ტივტივის აღსაჭურვი ხელსაწყო "კალიბრატორი" Made by TORO - 17 დეკემბერში 2011 - Персональный сайт
კვირა, 04.12.2016, 17:21მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 389
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 17 » ტივტივის აღსაჭურვი ხელსაწყო "კალიბრატორი" Made by TORO
20:48
ტივტივის აღსაჭურვი ხელსაწყო "კალიბრატორი" Made by TORO


ტივტივის აღსაჭურვი ხელსაწყო "კალიბრატორი" Made by TORO

 

დამეთანხმებით ხშირია შემთხვევები როდესაც უშუალოდ თევზაობისას გვიხდება ტივტივის გამოცვლა და შესაბამისად ახალი ტივტივის დაყენებისას მისი სწორად აღჭურვა, რისთვისაც არც თუ ისე ცოტა ძვირფასი ნერვები და რაც მთავარია უძვირფასესი დრო იკარგება. ამის თავიდან ასაცილებლად პირადად მე წინასწარ სახლში ვამზადებ უკვე ზუსტად აღჭურვილ ტივტივებს, რომლის გამოცვლაც სულ რაღაც 10-20 წამის განმალობაშია შესაძლებელი, ეს მეთოდი გამართლებულია რადგან ბუნებაში ახალი ტივტივის დაყენებას და მის სწორად აღჭურვას დაახლოებით 5-10 წუთი ჭირდება (თევზის მაღალი აქტივობისას ეს დრო საკმარისია 20-30 თევზის დასაჭერად), ასე რომ არა მარტო მდუმარება - დროც ოქროა !!!

 

ზემოთ აღნიშნული პრობლემები შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული ძალიან მარტივი მოწყობილობის გამოყენებით, რომელსაც პირობითად "კალიბრატორი" დავარქვი. კალიბრატორი წარმოადგენს მცირე ზომის მოწყობილობას, რომელიც მაგრდება ტივტივის "ფეხზე" და მასზე ეწყობა საჭირო რაოდენობის და წონის ტყვიის ბურთულები, კალიბრატორს გააჩნია ნეიტრალური ცურვადობა, ანუ მისი ხვედრითი წონა უტოლდება წყლის ხვედრით წონას რაც იძლევა საშუალებას უზუსტესად მოხდეს ამა თუ იმ ტივტივის სიმძიმეებით დასაკომპლექტებლად.

 

არსებობს კალიბრატორის ქარხნული ანალოგები (სურათი #1), რომლებიც სამწუხაროდ ქართველი მეთევზეებისათვის ძნელად მისაწვდომია (ფაფუ, საქართველოში არ შემოაქვთ და რაც ყველაზე სამწუხაროა არც ქართველი მეთევზეები იწუხებენ თავს ტივტივის ზედმიწევნით სწორი აღჭურვით), არადა სწორად აღჭურვილი ტივტივა იძლევა იმის გარანტიას რომ თევზი (და არც თუ ცოტა) დაიჭიროთ მაშინაც კი როცა ირგვლივ ყველა იგინება - "კლოვი ვაბშე არ არის ამის დედაც... და .."

სურათი #1

მაშ ასე ვამზადებთ კალიბრატორს საკუთარი ხელით!
დაგვჭირდება:
1. ყურის საწმენდი ჰიგიენური ჩხირი;
2. ნაბეღლავის პლასტმასის ბოთლის ნაჭერი;
3. რბილი კაუჩუკის კემბრიკის ნაჭერი 1-2 სმ;
4. მცირე ზომის პლასტმასის ცილინდრი ცალ მხარეს დახურული ბოლოთი (გირჩევთ წამალ სალხინოს კოლოფს).


აბა დავიწყეთ!
1. ყურის საწმენდ ჩხირს აკურატულად ვჭრით, რომ მივიღოთ 2,5-3 სმ. სიგრძის ნაჭერი. უმჯობესია ჩხირი გადავჭრათ ბასრი დანით ან ბრიტოთი, ამ შემთხვევაში არ გაკეთდება ნაწიბურები და ჩხირის ნახვრეტიც სწორ ფირმას შეინარჩუნებს, შემდეგ ჩხირის ერთ ბოლოს ვახურებთ სანთებელით იმ დონემდე რომ მივიღოთ ერთგვარი "მანჟეტი" რომელიც ხელს შეუშლის დანარჩენი კონსტრუქციის დაცურებას ჩხირიდან;
2. რბილი კაუჩუკის კემბრიგს ზემოთ აღწერილი მეთოდით ვჭრით 3 ნაწილად რათა მივიღოთ 0.5 ან 1 სმ სიგრძის ნაწილები;
3. პირობითად - "სალხინოს" კონტეინერს ვჭრით ფსკერიდან 3-5 მმ სიმაღლეზე (გადაჭრა ასევე შესაძლებელია ბასრი დანით ან რკინის საჭრელი ხერხის გამოყენებით), გადაჭრის შემდეგ დარჩენილ ნაწიბურებს ვამუშავებთ ქლიბით, მიღებულ კონტეინერს ცენტრში ვხვრეტთ გახურებული ნემსით, ნახვრეტის ისეთი დიამეტრის მისაღებად, რომელშიც ასე თუ ისე მჭიდროდ ჩაჯდება ყურის საწმენდი ჩხირი (ნახვრეტის გაკეთება ასევე შესაძლებელია შესაბამისი დიამეტრის ბურღითაც).
4. ვიღებთ ნაბეღლავის ბოთლიდან აღებულ ნაჭერს და მისგან ვამზადებთ მრგვალ ფირფიტას, რომლის დიამეტრიც 2-3 მმ-ით მეტი იქნება სალხინოს კონტეინერის დიამეტრზე, მიღებულ ფირფიტას ასევე ცენტრში ვხვრეტთ იგივე პრინციპით, როგორითაც დამზადდა "სალხინოს კონტეინერი".
უკვე ყველა შემადგენელი დეტალი დამზადებულია (სურათი #2), დროა შევუდგეთ კალიბრატორის აწყობას.

სურათი #2

1 ჩხირზე წამოვაცვათ კაუჩუკის ერთი კემბრიკი რომელიც უნდა დავაცუროთ "მანჟეტამდე";
2 ჩხირზე წამოვაცვათ ნაბეღლავის ბოთლიდან დამზადებული ფირფიტა; ;
3 ისევ წამოვაცვათ ჩხირზე კემბრიკი, ნაბეღლავის დისკის დასამაგრებლად;
4 ჩხირზე წამოვაგოთ სალხინოს კონტეინერი;
5 მესამე კემბრიკით დავაფიქსიროთ სალხინოს კონტეინერი. (საბოლოო ჯამში უნდა მივიღოთ სურათი #3 ზე ნაჩვენები კონსტრუქცია)

სურათი #3

კონსტრუქცია მთლიანად აწყობილია, ახლა ყველაზე მთავარი! - კალიბრატორი უნდა დავაბალანსოთ იმ დონემდე რომ შეიძინოს ნეიტრალური ცურვადობა, ანუ თუ მას მოვათავსებთ წყლით სავსე ჭურჭელში, კალიბრატორი არც ზემოთ უნდა ამოტივტივდეს და არც ფსკერზე დაეშვას. საქმე იმაშია, რომ მასალას რომლისგანაც მზადდება პოლიეთილენის ბოთლი ახასიათებს უარყოფითი ცურვადობა ხოლო "სალხინოს" კონტეინერს პირიქით დადებითი ცურვადობა. კალიბრატორისათვის ნეიტრალური ცურვადობის მისანიჭებლად "ნაბეღლავის დისკს" მაკრატლით აკურატულად ვაჭრით წვრილ ზოლს და ვამოწმებთ წყლით სავსე ჭურჭელში, ასე ვაგრძელებთ მანამ სანამ არ მივიღებთ სასურველ შედეგს (კალიბრატორის ნეიტრალურ ცურვადობას).

*** შენიშვნა -
დარწმუნდით რომ წყალში მოთავსებისას კალიბრატორის ჩხირში და დანარჩენ კონსტრუქციაზე არ იყვეს მიმაგრებული ჰაერის ბუშტუკები, წინააღმდეგ შემთხვევაშI კალიბრატორი არასწორად იქნება დარეგულირებული რაც ჩესაბამისად შეუძლებელს გახდის ტივტივის ზუსტ აღჭურვას სიმძიმეებით.
პრაქტიკული გამოყენება:
ვთქვათ გვაქვს შემდეგი მოცემულობა:
ზუსტად უნდა აღიჭურვოს "მგრძნობიარე" ტივტივა რომლის ტვირთამწეობა შეადგენს 0.75 გრამს.
ვიღებთ დარეგულირებულ კალიბრატორს და ტივტივის ღერძს ვატარებთ ჩხირში, კალიბრატორს ტივტივის ღერძზე ვაფიქსირებთ ჩვეულებრივი კემბრიკით, ვირჩევთ სიმძიმეების ისეთ კომპლექტს, რომელთა საერთო მასა შეადგენს 0.75 გრამს ან ოდნავ მეტს. მაგ: 0,15 გრ (ქვედა სიმძიმე. ე.წ. "პოდპასოკი") + 0,2 გრ (შუალედური სიმძიმე) + 0,4 გრ (ძირითადი სიმძიმე). ამ სიმძიმეების კომპლექტს ვაწყობთ კოლიბრატორში და ვამოწმებთ წყალში თუ რა დონეზე "დადგება" ტივტივა (კიდევ და კიდევ დარწმუნდით რომ კალიბრატორზე და სიმძიმეებზე არ იყვეს ჰაერის ბუშტუკები). თუ აღმოჩნდა, რომ ტივტივა "გადაიტვირთა" ვითებთ ერთ ერთ სიმძიმეს (როგორც წესი ეს არის "ძირითადი სიმძიმე") და წვრილი ქლიბით (დანით ან მაკრატლით) ვაცლით გარკვეულ ნაწილს, შემდეგ ისევ ვათავსებთ კალიბრატორზე და ვამოწმებთ; იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდა, რომ ტივტივა არასაკმარისად დაიტვირთა (ხშირია შემთხვევები, როდესაც ტივტივაზე აღნიშნული ტვირთამწეობა არ ემთხვევა რეალურს ან პირიქით სიმძიმეზე მითითებული წონა არასწორია ), ვცვლით ერთ ერთ სიმძიმეს და ვაყენებთ ახალს, ასე ვაკეთებთ სანამ არ მივიღებთ იდეალურად დატვირთულ ტივტივას.

TORO-ს რჩევები:
1. უმჯობესია სათევზაოდ წასვლამდე სახლში წინასწარ დაამზადოთ ზუსტად აღჭურვილი ტივტივები, უკვე გამზადებულ ძუაზე, რომელსაც თევზაობისას ძალიან მარტივად შეცლით მარყუჟით "ყულფი-ყულფში";

2. თუ ვერ მოახერხეთ მონტაჟების სახლში დამზადება, ჯობია კალიბრატორით აწონილი სიმძიმეების კომპლექტი უშუალოდ ტივტივაზე მიამაგროთ ქაღალდის ან ცელოფნის ხვეულით, რომელსაც გარედან საკანცელარიო რეზინით დაამაგრებთ ;

3. აუცილებლად დიდი ყურადღება დაუთმეთ ქვედა სიმძიმეს (პოდპასოკი) და მის სწორ გამოყენებას. ქვედა სიმძიმე თევზაობის სპეციფიკიდან და მეტეროლოგიური პირობების გათვალისწინებით როგორც წესი არ უნდა იყოს 0.1 გრამზე ნაკლები და 0.5 გრამზე მეტი ამასთან ქვედა სიმძიმე უნდა დამაგრდეს ნემსკავიდან 10-40 სანტიმეტრის დაშორებით რაც მოგვცემს იმის გარანტიას, რომ თევზი რომელიც ნემსკავს "აიღებს" და დაიწყებს გადაადგილებას, მცირე მასის სიმძიმის გამო არ "შეშფოთდება" და არ "გადმოაფურთხებს" აღებულ სატყუარას რაც 50 %ით მაინც, თუ მთელი 90%-ით არა ზრდის თევზაობის შედეგებს (დამიჯერეთ საკუთარი გამოცდილებიდან ვწერ ) შეადარეთ რომელ არჩევანს გააკეთებს თევზი - დაძრავს სიმძიმეს წონით 0.1 გრამი თუ 50-ჯერ დიდი მასის სიმძიმეს ანუ 5 გრამს?!

4. ტივტივა დატვირთეთ ისე, რომ წყლის ზედაპირზე ჩანდეს მხოლოდ მისი ანტენა, საუკეთესო გამოვა დატვირთვა და შესაბამისად ტივტივის "მგრძნობელობა" თუ წყლის ზედაპირზე დარჩება მხოლოდ ანტენის სიგრძის ნახევარი ან მისი 2/3 ნაწილი.


წყარო: fisher.ge

კატეგორია: ტივტივა | ნანახია: 357 | დაამატა: gio | ტეგები: ტივტივის აღსაჭურვი ხელსაწყო კალიბრა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი