ამინდი და ნადირობა
კაკაბი
ქარის დროს, ყინვაში კაკაბი ჩაყუჩულია პატარა ხევში, რომელსაც მზე
უდგება და ქარისგან დაცულია. კაკაბზე, წყნარ, მზიან და ყინვიან ამინდს არაფერის
სჯობს. მაგათი კრიახი რომ შორიდან სისხლს აგიდუღებს.
იხვი
იხვზე ნადირობისას კარგია ნალექიანი ამინდი (წვიმა, თოვლი) და ზომიერი
ქვენა ქარი რომ ქარმა ზღვიდან ფრინველი მდინარეების ამოყოლებით ამოიყვანის
საჩვენოში ასეთ ამინდში იხვიც ბევრია და მონადირეც ბევრი ვაზნა იცლება გუნდში
ნასროლი ერთი ტყვია რამდენიმე იხვს ჭრის და მათ შორის ასე დაჭრილი ფრინველი
რამდენიმე კილომეტრს გადის და ხშირად ისეთ ადგილებს აფარებს თავს სადაც რამდენიმე
კვადრატული მეტრის ზომის პატარა ჭაობია და ადამიანის ფეხიც არ ხვდება ელოდება
ჭრილობის შეხორცებას გადაფრენის შემდეგ თუნდაც მზის გულზე შუადღისას ასეთი
ადგილების მონახულება ყოველთვის შედეგიანად სრულდება
გაზაფხულობით როცა წვიმებია და მდინარეები დიდდება იხვი ძირითადად
ეტანება მდინარეების ახლოს მინდორში დამდგარ გუბეებს ამღვრეულ და ადიდებულ
მდინარეში ნაკლებად ჯდება.
ტყის ქათამი
ტყის ქათამზე კარგია წვიმიანი ამინდი. ბუჩქებში წვიმის წვეთების ხმაზე
ფთხილობს და ნაპირებში გამოდის სუფთა ადგილებში. თოვლიან ამინდში კარგია ისეთი
ადგილის მოძებნა სადაც პატარა წყალი ჩამოდის (მდინარე,კანაო, არხი, წყარო) ასეთ
ადგილებში შეგვხვდება ქათამი, რადგან სხვაგან თოვლით დაფარულია მიწა და წყლის
პირებზე თოვლი არ ჩერდება და მიწაზე ქექიალობს ქათამი.
მწყერი
მწყერზე სანადიროდ გასვლა კარგია მაშინ როცა შუაღამისას დაახლოვებით 3
საათისთვის იწყებს ჭექა-ქუხილსა და წვიმას ამ დროს გადამფრენი მწყერი ეგრევე ძირს
ეშვება და მერე დილით მიდი და მოულხინე სანამ წვიმა არ გადაიღებს და არ
მოიწმინდება ვეღარსად წავა მწყერი მწყერზე ზოგადად წვიმიანზე ნადირობა კარგია
ბუმბული უსველდება და ფრენა უჭირს ამიტომ ადვილი მოსანადირებელია. რომ დილა
საღამოს არის ნაწვერალში, შუადღით სიმინდში და მაღალ ბალახში. განსაკუთრებით
ეტანება ძურწიან სიმინდს და კარტოფილს. სასტიკად იკრძალება ძაღლის პამიდორში და
წიწაკაში გატარება! მწყერზე ნადირობისას ძაღლებს განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის
საშუალო და ძლიერი ქარი, სუსტი ქარი (სიო) ხელს უწყობს სუნის აღებას.
კურდღელი
კურდღელზე სანადიროდ მშრალი ამინდია საჭირო, წვიმა არ უყვარს და
წვიმიანში გარეთ არ გამოდის. ასევე კარგია ცოტათი წამოთოვლილზე გასვლა, კურდღელზე
სანადიროდ კვალზეც შეიძლება მაგ დროს გაყოლა.ცვარიანი დილაა ყველაზე კარგი.
მგელი
მგელზე, მელაზე, ტურაზე და მისთანებზე სანადიროდ გასვლა კარგია როცა
ახალი მოსული თოვლი მუხლზეა ამ დროს ტყეების მიმდებარე მთაგორიან ადგილებზე ბევრი
მათგანია დღისით გამოსული, რადგან ღამე საკმარის საკვებს ვერ პოულობს. მიპარვის
საშუალება უსწორმასწორო რელიეფმა უნდა მოგვცეს, თან თოვლზე ძალიან ადვილია მათი
შემჩნევა.
წყარო: monadire.ge
|