როგორ გამოვკვებოთ ცხოველები - 30 ნოემბერში 2011 - Персональный сайт
შაბათი, 03.12.2016, 22:39მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 389
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 30 » როგორ გამოვკვებოთ ცხოველები
21:34
როგორ გამოვკვებოთ ცხოველები


როგორ გამოვკვებოთ ცხოველები

 

მრავალ ოჯახში ბუნებრივად მიაჩნიათ, რომ სამი დღის წინ მომზადებული საკვების ნარჩენებს შინაური ცხოველები ითვისებენ, ხოლო თუ კერძი ხორციანია, პატრონი დარწმუნებულია, რომ ძაღლს ან კატას კარგად გაუმასპინძლდა.

გამართლებულია თუ არა ასეთი მიდგომა შინაური ცხოველების მიმართ? საერთოდ, საჭიროა თუ არა რაიმე წესის დაცვა მათი კვების დროს? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ ვეტერინარულ კლინიკა ”ზოოპლაზას” ვეწვიეთ და ვეტერინარ მარიკა ჩხიკვიშვილს გავესაუბრეთ.


- ადამიანისთვის მომზადებული საკვებით კატის ან ძაღლის კვება მიზანშეუწონელია. ჩვენთვის განკუთვნილი საჭმელი არ არის მორგებული ცხოველის ორგანიზმის მოთხოვნილებას. ცხოველისთვის ის მეტისმეტად ცხიმიანი, დაუბალანსებელია და შესაძლოა, ჩვენს ოთხფეხა მეგობარს საჭმლის მონელება დაერღვეს.

- რას ნიშნავს ცხოველის დაბალანსებული კვება და რომელი საკვებია ამ კუთხით საუკეთესო?

- ცხოველის (ისევე, როგორც ადამიანის) დაბალანსებული კვება გულისხმობს რაციონში ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს შორის ოპტიმალური თანაფარდობის დაცვას, საკმარისი ოდენობის ვიტამინებისა და მიკროელემენტების მიღებას. ბუნებრივია, ამ ნივთიერებების შემცველობა და თანაფარდობა ცხოველის საკვებში სრულიად სხვაგვარი უნდა იყოს. არსებობს სპეციალური მშრალი საკვები ცხოველებისთვის: პაშტეტი, კონსერვები, ჟელეები... თითოეული მათგანი დაბალანსებულია, აქვს მაღალი კვებითი ღირებულება, შეიცავს ყველაფერს, რაც კი ცხოველისთვის არის საჭირო და არაფერს ზედმეტს, არ ტვირთავს ცხოველის საჭმლის მომნელებელ სისტემას.

- დაგვეთანხმებით, რომ ფართოდ არის გავრცელებული აზრი, თითქოს კატას განსაკუთრებით უყვარს თევზი, ხოლო ძაღლს - ხორცი. პატრონებიც დარწმუნებულნი არიან, რომ თუ კატას ან ძაღლს ამ საკვებით გაუმასპინძლდნენ, ესე იგი, ისინი სათანადოდ გამოკვებეს. როგორია ვეტერინარის პოზიცია ამ საკითხის მიმართ?

- სინამდვილეში სჯობს, კატებს თევზი ნაკლებად მივცეთ. არც ძაღლებს ვურჩევთ ხორცის ჭარბ მოხმარებას. განსაკუთრებით - ხორცის ნახარშისას. მასში წყალი გაცილებით მეტია, ვიდრე მაღალი კვებითი ღირებულების მქონე ნივთიერებები. ვერ უარვყოფთ, რომ უმ ხორცს აქვს სასარგებლო თვისებები, მაგრამ თუ საკვებად მისი გამოყენება გადავწყვიტეთ, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ის ჯანმრთელი ცხოველისგან არის მიღებული. თერმული დამუშავება (მაგალითად, მოხარშვა), რაც დაავადებების გამომწვევ მიკრობთა განადგურების საშუალებას გვაძლევს, ხორცის კვებით ღირებულებასაც აქვეითებს.

