სანადიროდ წასვლის სამზადისი - 30 ნოემბერში 2011 - Персональный сайт
პარასკევი, 09.12.2016, 10:50მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 390
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 30 » სანადიროდ წასვლის სამზადისი
22:03
სანადიროდ წასვლის სამზადისი


სანადიროდ წასვლის სამზადისი

 

ნადირობის ცნებამ თანამედროვე სამყაროში, ადრინდელისგან განსხვავებით( როდესაც ის ადამიანის გამოკვების ერთ-ერთ მთავარ საშუალებას წარმოადგენდა), შეიცვალა დატვირთვა, ახლა ნადირობა ერთგვარი ჰობია, აქტიური ფიზიკური დასვენება. მაგრამ ამასთანავე ნადირობას სერიოზული მომზადება ჭირდება, და დილეტანტობა ამ საქმეში არ ივარგებს!

 სანადიროდ მომზადებისთვის არ უნდა გამოგვრჩეს წვრილმანიც კი, თორემ ნადირობის მაგივრად ბუნებაში გასეირნება გამოგვივა მხოლოდ.

რაც შეეხება მონადირის ტანსაცმელს, ის უნდა იყოს მოხერხებული და ამინდის შესაფერისი. ქუდი უმჯობესია კეპი, რადგან გაგიადვილდებათ მზის მიმართულებით სროლა.

 თუ ზაფხულშია ნადირობა დაგეგმილი, გირჩევთ შეარჩიოთ კამუფლიაჟის ფერის ქურთუკი, გილზების ჩასაწყობი ჯიბაკებით. შემოდგომით ტყავის ქურთუკი. რეზერვად წაიღეთ მსხვილი ვაზნებიც(მგელთან შეხვედრისთვის). მონადირის  ზურგჩანთაში აუცილებლად უნდა იდოს ცელოფნის მოსასხამი, მიუხედავად ამინდისა. ფეხსაცმელი ჯობს მაღალყელიანი, ნესტგამძლე.

მთავარი კი მონადირისთვის იარაღის მომზადებაა. თოფთან ერთად კომპლექტში მიგვაქვს სავაზნე, სპეციალური ვაზნები, (რაზედაც ვნადირობთ იმ ფრინველისთვის ან ცხოველისთვის), აუცილებელია სათადარიგო ვაზნები, არ დაგავიწყდეთ თოფის საწმენდი, შომპოლი ან რაიმე შემცვლელი(რბილი, მშრალი ქსოვილის ნაჭერი) იარაღის ზეთი.

გამგზავრებამდე არ დაგავიწყდეთ შესაბამისი დოკუმენტები: ძაღლი თუ მიგყავთ მისი პასპორტი, ცეცხლსასროლი იარაღის ნებართვის მოწმობა, მონადირის ბილეთი, და ლიცენზია ნადირობაზე.

 

წყარო: nadiroba.my1.ru

კატეგორია: ინსტრუქციები და ეთიკა | ნანახია: 231 | დაამატა: gio | ტეგები: სანადიროდ წასვლის სამზადისი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი