სპინინგით აღმოსავლეთ საქართველოში - 2 დეკემბერში 2011 - Персональный сайт
კვირა, 04.12.2016, 17:17მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 389
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 2 » სპინინგით აღმოსავლეთ საქართველოში
22:45
სპინინგით აღმოსავლეთ საქართველოში


სპინინგით აღმოსავლეთ საქართველოში

 

აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები "სპინიგისტები" ფრიად წამგებიან მდგომარეობაში ავღმოჩნდით. განსაჯეთ -სპინინგით თევზაობის ძირითადი ობიექტები: ქარიყლაპია, ქორჭილა და ფარგა მხოლოდ დასავლეთ საქართველოში ბინადრობენ. ერთადერთი წმინდა მტაცებელი -კალმახი-, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეების ზემო დინებაში ბინადრობს, ჩვენმა "მეგობრებმა" ისეთ შავ დღეში ჩააგდეს, რომ ეს თევზი გადაშენების პირასაა მისული და შეტანილია წითელ წიგნში. ასე რომ მისი ჭერა კანონდარღვევაცაა და უბრალოდ ამორალური საქციელიც. რა თქმა უნდა არის კერძო ტბები, სადაც ყავთ ცისარტყელა კალმახი, გარკვეული გადასახადის გაღების შემდეგ აქ შეგიძლიათ ითევზაოთ, მაგრამ ვეჭვობ ვინმეს ხიბლავდეს "აკვარიუმში" თევზაობა.

 

მაშ რა ვქნათ, გადავდოთ სპინინგები და ჩავბარდეთ "მეკობრეებს"?

არა! არა და არა მეგობრებო! მიუხედავად არსებული სირთულეებისა აღმოსავლეთ საქართველოშიც შეიძლება საკმაოდ შედეგიანად ვითევზაოთ სპინინგით.

 

რა თქმა უნდა მოგვიწევს მოუხმოდ მთელ ჩვენ ფანტაზიას და მოთმინებაც დაგვჭირდება.

 

რა თევზი შეიძლება გახდეს სპინიგისტის სამიზნე აღმოსავლეთ საქართველოში?

 

ნომინალური მტაცებლებიდან ჩვენ გვყავს: ჭერეხი, ლოქო და ქაშაპი. გარდა ამისა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ნებისმიერი "მშვიდობიანი" თევზი, რომელიც თავისი ზომის მაქსიმუმს უახლოვდება, არასდროს იტყვის უარს ლიფსიტაზე, ანუ პრაქტიკულად მტაცებელი ხდება.

მე არ გირჩევთ სპინინგით ხელში კობრის, ამურის ან კარჩხანას ჭერას, ეს პრაკტიკულად შეუძლებელია, აი შამაი და წვერა კი ძალიან ხშირად ეტანებიან ხელოვნურ სატყუარებს.

 

მაშ ასე, დავიწყოთ თანმიმდევრულად: უპირველეს ყოვლისა უნდა დავიმახსივროთ რამოდენიმე აქსიომა:

-მდინარის თევზი უფრო აქტიურად იღებს ხელოვნურ სატყუარებს, ვიდრე მდგარი წყლის. ეს იმიტომ, რომ მას ნაკლები დრო აქვს საკვების დასაჭერად.

-რაც უფრო დიდია თევზის კონცენტრაცია ჭერის ზონაში, მით უფრო თამამად ეტანება იგი ხელოვნურ სატყუარებს.

 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საკმაოდ კარგათ უნდა შევისწავლოთ წყალსატევი, რომელზეც სპინინგით ვაპირებთ თევზაობას და არც უშედეგო გასვლას უნდა შეუშინდეთ, მოთმინება ხომ თევზაობის წარმატების ნახევარია.

 

მინდა აგრეთვე ავღნიშნო, რომ ჩვენი ძირითადი "იარაღი" იქნება მსუბუქი და ზემსუბუქი კლასის, როგორც თვით სპინინგი ასევე სატყუარებიც. თითქმის ყველა მონტაჟი მინი-ბომბარდას გამოყენებას გულისხმობს.

ჭერეხი

აღმოსავლეთ საქართველოში ბინადრობს წითელტუჩა ჭერეხი. ეს წმინდა მტაცებელი თავიზი ევროპელი თანამოძმესგან, რომელიც დასავლეთ საქართველოში ბინადრობს, განსხვავდება ზომით, რომელიც იშვიათად აღემატება 2 კილოს. მისი ბინადრობის ადგილებად მითითებულია მდინარე მტკვარი (რუსთავის ქვემოთ), ალაზანი (მიჯნის ყურეში), იორი ქვემო დინებაში, ჯანდარის ტბა, ტარიბანა.
წითელტუჩა ჭერეხის ჭერაში, მისი ადგილსამყოფელის აღმოჩენა გაცილებით უფრო ძნელია ვიდრე თვით ჭერის მეთოდი, ეს ომიტომ რომ ეს მშვენიერი თევზი ძალიან იშვიათია...
სპინინგის გამართვის თავისებურებიდან ავღნიშნავ მხოლოდ იმას, რომ დაგვჭირდება მსუბუქი კლასის ჯოხი და შესაბამისი სატყუარები: მინოუ ტიპის მცირე ვობლერები 3-7 სმ; ტრიალები არაუმეტეს №2; სილიკონის სატყუარები -ვიბრო და ტვისტერი- 3-5 სანტიმეტრი.
წითელტუჩა ჭერეხის ჭერაზე შემოვიფარგლები ზედაპირული ინფორმაციის მოწოდებით, გულახდილად გეტყვით რომ ამ თევზზე არ ღირს მიზანმიმართულად თევზაობა, ვინაიდან მისი ბინადრობის ადგილების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს.

ქაშაპი

აღმოსავლეთ საქართველოში ბინადრობს კავკასიური ჯუჯა ქაშაპი. თავისი ევროპული მოძმესგან განსხვავებით, რომელიც არგეთვე დასავლეთ საქართველოში ბინადრობს, იგი არ აღემატება 20 სანტიმეტრს, მხოლოდ იშვიათად თუ გვხდებიან 35-40 სანტიმეტრიანი ეკზემპლიარები 500-800 გრამი წონით. გავრცელებულია ჯუჯა ქაშაპი არმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მდინარეში და წყალსაცავში.

მის საჭერად უნდა გამოვიყენოთ მსუბუქი ან ზემსუბუკი კლასის სპინინგი, რომელიც მინი ბომბარდათი იქნება აღკაზმული. პირიქით შემთხვევაში ულტრა მსუბუქი სატყუარების ტყორცნა შეუძლებელი იქნება. სატყუარები გამოიყენება როგორც ცოცხალი ასევე ხელოვნურიც.
ყველაზე წარმატებული არის მცირე ზომის კალია. მონტაჟის თავისებურება მდგომარეობს საკმაოდ გრძელ სადავეში (ჯოხის სიგრძეზე 30-40 სანტიმეტრით მოკლე). ბომბარდა ტესტით 3-5 გრამი, მცურავი.
თუ ვთევზაობთ მდინარეზე, მაშინ ტყორცნის შემდეგ ნელ ნელა ვაყოლებთ დინებას სატყუარას (კალიას ჩვენ შემთხვევაში) და თევზის სავარაუდო დგომოს ადგილებში ვაკეთებთ პაუზებს.
ხელოვნური სატყუარებიდან გამოვიყენებთ მინი ვობლერებს, ტრიალებს №0 და №00, მიკრო ტვისტერბს. რა თქმა უნდა ბომბარდიან მონტაზე.

ჭერის პერსპექტიულ ადგილებად ითვლებიან ადგილები ციცაბო ნაპირებთან, ჩქერის შემდეგ, გადმოხრილი ხეების ან ბუჩქების ქვეშ, წყალქვეშა ღრმულებთან.
ხელოვნური სატყუარების გატარება ხდება საშუალო და ნელი ტემპით, პაუზებისა და ბიძგების გარეშე.


შამაია

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აღმოსავლეთ საქართველოს თევზთა შორის სწორედ შამაია არის ყველაზე იოლი დასაჭერი ზემსუბუქი კლასის სპინინგით. ეს იმიტომ ხდება რომ შამაია ქარავნული თევზია, მაღალი კვებითი კონკურენცია აიძულებს მას თავს დაესხას ნებისმიერ მცურევე ობიექტს, რომლის გადაყლაპვაც შეუძლია, თორე ამას მისი კონკურენტი თანამოძმეები გააკეთებენ.
აქაც რა თქმა უნდა მონტაჟი მინი ბომბარდას და გრძელი სადავეს გამოყენებას გულისხმობს.


ცოცხალი სატყუარებიდან უკეთესია თეთრი ჭია, ერთი ან ორი ცალი, საკმაოდ მცირე ვერცხლისფერ ან ოქროსფერ ნემსკავზე.
გატარება შემდეგნაერი -ტყორცნის შემდეგ ვაკეთებთ 10-15 წამიან პაუზას, ვაცლით სატყუარას (ამ შემთხვევაში თეთრ ჭიას) განახორციელოს თავისუფალი ვარდნა. შემდეგ ვაკეთებთ კოჭის რამოდენიმე ბრუნს და ისევ 10-15 წამიანი პაუზა. ჩარტყმა ზუსტად პაუზის დროს ხდება. ამავე მეთოდით ხშირად თეთრულაც იჭერება.
ხელოვნური სატყუარებიდან ყველაზე წარმატებული არის თეთრი, შავი და ყავისფერი მიკრო ტვისტერები (1-2 სანტიმეტრი).
გატარება იდენტური -ტყორცნის შემდეგ პაუზა, შემდეგ კოჭას 2-3 ბრუნი და ისევ პაუზა. თუ ჭერის ადგილი ღრმაა, კარგი შედეგი მოაქვს მონტაჟის დამძიმებას - ნემსკავზე წამოცმული ტვისტერის წინ მაგრდება საფანტისებური საძირავი 0.5-1 გრამის წონისა.