არსებობს მოარული აზრი, რომ თევზი მდიდარია ფოსფორით. ეს სრული სიმართლეა, მაგრამ კატებისთვის მის ხშირად მიცემას არ გირჩევთ - შესაძლოა, ცხოველს შარდკენჭოვანი დაავადება დაემართოს. ამასთან ერთად, გავიმეორებთ, დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად სრულფასოვნად ითვისებს ცხოველი ამა თუ იმ საკვებში არსებულ სასარგებლო ნივთიერებებს. სწორედ სპეციალური საკვები შეიცავს ვიტამინებს, ფოსფორს, ცხოველის ბეწვისთვის საჭირო სხვა ნივთიერებებს იმ სახით, რომლითაც მათი ათვისება ადვილია.

- ხშირად, განსაკუთრებით - სოფლად, ცხოველებს ყოველგვარი წესების გარეშე კვებავენ, მაგრამ მათ არაფერი ემართებათ - ცოცხლობენ, მრავლდებიან...

- საზოგადოდ, ცნობილია, რომ მეტისები ანუ უჯიშო ცხოველები გარემო ფაქტორებს უკეთ ეგუებიან და ყოველგვარ პირობებს იტანენ, თუმცა ვერც იმას უარვყოფთ, რომ ისევე, როგორც ჯიშიან ცხოველებს, მათაც შეიძლება ჰქონდეთ ჯანმრთელობის პრობლემები, რაც კვების თავისებურებებს უკავშირდება. მაგალითად, თევზის ფხა ან ძვლის ნატეხი მათაც ისევე უქმნის საფრთხეს, როგორც ნებისმიერ ჯიშიან ცხოველს.

- რომელიმე ჯიშის ძაღლს ან კატას კვების რეჟიმის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა ხომ არ ახასიათებს?

- დადგენილია, რომ ზოგიერთი ჯიშის ცხოველებს აქვთ მიდრეკილება განსაზღვრული დაავადებების მიმართ. კვების რაციონის შედგენისას ამის გათვალისწინება აუცილებელია. მაგალითად, სპანიელსა და პუდელს მიდრეკილება აქვთ შაქრიანი დიაბეტისადმი, ამიტომ მათთვის ტკბილეულობის მიცემა რეკომენდებული არ არის. დიდი ჯიშის ძაღლები მიდრეკილნი არიან ცხიმის დაგროვებისკენ. ჭარბი კალორიების მიღებისას მათ სიმსუქნე ემუქრებათ.

- გავრცელებულია აზრი, თითქოს ზოგიერთი ჯიშის ძაღლს დიდი ოდენობით უმი ხორცი სჭირდება. ამბობენ, თუ ასეთ ძაღლს ხორცი შემოაკლდა, პატრონს დაკბენსო... რამდენად საფუძვლიანია ეს აზრი?

- ეს შეხედულება სრულიად უსაფუძვლოა. უბრალოდ, უმი ხორცი, სისხლის გემო ბადებს აგრესიას. თუ ცხოველმა ადამიანის კბენისას სისხლის გემო იგრძნო, შესაძლოა, გაუჩნდეს სურვილი, ეს მეორედაც განიცადოს.

- შეიძლება თუ არა, ძაღლს პურით გავუმასპინძლდეთ?

- პური, რომელიც ადამიანის ყოველდღიური საკვებია, ძაღლისთვის სულაც არ არის სასარგებლო, მიუხედავად იმისა, რომ ძაღლებს ის უყვართ. 

- სჭირდებათ თუ არა ბოსტნეული ცხოველებს?

- ცოცხალი ბოსტნეული დაბალანსებული საკვებია. ის შეიცავს ვიტამინებს, ამიტომ ცხოველებისთვისაც სასარგებლოა.

- რა სჯობს ცხოველისთვის - მზა საკვები თუ ჩვენ მიერ მომზადებული?

- სხვადასხვა ასაკისა და ზომის ცხოველებს საკვები ნივთიერებების სხვადასხვა კომპლექსი სჭირდებათ. მზა საკვები სწორედ ამის გათვალისწინებით იქმნება, ამიტომ ასეთი საკვები უკეთესია. გარდა ამისა, უფრო მოხერხებულიც არის, ვინაიდან არ სჭირდება მომზადება, მორგებულია ცხოველის კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და არ ქმნის საფრთხეს, რომ ცხოველს საჭმლის მონელება დაერღვეს. 

