SKS 45 - 29 ნოემბერში 2011 - Персональный сайт
პარასკევი, 09.12.2016, 10:47მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 390
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 29 » SKS 45
18:24
SKS 45


SKS 45

 

მეორე მსოფლიო ომის დროს 1943 წელს ნიკოლაი ელიზაროვმა შექმნა ეგრედ წოდებული შუალედური ვაზნა 7,62x39. თავისი ბალისტიკური მაჩვენებლით და სიძლიერით ელიზაროვის ვაზნა იდგა შუაში მაშინდელი მოსინის შაშხანის ვაზნის 7,62x54-სა და პისტოლეტის ტტ- ვაზნის 7,62x25 შორის. ამ ვაზნაზე გენიალურმა კონსტრუქტორმა მიხეილ კალაშნიკოვმა შექმნა მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტომატი აკ-47. 1944 წელს ამავე ვაზნაზე სერგეი სემიონოვმა შექმნა ნახევრად ავტომატური შაშხანა ეგრედ წოდებული სკს (სიმონოვის თვითდამტენი შაშხანა), რომელიც შემდგომში ცნობილია როგორც SKS-45. სკს-ის ავტომატიკის მუშაობის პრინციპი დაფუძვნებულია დენთის აირის ენერგიის გამოყენებაზე. გასროლისას დენთის აირი რომელიც მიყვება ტყვიას მიემართება აირის კამერაში ლულის კედელში არსებული ხვრელის გავლით, ზემოქმედებს აირის დგუშის წინა კედელზე უკუაგდებს დგუშს და საკეტის ჩარჩოს უკანა მდგომარეობაში, რომლის შედეგათაც იხსნება საკეტი, საკეტს გამოაქვს სავაზნიდან მასრა და აგდებს გარეთ, საკეტის ჩარჩო კუმშავს დასაბრუნებელ ზამბარას და ჩახმახს მოიყვანს საბრძოლო მდგომარეობაში. ჩარჩო საკეტით დასაბრუნებელი ზამბარის ზემოქმედებით ბრუნდება წინა მდგომარეობაში ამასთან საკეტს გადააქვს მორიგი ვაზნა სავაზნე კოლოფიდან ლულის სავაზნეში და კეტავს ლულის არხს, შაშხანა მზად არის შემდეგი გასროლისთვის. მთელი ათ წლეულის მანძილზე სკს- გვერდით ედგა საბჭოთა არმიის შეიარაღებაში AK-47-. 50-ანი წლების ბოლოს საბჭოთა არმიაში საბრძოლო იარაღის უნიფიცირების მიზნით და AK-47- საბრძოლო თვისებების უპირატესობის გამო SKS- ჩაანაცვლეს AK-47-ით. 80-ანი წლების ბოლომდე სკს- მაინც რჩებოდა შეიარაღებაში და თავისი ესტეტიკური შესახედაობის და თვისებების გამო გამოიყენებოდა და დღესაც გამოიყენება სამხედრო სააღლუმო ცერემონიალებისთვის. სკს-ის ბაზაზე მრავალ ქვეყანაში შეიქმნა სამონადირეო და სპორტული ნიმუშები. ვაზნის სიძლიერის მრავალფერონებებიდან გამომდინარე დიდი პოპულარობით სარგებლობს მონადირეებთა წრეებში მთელ მსოფლიოში.

ტექნიკური მაჩვენებლები:

ყალიბი (მმ)-7,62x39.

ტყვიის სიჩქარე (/)-700.

სამიზნე მანძილი (ღია სამიზნით) ()-300.

მჭიდის ტევადობა (ცალი)-10.

ლულის სიგრძე (სმ)-50.

მთლიანი სიგრძე (სმ)-102.

წონა (კგ)-3,8.

კატეგორია: სანადირო თოფები და შაშხანები | ნანახია: 504 | დაამატა: gio | ტეგები: SKS 45 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი