ჟრუნი - 2 მარტში 2011 - Персональный сайт
კვირა, 26.03.2017, 02:42მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 400
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ჟრუნი
14:47
ჟრუნი

ჟრუნი


ჟრუნი როჭოების ოჯახის შედარებით მომცრო წარმომადგენელია, მისი წონა 400-450 გრამს არ აღემატება. ყველაზე მაქსიმალურ წონას იკრებს ზამთრის დასაწყისისათვის. სქესთა შორის განსხვავება შეუმჩნეველია. მისი სეფერილობა ნაცრისფერ-მურაა, მხოლოდ გვერდებზე დაყვება შედარებით მწითური ფერი. მამრ ჟრუნს შედარებით შავი ყელი აქვს და თავზე მახასიათებელი ქოჩორით გამოირჩევა, ნისკარტი ნაცრისფერ-შავი აქვს, ფეხები უფრო მურა.
ჟრუნი ტყის ფრინველია და ხშირ ტყეში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფი მანევრირებით გამოირჩევა ფრენისას, მისთვის დამახასიატებელი როგორც ხიდან ასევე მიწიდან აფრენა. ის ძირითადად ტყის ადგილობრივ და მუდმივ და მუდმივ მცხოვრებლად ითვლება, მხოლოდ მაშინ როცა საკვების ნაკლებობას განიცდის და ღრმა თოვლით იფარება სამყოფელი გარემო, აკეთებს გადაფრენებს შედარებით ღია და დაბალი თოვლის ფენით დაფარული ადგილებისაკენ გამოსაკვებად. საცხოვრებლად ირჩევს დაბურულ და შერეულ ტყეებს რომელიც მდიდარია სხვადასხვა საკვებითა და წყლით.
ჟრუნი მონოგრამია, როგორც კი გაზაფხულის პირველი ნიშნები გამოჩნდება მამალი თავის ტერიტორიაზე საქორწილო ძახილს იწყებს და ნახევრად ფრთებ ჩამოშვებული ნაზი და მაღალი ტონალური ძახილით იხმობს. ამ დროს ის აგრესიულია ყველა სხვა მამრის მიმართ და თავის ტერიტორიას იცავს უცხოებისაგან. დედალი ბუდეს იკეთებს ხშირ ბუჩქნარში ამოთხრილ და ბალახებით და ფოთლებით მოპირკეთებულ ორმოში, დებს 7-12 კვერცხს და 20-25 დღე უნდა ბარტყების გამოჩეკვას. კვერცხებიდან ბარტყების ბოლომდე გამოჩეკა გრძელდება 20-30 წუთი. მამალი აღზრდაში მონაწილეობას არ ღებულობს, მაგრამ საფრთხისას ხმამაღალი ძახილით აფრთხილებს მდედრს. გაშრობისთანავე ბარტყები დედას დასდევენ უკან და მასთან ერთად იკვებებიან.

კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 402 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი