კვირა, 24.09.2017, 11:34მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 405
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 28 » როგორ გაუმკვლავდეთ გველის ნაკბენს
19:44
როგორ გაუმკვლავდეთ გველის ნაკბენს


როგორ გაუმკვლავდეთ გველის ნაკბენს

 

დედამიწაზე გველის სულ 2700 სახეობაა ცნობილი. ამათგან საქართველოში 20-22 სახეობა გვხვდება. ჩვენში გავრცელებულ გველებს შორის ყველაზე შხამიანი გიურზაა. მას მოსდევენ კავკასიური გველგესლა და კატისთვალა გველგესლა.

გიურზა გველგესლების ყველაზე დიდი წარმომადგენელია. მისი სხეულის სიგრძე 130-160 სმ-ს აღწევს, მასა - 3-6 კგ-ს. შეფერილობა სხვადასხვაა - ღია ნაცრისფრიდან მუქ ნაცრისფრამდე, წენგოსფერი ან მოყავისფრო. ზურგზე მოზრდილი ლაქები აქვს, გვერდებზე - შედარებით მომცრო. შეფერილობის წყალობით გიურზა კარგად ეხამება გარემოს. გიურზა მაისის პირველ ნახევარში წყვილდება. დებს 15-20 კვერცხს. წიწილები აგვისტო-სექტემბერში იჩეკებიან. გიურზა აქტიურია მარტის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე. სანადიროდ უმთავრესად ღამით გამოდის, მაგრამ გაზაფხულზე დღისითაც შეიძლება შეგვხვდეს. მისი შხამი ტოქსიკურობით პირველობას მხოლოდ კობრას შხამს უთმობს. გიურზას ნაკბენი მომაკვდინებელია. ახალგამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულისა. გველები ნადავლს დაუღეჭავად ყლაპავენ. შხამი მსხვერპლს ადამბლავებს - მოძრაობის უნარს ართმევს - და გველს მის გადაყლაპვას უადვილებს. გველის შხამი რთული, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების: ფერმე-ნტების (უმთავრესად - ჰიდროლაზის), ტოქსიკური პოლიპეპტიდების, ნეიროტოქსინების, სპეცი-ფიკური ცილებისა და არაორგანული კომპონენტების კომპლექსს წარმოადგენს. ზოგიერთი გველის (მაგა-ლითად, ასპიტებისა და ზღვის გველების) შხამი ჩონჩხისა და სასუნთქი კუნთების დამბლას იწვევს, ზოგი-ერთისა (გველგესლასებრთა, ჩხრიალა გველებისა) - ჰემორაგიულ შეშუპებას, სისხლის შედედებას, ჰემო-ლიზს (სისხლის წითელი ბურთულების დაშლას), წნევის დაცემას და ორგანიზმის ინტოქსიკაციას. გი-ურზას შხამი სწორედ ძლიერი ჰემოლიზური უნარით გამოირჩევა. გველი აგრესიულობას უშუალოდ საფრთხის დროს ავლენს. ადამიანს თავს პირველი არ ესხმის და მხოლოდ მაშინ კბენს, თუ გააბრაზებენ, მაგალითად, თუ შემთხვევით ფეხს წამოსდებენ ან დაადგამენ. ასე რომ, თუ სადმე გველს გადაეყარეთ:

ნუ მიეცემით პანიკას - თქვენმა მღელვარებამ შესაძლოა ისიც ააფორიაქოს და გიკბინოთ;

ერიდეთ აქტიურ ქმედებებს;

არ მიუახლოვდეთ და არ სცადოთ მისი მოკვლა ან დაჭერა.

 

გველის ნაკბენი

როგორ ამოვიცნოთ შხამიანი გველი?

შხამიანი გველის ნაკბენ ადგილას ორი მსხვილი ნაჩხვლეტი რჩება, ხოლო უშხამოს ნაკბენ ადგილას - მრავალი წვრილი წერტილი. შხამიანი გველის კბენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ იწყება ნაკბენის ტკივილი და წვა, ის მიდამო წითლდება, სივდება, კანქვეშ ჩნდება სისხლჩაქცევები. 20-40 წუთის შემდეგ ვითარდება შოკური მოვლენები, პირღებინება, კრუნჩხვა, ცნობიერების დაბინდვა, შესაძლოა, დაზი-ანდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები (გული, თირკმელი, ღვიძლი, ელენთა). შემდგომი პროგნოზი დამოკიდებულია გველის ჯიშზე, წელიწადის დროზე, დაკბენილის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კბენის ადგილზე. მაგალითად, როცა ნაკბენი თავზე ან კისერზეა, ინტოქსიკაცია გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე კიდურებზე კბენისას.

ზოგადი სიმპტომები ასეთია:

ძლიერი ტკივილი ნაკბენის მიდამოში;

შეშუპება, რომელიც ზოგჯერ ფართოდ ვრცელდება;

მხედველობისა და გონების დაბინდვა;

სისხლჩაქცევები;

ძილად მივარდნა ან აგზნება;

კრუნჩხვა, ასფიქსია;

ოფლიანობა და გაძლიერებული ნერწყვდენა.

ინტოქსიკაციის ნიშნები მაქსიმალურად დღის ბოლოს ვლინდება.

 

როგორ დავიცვათ თავი

გახსოვდეთ: გველები იმ ადგილებს ეტანებიან, სადაც ბევრი მღრღნელი და ბაყაყია.

1.იმ ადგილებში, სადაც გველები ბინადრობენ, ჩაიცვით მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

2.ერიდეთ მაღალ ბალახსა და თხრილებს.

3.ღამით ისარგებლეთ ფარნით. გაითვალისწინეთ, რომ გველები თბილ ღამეებში აქტიურობენ.

4.ებრძოლეთ მღრღნელებს.

5.მოთიბული ბალახი მიწაზე არ დატოვოთ. ნურც მიწაზე დაწვებით, რადგან გველს ადამიანის სითბო იზიდავს.

6.ღამეს ნუ გაათევთ გამოქვაბულში, ფუღუროიანი ხის, დამპალი კუნძის ახლოს.

7.თუ გამოღვიძებულმა საკუთარ საწოლში გველი დაინახეთ, ნუ გააკეთებთ მკვეთრ მოძრაობებს, დაელოდეთ, როდის წავა.


8.სახიფათო ადგილას აუცილებლად წაიყოლეთ შრატი.

როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა დაგვგესლა:

ნაკბენი სასწრაფოდ ჩამოიბანეთ ცივი წყლითა და სარეცხის საპნით. სასურველია, ეს რეზინის ხელთა-თმანებით გაკეთდეს. ჭრილობა სწრაფად გავიმშრალოთ, დავიფაროთ სტერილური ბინტი და შევიხვიოთ.

ნაკბენი კიდური გულის დონეზე დაბლა მოათავსეთ.

ეცადეთ, კიდური არ ამოძრაოთ - ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმობილიზაცია შხამის გავრცელებას აფერხებს.

მიიღეთ დიდი ოდენობით სითხე: ჩაი, ყავა. არ გაეკაროთ სპირტიან სასმელს.

სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას, სადაც კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევენ - გაგიკეთებენ სპეციალურ ანტიდოტს ანტიგიურზინს ან პოლივალენტურ გველის შხამის საწინააღმდეგო შრატს.

არამც და არამც არ შეიძლება:

ნაკბენიდან სისხლის გამოწოვა;

ნაკბენი არის გაკვეთა;

მოწვა;

დამჟანგველი ნივთიერებით დამუშავება;

ლახტის დადება.

წყარო: mkurnali.ge

კატეგორია: ინსტრუქციები და ეთიკა | ნანახია: 1311 | დაამატა: gio | ტეგები: როგორ გაუმკვლავდეთ გველის ნაკბენს | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი