![](/1/8.jpg)
ამლაყი იხვი
საკმაოდ
დიდი ზომის იხვია, ფრთა 280-360მმ-ია, ნისკარტი –
50-58მმ, წონა – 800-1500გ. სქესობრივი დიმორფიზმი გამოხატულია სიდიდესა და შეფერილობაშიც. მამალი დედალზე დიდია. შეფერილობით მამალი თავსა და კისერზე შავია, მწვანე ელფერით; ბეჭებს შორის არე ქარცია; ზურგის შუა ნაწილი – თეთრი, ხოლო ზურგის გვერდები – შავი. კუდი თეთრია, მაგრამ ბოლოში შავია. ჩიჩახვი თეთრია, მკერდის წინა ნაწილი – მოწაბლისფრო – ქარცი, რომელიც მუცლის მახლობლად შავში გადადის. მუცლის შუაში გასწვრივი შავი ზოლია, რომელიც ღია წაბლისფერი კუდის ქვემო მფარავებამდე გრძელდება. სხეულის გვერდები და ფრთების მფარავები თეთრია; პირველი რიგის მომქნევები – შავი; მეორე რიგის მომქნევების გარეთა მარაოები მუქი მწვანეა, მესამე რიგის მომქნევების გარეთა მარაოები – მოჟანგისფრო-ყავისფერი, ხოლო შიგნითა მარაოები-თეთრი, ნისკარტზედა კეხისმაგვარადაა
ჩაზნექილი.
იგი, მის ძირში არსებულ გამონაზარდებთან
ერთად წითელია, ხოლო "ფრჩხილაკი” – შავი, ფეხები – ვარფისფერი. ზაფხულში მამლისა და დედლის შეფერილობა მსგავსია. თუმცა დედალს შუბლზე, ლოყებსა და კისერზე თეთრი ურევია, ხოლო ნისკარტზედას ძირში გამობურცულობა არა აქვს.
ბუდობს
არეალი სპორადულია, მაგრამ საკმაოდ ვრცელი. ჩრდილოეთით ვრცელდება სკანდინავიამდე,
სამხრეთით
– ხმელთაშუა
ზღვის ნაპირებამდე – ევროპასა და აფრიკაში. აღმოსავლეთით მოიპოვება ველის ზონაში – ირანში, მონგოლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ყოფილ სსრ კავშირის ტერიტორიაზე ბუდობს აქა-იქ ბალტიისპირეთში,
სამხრეთ უკრაინაში, კავკასიონში, ვოლგის ქვემო დინების, შუა აზიის, ყაზახეთის მლაშე ტბებზე და ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე ევროპასა და აფრიკაში, აგრეთვე არაბეთსა და აზიის სამხრეთ ნაწილებში. მრავლადაა კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. აღმოსავლეთ საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი, ხოლო დასავლეთ საქართველოში – მოზამთრე ფრინველის სახით.
ბინადრობს
უპირატესად
მლაშე ტბებზე, რაც ხშირად განაპირობებს მისი არეალის საზღვრებს. მლაშე ტბების სანაპიროებზე ეტანება ქვიშიან ბურცობებს ან ღორღიან ადგილებს, სადაც შეიძლება სოროების გამოთხრა ან არსებობს ნაპრალები ბუდეების მოსაწყობასდ.
სქესობრივ
სიმწიფეს მეორე წელს აღწერვს. მონოგამური ფრინველია. ბუდეს ჩვეულებრივ ღრმა სოროებში იკეთებს, რომელსაც თვითონ თხრის ან იყენებს, მელიის, მაჩვისა და სხვა მიტოვებულ სოროებს. აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დებს 8-12 კვერცხს. სოროების უკმარისობის შემთხვევაში, ერთ ბუდეში კვერცხს დებს რამდენიმე დედალი და მაშინ კვერცხების რაოდენობა ბევრად მეტია. საინკუბაციო პერიოდი 27-29 დღემდე გრძელდება.
ძირითადად
ცხოველური
საკვებით იკვებება – მლაშე წყლების კიბოსნაირებით, წყლისა და ხმელეთის მწერთა ლარვებით, ნაირგვარი ჭიებით. ზოგიერთ სეზონზე მცენარეულობებითაც
იკვებება.
მცირერიცხოვნობის
გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ კარგია სპორტული ნადირობისათვის.
წყარო:
monadire.com
|