ბაშქოის ტბა
ბაშქოის
ტბა მდებარეობს წალკის რაიონში. ბარეთის ტბა, ბაშქოის ტბა, ტბა წალკის რაიონშია, ხრამჰესის წყალსაცავის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1612 მ. ტბის ფართობი 1,24 კმ2, აუზის ფართობი 9,3 კმ2, მაქსიმალური სიღრმე 1,3 მ, საშუალო სიგრძე 0,82 მ. მდებარეობს სინკლინურ მულდაში. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით. მუდმივი შენაკადი არა აქვს. მაქსიმალური დონე გაზაფხულზე, მინიმალური - ზაფხულის ბოლოს. ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირიდან გაყვანილია არხი, რომელმაც მნიშვნელოვნად დასწია ტბის დონე და შეამცირა მისი ზედაპირის ფართობი.
|