ჭაობის ქათამურა
ქათამურა
მოიპოვება
ევროპაში,
აზიის დიდ ნაწილში, აფრიკის მრავალ ადგილას.
საქართველოში
ქათამურა გვხდება თითქმის ყველგან. ამასთან ეს ფრინველი აღმოსავლეთ საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფორმა, ხოლო დასავლეთ საქართველოსათვის
როგორც მიმომფრენი. თუმცა შესაძლებელია აქ ბუდობდეს კიდეც (ი. ჩხიკვიშვილი,
1951). ვერტიკალურად
ვრცელდება
2400 მ-მდე.
ქათამურა
ბინადრობს
შინაგანი წყალსატევების სანაპიროებზე, რომლებიც დაფარულია ლერწმით, ჩალით, ბუჩქნარით, ჭაობებში, დაჭაობებულ ველებზე. ბუდეს იკეთებს მიწაზე. დებს 8 (იშვიათად 10 –
15) კვერცხს.
კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 21 დღემდე.
კრუხად
მორიგეობით
ჯდება ორივე მშობელი. იკვებება მწერებით და მათი მატლებით, ლოკოკინებით, წყლის მცენარეებით და მცენარეთა თესლებით.
წყარო:
monadire.com
|