ბუღდაშენის ტბა
ბუღდაშენის
ტბა მდებარეობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის
სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ფარავნის აუზში. ზღვის დონიდან 2040 მ. ზედაპირის ფართობი 0,39 კმ2, აუზის ფართობი 69,3 კმ, მაქსიმალური სირღმე 0,85 მ, მოცულობა 164
600 მ3. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. მაქსიმალური დონე აქვს გაზაფხულზე, მინიმალური შემოდგომაზე. ბუღდაშენის ტბიდან გამოედინება მდინარე ბუღდაშენი (მდინარე ფარავნის მარცხენა შენაკადი). ტბის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია წლის მცენარეულობით. ტბაში არის კალმახი და სხვა თევზი. ზაფხულობით ბევრია მცურავი ფრინველი.
|