კვირა, 24.11.2024, 03:08მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 431
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 30 » ბავშვი და ძაღლი
20:19
ბავშვი და ძაღლი


ბავშვი და ძაღლი

 

გავიდა ზაფხული, დავუბრუნდით ჩვენს ქალაქურ ბინებს, გამოვიკეტეთ ოთხ კედელში, მაგრამ ცხოველის ყოლის სურვილი მოსვენებას არ გვაძლევს. რა უნდა იცოდეს ძაღლის მომავალმა მფლობელმა? კითხვა სულაც არ არის მარტივი, მით უმეტეს - თუ შინ პატარა ბავშვი გყავთ.


ცხოველის ასაკი

ძაღლების მოშენების კარგი მცოდნენი აღნიშნავენ, რომ ლეკვების გაშვილება სამი თვის ასაკიდან არის რეკომენდებული. მანამდე ცხოველი ძალიან პატარაა და სპეციალური მოვლა, კვება და პროფესიონალის დაკვირვება სჭირდება, თანაც ამ პერიოდში ტარდება პირველი აცრების უმრავლესობა, საფუძველი ეყრება წვრთნას. ლეკვის დედასთან განშორებისთვის შესაფერის ასაკადაც სამნახევარ-ოთხ თვეს მიიჩნევენ, თუმცა არ არის გამორიცხული, ოჯახს უფრო მოზრდილი ლეკვის ან ზრდასრული ძაღლის შეძენა სურდეს. ასეთ შემთხვევაში ზუსტად ვიცით, ვინ უნდა შემოვიყვანოთ ოჯახში, შეგვიძლია, შევაფასოთ ცხოველის გარეგნობაც და ქცევაც. ამასთანავე, თავიდან ვიცილებთასაკობრივ პრობლემებს” - ძაღლს უკვე ჩატარებული ექნება ვაქცინაცია დაკარგი მანერებიცექნება გამომუშავებული. თუმცა იდეალური არაფერია - შესაძლოა, პრობლემებმაც იჩინოს თავი. მოზრდილ ცხოველს უკვე ჩამოყალიბებული ხასიათი ექნება და გარკვეული ძალისხმევა დაგჭირდებათ, რათა მასთან საერთო ენა გამონახოთ.


საუკეთესო დრო ძაღლის მოსაყვანად
თუ ძაღლის ყოლა გადაწყვიტეთ, თანაც გსურთ, მისი აღზრდა პირადად იტვირთოთ, უმჯობესია, თქვენი შვილი 4-5 წლის მაინც იყოს. სტატისტიკის თანახმად, ძაღლი ყველაზე ხშირად სწორედ 5 წლამდე ასაკის ბავშვს კბენს. საფრთხე იზრდება, როცა ძაღლის მოვლითა და ბავშვის აღზრდით ერთი და იგივე პიროვნებაა დაკავებული.
თუ გსურთ, ძაღლი თავად ბავშვმა გაზარდოს, მოცდა მოგიწევთ, ვიდრე თქვენი შვილი თოთხმეტი წლის გახდება. არსებობს მაგალითები, როდესაც ცხოველის აღზრდას უფრო პატარა ბავშვებიც შესანიშნავად ახერხებენ, მაგრამ სჯობს, გამონაკლისებს არ ვენდოთ და სპეციალისტების რეკომენდაცია გავითვალისწინოთ.

სპეციალისტთა გამოცდილება
თუ ძაღლი არ გყოლიათ, ეცადეთ, თქვენი გამოუცდელობის კომპენსირება სპეციალისტების ცოდნის ხარჯზე მოახდინოთ. არც ის დაივიწყოთ, რომ ბებია და ბაბუა, ჩვენი ტრადიციების თანახმად, ბავშვის აღზრდაში დაგეხმარებიან, მაგრამ ძაღლის მომვლელებად არ გამოგადგებიან.

ურთიერთობის ანაბანა
პატარა ბავშვს აუცილებლად უნდა ასწავლოთ ცხოველთან კარგი დამოკიდებულება. დაუშვებელია ძაღლის გამოჯავრება და ცემა. თუმცა ლეკვსაც უნდა გამოუმუშაოთ სწორი ქცევა პატრონების მიმართ. არ დაუშვათ, რომ ის ოჯახის წევრებს კბენდეს ან შეხტომით აწუხებდეს. გარდა ამისა, ცხოველს აუცილებლად უნდა ჩამოუყალიბდეს სწორი იერარქიული სტატუსი - იცოდეს, ვინ არის მისი უფროსი.
რეკომენდებულია, შვიდი წლისა და ამაზე უფროსი ასაკის ბავშვებმა თვითონაც მიიღონ მონაწილეობა ძაღლის მოვლასა და აღზრდაში. ეს მათ ძალზე დააახლოებს. მაგალითად, სთხოვეთ პატარას, ძაღლს აჭამოს, ცხოველი კი მიაჩვიეთ, ბავშვს დაემორჩილოს. ეს ყველაზე უკეთ წვრთნის პროცესშია შესაძლებელი. ძაღლი საყელურით დაიჭირეთ, ბავშვს კი სთხოვეთ, მას რაიმე უბრძანოს. თქვენი ფუნქციაა, უხმოდ აიძულოთ ცხოველი, ბავშვის ბრძანება შეასრულოს, ხოლო ბრძანების ყოველი შესრულების შემდეგ მან პატარასგან ქება უნდა დაიმსახუროს. მომდევნო მეცადინეობისას შეგიძლიათ, საყელური უკვე პატარას მისცეთ. თანდათან ბავშვსა და ძაღლს მოსცილდით, მოშორებით დადექით. შემდეგ ეს გაკვეთილი ქუჩაშიც გაიმეორეთ. ასევე იმუშავეთ ნებისმიერი ჩვევის გამომუშავებისთვის.
ეცადეთ, ძაღლსა და ბავშვს ერთად თამაში ასწავლოთ, ოღონდ თამაშში არ უნდა იყოს ძალადობა და ზედმეტი მოძრაობა. შესანიშნავი გართობაა დამალობანა, სათამაშოების ძებნა, კვალზე მიყოლა. მერე და მერე შეგიძლიათ, საცირკო ტრიუკების ათვისებაზეც იფიქროთ. თუ ძაღლს სათანადოდ შეაქებთ და ამავე დროს მოახერხებთ, ზედმეტი გამეორებით არც ის დაქანცოთ და არც პატარა, მაშინ ორივე კარგად გაერთობა.


ვინ მოუვლის ძაღლს?!
გირჩევთ, განსაკუთრებით მაშინ დაფიქრდეთ, თუ ძაღლის შეძენა თქვენი მოზარდი შვილის იმედად გსურთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ ასაკის ბავშვს მერყევი სურვილები აქვს. ფიცი, რომ ძაღლის სეირნობით, კვებით, ბანაობით თქვენ არ შეგაწუხებთ, ხშირად დავიწყებას ეძლევა და მშობლებს ახალი საზრუნავი ემატებათ. რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, თუ ცხოველზე უფროსები იზრუნებენ, მაგრამ თუ არ სცალიათ? ამ შემთხვევაში ძაღლი უყურადღებოდ დარჩება და დაიწყება პრობლემები.
ბავშვები 2-3 კვირის განმავლობაში მართლაც გულმოდგინედ უვლიან ლეკვს, მაგრამ ცხოველის აღზრდა ხომ ხანგრძლივი, ერთფეროვანი პროცესია. ამის გამო პატარების ინტერესი თანდათან მცირდება და ბოლოს სულმთლად ქრება. გარკვეული ხნის განმავლობაში მშობლების საყვედური ჭრის, მერე კი მოთმინება მათაც ელევათ და ცხოველზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ. ასე შერჩება ხოლმე დედას არა მარტო ოჯახისა და შვილების, არამედ ძაღლის მოვლაც.
ეს რომ არ მოხდეს, ბავშვს უნდა გავუღვივოთ ინტერესი ძაღლის აღზრდის მიმართ, მივიყვანოთ კინოლოგიურ კლუბში, გავუჩინოთ ცხოველის წვრთნის სურვილი.

ოჯახში პატარას ელიან
როგორ მოვიქცეთ, თუ ოჯახში, სადაც ძაღლი ჰყავთ, მალე ბავშვი უნდა გაჩნდეს? ძაღლი შესაძლოა წუთიერი გატაცების გამო შეიძინოთ, ბავშვის გაჩენას კი მთელი ცხრა თვის განმავლობაში უნდა ველოდოთ. ასე რომ, საკმარისი დრო გექნებათ, რათა ძაღლი ცვლილებისთვის მოამზადოთ. სხვაგვარად შესაძლოა ბავშვის დაბადების შემდეგ ძაღლი ისე შეიცვალოს, რომ აუცილებელი გახდეს მასთან განშორება.
ვიდრე პატარას ელით:
. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რომ ძაღლი ბრძანებებს ემორჩილებოდეს.
. ცხოველის საწოლი თქვენი საძინებლიდან და ბავშვების ოთახიდან მოშორებით გადაიტანეთ.
. გამოუმუშავეთ ძაღლს ჯდომისა და წოლის ჩვევა.
. ასწავლეთ ძაღლს, თქვენი ბრძანებისთანავე დატოვოს ოთახი დიდი ხნით.
. თანდათან უფრო და უფრო ნაკლები დრო დაუთმეთ.
. მიატოვეთ სახლში მასთან თამაში.
. წინასწარ იყიდეთ სათამაშოები მომავალი ბავშვისთვის და შთააგონეთ ძაღლს, რომ მათთან მიახლოება არ შეიძლება.
. თუ ძაღლი ოჯახის რომელიმე წევრს თავს ესხმის, ჯერ კიდევ გაქვთ დრო, მას ეს ჩვევა დაავიწყოთ.
. ნუ მიმართავთ ძაღლს როგორც ბავშვს. ის ძაღლი უნდა იყოს, თანაც - ოჯახის მოზრდილი წევრი, რომელსაც თავისი მოვალეობები აქვს და წესებს ემორჩილება.
. თუ მოახერხებთ, ძაღლს გააცანით პატარა ბავშვები. პატარების თანდასწრებით მოეფერეთ და რაიმე გემრიელით გაუმასპინძლდით. ცხოველს ნუგბარი ბავშვმაც უნდა მიაწოდოს. უნდა მოახერხოთ, რომ ბავშვთან კონტაქტმა ძაღლს სასიამოვნო განცდა გაუჩინოს.
. განსაზღვრეთ, როგორი იქნება თქვენი რეჟიმი პატარას დაბადების შემდეგ და ადრევე მიაჩვიეთ ძაღლი ამ რეჟიმით ცხოვრებას. ასე მას უფრო მეტად გაუადვილდება კონკურენტის ატანა.
. სასურველია, წინასწარ იყოდოთ გალია და ძაღლი მასში ცხოვრებასაც მიაჩვიოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბინა პატარაა.
. ჩვილი არასოდეს დატოვოთ მარტო ძაღლთან.

პირველი შეხვედრა
ვიდრე ჩვილს სამშობიაროდან გამოიყვანთ, მოიტანეთ მისი ნაცვამი პერანგი და ძაღლს მიეცით, რათა ის ახალ, უცნობ სუნს მიეჩვიოს. როცა პატარას შინ მოიყვანთ, პირველ რიგში ძაღლთან მიიყვანეთ და გააცანით: ძაღლს აუცილებლად გაუკეთეთ საყელური და ქამარი, თქვენ კი სავარძელში ჩაჯექით. პატარა ხელში გეჭიროთ. მოეფერეთ ბავშვს და ძაღლს აგრძნობინეთ, რომ ამ უცხო არსების პატრონი და მფარველი სწორედ თქვენ ხართ. ნურასოდეს დასვამთ პატარას იატაკზე, ნურც ძაღლის თავს ზემოთ დაიჭერთ - შესაძლოა, ცხოველმა მოულოდნელად მისკენ ისკუპოს. ძაღლს ჩვეულებრივი ხმით ელაპარაკეთ, კარგი საქციელის გამო გამამხნევებლად მოუთათუნეთ ხელი. თუ ის ოდნავ მაინც ამჟღავნებს აგრესიას, ღმუის, ყურებს ცქვეტს, კუდს მაღლა სწევს, დაუყოვნებლივ გაიყვანეთ ბავშვი სხვა ოთახში. თუ ცხოველი კეთილგანწყობილია, მიეცით მას ბავშვის დაყნოსვის უფლება.

ელემენტარული წესები
თუნდაც ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზე იყოს, არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ ძაღლი და ბავშვი უმეთვალყურეოდ. ეს გაფრთხილება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ვერავინ იტყვის, როდის შეიქმნება სიტუაცია, რომელმაც შეიძლება პატარა დააზარალოს. არ მისცეთ ძაღლს ბავშვის ალოკვის უფლება. ეს არაჰიგიენურია, ცხოველის პირის ღრუში უამრავი მიკრობი ბინადრობს.
თუ ძაღლმა პატარას მიმართ მტრული განწყობა გამოავლინა, მკაფიოდ უთხარით ”არა”. თუ დაინახავთ, რომ ცხოველი დაგემორჩილათ, ქების ნიშნად ხელი მოუთათუნეთ, თუ არადა, მოსთხოვეთ, დატოვოს ოთახი. არასასიამოვნო მოულოდნელობისგან დაზღვეული რომ იყოთ, ოჯახში ჩვილის მოყვანიდან პირველი კვირების განმავლობაში უმჯობესია ძაღლი დაბმული გყავდეთ. თუ ბავშვისა და ძაღლის ადაპტაციის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, შეგიძლიათ, სამი-ოთხი კვირის შემდეგ ცხოველს უფლება მისცეთ, უფრო მეტი ხანი გაატაროს ოჯახის წევრებს შორის. არ დაგავიწყდეთ, ბავშვის თანდასწრებით ძაღლსაც დაუთმოთ დრო. ამგვარად ის პატარას თავის კონკურენტად აღარ აღიქვამს. თუ ძაღლი დისციპლინირებულია და ქამრით წყნარად სეირნობს, შეგიძლიათ, ის ბავშვთან ერთად ასეირნოთ.

მარიკა დვალი

წყარო: mkurnali.ambebi.ge

კატეგორია: კინოლოგია და ვეტერინარია | ნანახია: 1428 | დაამატა: gio | ტეგები: ბავშვი და ძაღლი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი