძინონ, რომელიც მას მოცემული ჯიშისთვის დამახასიათებელი სამუშაო თვისებების შესრულებას გაუადვილებს. ბევრისგან მსმენია, რომ მათ ამა თუ იმ ჯიშის ძაღლი მხოლოდ თვალის გასახარებლად სურთ. ეს დიდი შეცდომაა, ძაღლს თავისი დანიშნულება არ უნდა დაუკარგო. არ შეიძლება, იყოლიო კანე კორსო, დობერმანი, კავკასიური ნაგაზი, ბრაზილიური ფილა და სხვა მსგავსი

ძაღლები ისე, უბრალოდ, მიზანმიმართული ფუნქციის გარეშე. ის ადრე თუ გვიანგამოაჩენს თავის ხასიათს და ყოველთვის ეცდება, დაიცვას თქვენი საკუთრება დაუპატიჟებელი სტუმრებისგან (ამა თუ იმჯიშის ძაღლს აქვს თავისი დანიშნულება და მან ის აუცილებლად უნდა შეასრულოს) და თუ მაინც ეცდებით მათშიდაცვის უნარის ბოლომდე მიძინებას, დროთა განმავლობაში მათგან მიიღებთ არაფრის მაქნის გიგანტ დეკორაციებს!

 

წყარო: Vipanimals.Ge

კატეგორია: კინოლოგია და ვეტერინარია | ნანახია: 596 | დაამატა: gio | ტეგები: რა მკაფიოდ გამოხატული ნიშნები უნდა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი