ალალი
ალალი,
მტაცებელი
ფრინველი შავარდნისნაირთა
რიგისაა. ალალის სხეულის სიგრძეა 30-35 სმ, წონა 150-200 გრამი. დედალი მამალზე დიდია. ზურგი მუქი რუხი ფერისა აქვს, მუცელი წითური. ალალი გვხვდება ევროპის, აზიისა და ამერიკის ტყეებსა და ტყე-ტუნდრის ზონაში, აგრეთვე აზიის ველებსა და მთებში. ბუდეს იკეთებს ხეზე, კლდის ნაპრალებში, ბუჩქნარში ან მიწაზე. დებს 3-5 კვერცხს. ინკუბაციური პერიოდი 28 დღემდე გრძელდება. იკვებება უმეტესად პატარა ფრინველებით, რომლებსაც ფრენის დროს იჭერს, ჭამს მღრღნელებსა და მწერებსაც. ალალის ქვესახეობათაგან
ზამთრობით
საქართველოში
გვხვდება ჩვეულებრივი და აღმოსავლეთციმბირული
ალალი. წვრთნიან და იყენებენ სანადიროდ.
|