ჭაობის პატარა ქათამურა
მცირე
ქათამურა მოიპოვება ევროპაში, აზიის დიდ ნაწილში, აფრიკაში.
საქართველოში
მცირე ქათამურა გვხდება თითქმის ყველგან როგორც მობუდარი ფრინველი, დასაშვებია, რომ ზამთრობს აჭარაში. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ – მდე.
მცირე
ქათამურა ბინადრობს შინაგანი წყალსატევების სანაპიროებში, რომლებიც დაფარულია ლერწმით, ჩალით, ბუჩქნარით, ჭალით. ბუდეს იკეთებს მიწაზე. წლის განმავლობაში მრავლდება ორჯერ. დებს 6 – 9 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 21 დღემდე. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი, მაგრამ მეტ ხანს მაინც დედალი ზის კვერცხებზე. ძირითად საკვებს შეადგენს ჭიები, მწერები, ობობები, მცირე ზომის ლოკოკინები. ჭამს აგრეთვე მცენარეთა ნორჩ ყლორტებსა და კვირტებს.
წყარო:
monadire.com
|