ამტყელი (ტბა)
ამტყელი,
აზანთა, ტბა არის აფხაზეთში გულრიფშის მუნიციპალიტეტში.
ზღვის დონიდან 507 მ. ზედაპირის ფართობი 0,58 კმ², აუზისა - 153 კმ², სიგრძე 64 მ. წლის განმავლობაში წყლის დონის მკვეთრი მერყეობის გამო (30-35 მ) ცვალებადია ტბის ზედაპირის ფართობი და სიღრმე. ამტყელი წარმოიშვა 1891 წლის 3 ოქტომბერს, როცა მთა პატარა შხაპაჭის ფერდობის ჩამოქცევის შედეგად აქ გზა ჩაეხერგა მდ. ამტყელს. ამტყელი საზრდოობს თოვლითა და ჭვიმით. წყლის დონე მაღალია გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დასაწყისში, დაბალია - ზამთარში. ტბას ერთვის მდ. ამტყელი. ამტყელის წყალი ცივის, ზაფხულობით ზედაპირზე მისი ტემპერატურაა
18-20 °C, ფსკერთან
5 °C. იყინება
მხოლოდ სუსხიან ზამთარში. ამტყელში არის კალმახი, წვერა, ტობი, ფრიტა და სხვა თევზი.
|