- შეიძლება თუ არა, მზა საკვები თვითნებურად ვიყიდოთ? 

- მზა საკვები სხვადასხვანაირია: რეგულარული კვებისათვის განკუთვნილი (ზემოხსენებული კონსერვები, ჟელეები, პაშტეტები), სამკურნალო დანიშნულებისა და წამახალისებელი (ვეტერინარული კროასანები და ნამცხვრები). მათი გამოყენების თაობაზე, აჯობებს, კონსულტაცია ვეტერინარისგან მივიღოთ.

ცხოველისთვის საკვები ინდივიდუალურად, მისი ორგანიზმის თავისებურებათა გათვალისწინებით უნდა შეირჩეს. შესაძლოა, ბევრს უცნაური მოეჩვენოს შედარება, რომელსაც ქვემოთ მოვიყვანთ - დღეს აფთიაქი სავსეა ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი პროდუქტებით, მაგრამ არც ერთ დედას აზრად არ მოუვა, საკვები პედიატრის გარეშე შეარჩიოს. ასევე დაუშვებელია, ცხოველი ვკვებოთ იმ პროდუქტით, რომლის შეფუთვა ან რეკლამაც უფრო მიმზიდველია.

კიდევ ერთი მომენტი, რომელზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება მზა საკვებთან დაკავშირებით: ყველა მფლობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ რაც უფრო ძვირია საკვები, მით უფრო ხარისხიანია ის და, შესაბამისად, ცხოველს ნაკლები სჭირდება აუცილებელი ნივთიერებების მისაღებად. ის ნამდვილად უზრუნველყოფს ცხოველის ორგანიზმს კბილების, ბეწვის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი კომპონენტებით.

- შეიძლება თუ არა, ცხოველებში მადის პრობლემამ იჩინოს თავი?

- მადის პრობლემა ცხოველთა სამყაროშიც აქტუალურია. მაგალითად, ცნობილია, რომ სპანიელი გაუმაძღარია, თუმცა ის გარკვეულ საკვებს უპირატესობას აძლევს, გარკვეულს კი იწუნებს. ჭარბი წონა ძაღლების საკმაოდ დიდი პრობლემაა, ამ კუთხით ძაღლები ხშირად თავიანთ მფლობელებს ჰგვანან.

ცხოველებისთვის არც უმადობაა უცხო. საკვების მიღებაზე უარის თქმა შეიძლება დაავადების ნიშანი იყოს, ამიტომ ასეთ შემთხვევაში, სჯობს, ვეტერინარს მივმართოთ.

- რამდენი წყალი სჭირდებათ ცხოველებს?

- მისაღები სითხის ოდენობა შეზღუდული არ არის. მთავარია, წყალი ახალი და სუფთა იყოს.

- დაბოლოს, რას ურჩევდით ცხოველთა მფლობელებს კვებასთან დაკავშირებით?

- აუცილებლად უნდა დავიცვათ კვების რეჟიმი, ცხოველს გამოვუმუშაოთ დროული კვების ჩვევა, მივცეთ შესაფერისი საკვები სათანადო ოდენობით (და არა მეტი ან ნაკლები). ცხოველს არასწორი კვების შედეგად დაუზიანდება ბეწვი (ჯანსაღი ბეწვი ჯანმრთელობის ნიშანია), დაემართება რაქიტი და ნივთიერებათა დეფიციტის გამო ვერასოდეს მოგვცემს ჯანსაღ შთამომავლობას. ასე რომ არ მოხდეს, ნუ დაიზარებთ ვეტერინარის რჩევების შესრულებას.

 

მარიკა დვალი

წყარო: mkurnali.ambebi.ge

კატეგორია: კინოლოგია და ვეტერინარია | ნანახია: 500 | დაამატა: gio | ტეგები: როგორ გამოვკვებოთ ცხოველები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი