სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ამერიკული წაულა
|

ამერიკული წაულა
ამერიკული წაულა ეკუთვნის კვერნისებრთა ოჯახს. სხეულის სიგრძე 31-45 სმ, კუდის 15-25 სმ. მდედრები უფრო მცირე ზომისაა ვიდრე მამრები. შეფერილობა მუქი მურაა, ქვედა ტუჩზე აქვს თეთრი ლაქა, ზოგიერთ ეგზემპლარს თეთრი ლაქები აქვს მკერდზე და მუცელზე. გავრცელებულია ჩრდილო ამერიკაში. აკლიმატიზებულია სხვადასხვა ქვეყანაში. შემოყვანილია ყოფილ სსრ კავშირში მხეცსაშენ ფერმებში გასამრავლებლად. ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში 1933 წლიდან 1942 წლამდე გაშვებული იყო 3700 წაულა ,კერძოდ აკლიმატიზებულია მურმანსკის ოლქში, კარელიაში, თათრებისა და ბაშკირეთის ავტონიმიურ რესპუბლიკებში, ამიერკავკასიაში, ციმბირში.საქართველოში 1940 წელს შემოყვანილი იყო 63 ეგზემპლარი, რომლებიც გაუშვეს ყვარლის რაიონში, ჩანტლის ყურის მიდამოებში. გაშვების ადგილიდან მალე განსახლდა ლაგოდეხის მიმართულებით, ხოლო შემდგომ მისი რიცხოვნობა ძლიერ შემცირდა. ტიპიური ადგილსამყოფელებია- ტბების, ტბორების მდორედ მიმდინარე მდინარეეებისა და ფშების ტყით, ბუჩქნარით, ლერწით დაფარული ფლატეებიანი ნაპირები. იკვებება მღრღნელებით, თევზებით, ბაყაყებით, ქვეწარმავლებით, მწერებით, ფრინველებით და მათი კვერცხებით. ბუნაგს იკეთებს წყალთან გათხრილ სოროებში, წაქცეულ ხეების ფუღუროებში, ფიჩხის ქვეშ. მძუნაობა ხდება თებერვალ-მარტში. აპრილ-მაისში იბადება 5-6 თვალაუხელელი ნაშიერი, რომლებსაც თვალები ეხილებათ 1 თვის შემდეგ. ისინი სწრაფად იზრდებიან და ზაფხულის ბოლოს უკვე დამოუკიდებლად ცხოვრობენ. სამეურნეო მნიშვნელობა: ძალიან ძვირფასი ბეწვის მომცემი ცხოველია. მრავლდება როგორც ბუნებაში ისე ვოლიერებში. მისი ბეწვი გაცილებით უფრო მაღალი ხარისხისაა და მეტად ფასობს ვიდრე ევროპული წაულას ბეწვი.საქართველოში ამ ცხოველს სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს, რადგან კარგა ხანია გადაშენებულია. ნადირობა აკრძალულია.
|
კატეგორია: ცხოველები |
ნანახია: 1523 |
დაამატა: gio
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
კალენდარი | « მარტი 2011 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|