ბაკხმული ანუ ავღანი(ავღანური მწევარი)
არავინ იცის თუ საიდან მოვიდნენ ავღანური მწევარები. ითვლება, რომ სწორედ ავღანურ მწევარს მიანიჭა უპირატესობა ნოემ და ასეთი ძაღლების წყვილი კიდობანში წაიღო. ავღანის წარმომავლობა ფესვებით ძველ დროში მიდის. მისი წინაპრების გამოსახულებებს პოულობენ სოლებრივ ფირფიტებზე და სვეტებზე. სამშობლოში ავღანური მწევარები იმდენად ფასობდა, რომ პატრონები მათ სხვა მფლობელისათვის მიყიდვის შემდეგ პარავდნენ. ამ ჯიშს იყენებდნენ ცხვრებისა და პირუტყვის დასაცავად, ირმებზე და სხვა ნადირზე სანადიროდ, კომპანიონის სახით ან უბრალოდ როგორც ლამაზ ძაღლს. რაც შეეხება მათ უშიშრობას და სიმამაცეს, ცნობილია შემთხვევები, როდესაც ავღანი ლეოპარდთან ბრძოლაშიც კი გამარჯვებული გამოდიოდა. ღირსეულად დასმული თავი, შორს მისწრაფებული გამოხედვა და შეუდარებელი არისტოკრატიული გარეგნობა სწორედ ესაა ეკზოტიკური და კეთილშობილი ავღანი. დიდებული, ხშირი, რბილი, აბრეშუმისებრი ბეწვი ფარავს ავღანის გრაციოზულ და ტანად ფიგურას. ამ ჯიშის თავი მოგრძოა, თათები დამალულია ხშირ ბეწვში („ჩუსტები"). კუდი დაფარულია საუცხოო ბეწვით, ბოლოში შემოხვეულია რგოლის ან ნახევრად რგოლის ფორმით. სიმაღლე მინდაოში: 61-71 სმ. წონა: 23-28 კგ. შეფერილობა: მრავალფეროვანი, ერთ, ორ ან სამფეროვანი. ხასიათი. ავღანი კეთილი და გულშემატკივარი ძაღლია. იგი ფლობს უდაბნოებში მცხოვრებ წინაპართა სიბრძნეს. ავღანი მიდრეკილია დამოუკიდებლობისადმი, იგი თავდაჭერილია, ასევე ალერსიანია ბავშვების მიმართ. ავღანური მწევარი საჭიროებს ხანგრძლივ სეირნობებსა და სივრცეს. უკრაინელი მონადირე ალექსანდრე გარნიკი ამბობს: ორი ბაკხმული მყავს და ყოველი მათი ველზე გაყვანა საშუალოდ სამი-ოთხი კურდღლის დაჭერით მთავრდება. ძაღლები ანონსით მუშაობენ, ხშირად დაჭერილი ცხოველები მოაქვთ კიდეც. წარმატებით ვნადირობ ერთი ძაღლითაც. მახვილი თვალი აქვთ, მინდვრის ხედვა იდეალური. ბაკხმული სწრაფი რბოლის დროს 78 კმ/სთ-ს ავითარებს. მისი მანევრირება აღტაცებას იწვევს, მას შეუძლია ერთ თათზე 180 გრადუსით შემობრუნდეს და 2,5 მეტრის სიმაღლეზე ახტეს. კარგად განვითარებული ზურგის კუნთების გამო იგი ზამბარასავით იკუმშება და იშლება.
|