წვერა და ჭანარი

ამ თევზების საჭერად დაგვჭირდება საშუალო ან მსუბუქი კლასის სპინინგი და მყვინთავი ბომბარდა.
ცოცხალი სატყუარებიდან საუკეთესო არის ნაკელის წითელი ჭია. რამოდენიმე პატრა ჭიაყელა კონად უნდა წამოვაცვათ ნემსკავზე. სადავე აქაც საკმაოდ გრძელი გამოიყენება.
ტყორცნის შემდეგ სატყაურას ვატანთ დინებას, ამ დროს ძუა სპინინგსა და ბომბარდას შორის აუცილებლად დაჭიმილი უნდა იყოს, ასე სატყუარას ვაკონტროლებთ და ამოკვრასაც არ დავაგვიავებთ. გატარებისას პერსპექტიულ ადგილებში ვაკეთებთ პაუზებს.
ამ მეთოდით ხშირად ღორჯოც იჭერება.
ხელოვნური სატყუარებიდან საუკეთესოა ყვითელი, შავი, მწვანე, წითელი და თეთრი მიკრო ტვისტერები.


გატარება ზემოთ აღწერილის იდენტური.
წვერას და ჭანარის ჭერის პერსპექტიული ადგილები არის მდინარის ღრმა მონაკვეთები, ჩქერისა და ღრმულის საზრვრები, წყალქვეშა დაბრკოლებებით შექმნილი დინების შენელებები.


ლოქო

ყველაზე აქტიურად სპინიგით მცირე ღლაბუტები იჭერება, ვინაიდან ისინი უფრო ინტენსიურად დასდევენ თავის ნადავლს, ვიდრე მათი გიგანტი მოძმეები, მაგრამ აქაც თავისუფლად შეიძლება მოხდეს 15-20 კილოგრამიანი ეკზემპლიარის ჩარტყმა. ასე რომ სპინინგი უპრიანია მძიმე კლასის გვქონდეს შესაბამისი კოჭით და წნულით.
სატყუარად ყველაზე წარმატებულია მკვდარი თევზის მონტაჟი. გატარება საფეხურისებრი, დიდი პაუზებით.


ხელოვნური სატყუარებიდაბ გამოიყენება ვობლერები და სილიკონის სატყუარები -დიდი ზომის ტვისტერები და ვიბრო.
ვობლერს არჩევენ ისეთი გათვლით რომ მისი "ნიჩაბი" ფსკერს ეჯახებოდეს გატარებისას, ასეთი კაკუნი ფსკერზე მის ვიბრაციასთან ერთად დამატებითად იზიდავს ლოქოს, თუმცაღა ძვირი ვობლერი ხშირად ედება ფსკერს და იკარგება.
ტვისტერი და ვიბრო უნდა გავატაროდ საფეხურუსებრად, ნელ ტემპში 3-5 წამიანი პაუზებით, ზოგჯერ მათი ფსკერზე "ხოხიალიც" პროვოცირებს თავდასხმას.
მინდა ავღნიშნო, რომ მდინარის ლოქო უფრო იოლი დასაჭერია სპინინგით ვიდრე მდგარი წყლის, ვინაიდან იგი შეჩვეულია მუდამ მოძრავი ნადავლის მოპოვებას.
ასე რომ გირჩევთ მოსინჯოთ თქვენი ძალები ალაზანზე და მტკვარზე.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარეობს, რომ აღმოსავლეთ საქართველოშიც არ მოიწყენს პატიოსანი სპინინგისტი თუ რა თქმა უნდა გამოიჩენს მოთმინებას და არც ექსპერიმენტირებას დაიზარებს.

PS ამ სტატიის უკეთ გასაგებათ გირჩევდით წაიკითხოთ სტატიები: "ბომბარდა", "ჯიგ სპინინგი", "აქტიური ჭიაყელა".

სტატია წარმოადგენს fisher.ge-ს (არასამეწარმეო იურდიული პირი "საქართველოს მეთევზეთა კლუბი") საკუთრებას, სტატიის ავტორი SHO (შოთა კვარაცხელია).


წყარო: fisher.ge

კატეგორია: სპინინგი | ნანახია: 1088 | დაამატა: gio | ტეგები: სპინინგით აღმოსავლეთ საქართველოში | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი