რუსული სპანიელი - 2 მარტში 2011 - Персональный сайт
კვირა, 04.12.2016, 17:13მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 389
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » რუსული სპანიელი
17:36
რუსული სპანიელი

რუსული სპანიელი

ფრინველზე მონადირე ძაღლების მოშენებით რუსეთში უკვე დიდი ხანია დაკავებული არიან. ფრინველზე მონადირე ძაღლების მრავალი ძველი რუსული ჯიში ჰგავს ევროპულს, მაგალითად, რუსული რეტრივერი შეგვიძლია ჩავთვალოთ თანამედროვე ოქროსფერი რეტრივერის ანალოგად: რუსული სეტერი ძალიან ახლო იყო ინგლისურთან. რუსული სპანიელი – საკმაოდ ახალგაზრდა ჯიშია, იგი მიიღეს სხვადასხვა ჯიშის სპანიელისა და პოინტერის (სიჩქარის თვისებების გაუმჯობესების მიზნით) შეჯვარების შედეგად. ამჟამად, ეს უნივერსალური მონადირული ძაღლია: იგი დევნის ნადირს, აყენებს მას ფრთაზე და გასროლის შემდეგ აწოდებს მონადირეს, მათ შორის წყლიდანაც. მასთან, ჩვეულებრივ, ნადირობენ იხვზე, ღალღაზე, სხვა ფრთოსნებზე, ასევე კურდღლებზე.
რუსული სპანიელი ძლიერი, ძალზე აქტიური, ჟინიანი და ცოცხალი ძაღლია. ნადირობაზე მისი ამოცანაა – ფრინველის მოძებნა, მისი ფრთაზე აყენება და გასროლის შემდეგ ბრძანებისთანნავე ნადავლის მიწოდება მონადირისათვის (თანაბარი მშრალი ადგილიდან, ჭაობიანი რიყებიდან, წყლიდან). იგი ფლობს კარგ ალღოს, ენერგიული მოძებნის უნარს, გამძლეობას. რუსული სპანიელი დამჯერი, მშვიდი, ალერსიანი სახლის ძაღლია. ხშირად წარმოადგენს კარგ დარაჯს და წვრთნისას დიდ შრომას არ საჭიროებს. რუსული სპანიელი მონადირული და კომპანიონი ძაღლია.
შეფერილობა: ერთტონური: შავი, ყავისფერი, წითური; ორფეროვანი: შავ-ამლაკი, ყავისფერ-ამლაკი და წითურ-ამლაკი; სამფეროვანი: თეთრი ლაქებით, შავი და ყავისფერი თრთვილებით. სიმაღლე მინდაოში: ხვადი – 38-44 სმ, ძუ – 36-42 სმ.
ხასიათი: რუსული სპანიელი, როგორც წესი, ჰყავთ ბინის პირობებში, მაგრამ იგი საჭიროებს ხანგრძლივ ყოველდღიურ სეირნობებს. კვირაში ერთხელ საჭიროა მისი წმენდა და დავარცხნა, წელიწადში 2-3-ჯერ კი, განსაკუთრებით ნადირობის შემდეგ, გაფუჭებული ბურტყლის და ბეწვის მოშორება. ამის გარდა, აუცილებელია ყურების რეგულარული შემოწმება.

კატეგორია: მონადირე ძაღლები | ნანახია: 1464 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი