ბრაკონიერობა
ბრაკონიერობა-ამ კატეგორიის საფრთხეს მიეკუთვნება უნებართვო ნადირობის
ყველა სახის ფორმა, აგრეთვე აკრძალული მეთოდებით ნადირობა (ან თევზაობა). მიღებული
მასალების ანალიზის შედეგად შეიძლება გამოიყოს რამდენიმე განსაკუთრებით სახიფათო
ფორმები და ის სახეობები, რომლებზეც ამ კატეგორიის საფრთხეს მნიშვნელოვანი
ზეგავლენა აქვს:
ხაფანგებით (ყველანაირი) ნადირობა;
მომწამლავი ნივთიერებების გამოყენება;
ელექტროდენის გამოყენება ;
ჩასადგმელი სათევზაო ხელსაწყოების გამოყენება;
ნადირობა ავტომობილებიდან;
გამანათებელი ხელსაწყოების გამოყენებით ნადირობა_(ფრინველები,
განსაკუთრებით წყალმცურავები).
ჭარბი მოპოვება.
საქართველოში მტაცებელების და მათ შორის მგლის რიცხოვნობის კლებას ორი
ძირითადი ფაქტორი განაპირობებს_პირველი, უკონტროლო ნადირობა, რომელიც პოპულაციაზე
კონტროლს უშუალოდ ახდენს და ანთროპოგენული ზემოქმედებით გამოწვეული
ადგილსამყოფელის (ჰაბიტატის) შემცირება და ფრაგმენტაცია, რომელიც არაპირდაპირ
მოქმედებს პოპულაციების რიცხოვნობაზე.
|