კვირა, 22.12.2024, 09:09მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 432
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ჭრელტყავა
15:19
ჭრელტყავა

ჭრელტყავა


ჭრელტყავა ეკუთვნის კვერნისებრთა ოჯახს. სხეული წაგრძელებულია გრძელი ფუნთუშა კუდით. სხეულის სიგრძე 27 -35 სმ, კუდისა 12 -18 სმ. ყურები დიდია და თავისი თეთრი შეფერილობის გამო მკაფიოდ მოჩანან სხეულის საერთო ფონზე. ბეწვი მოკლეა. ბეწვის შეფერილობა ძალიან ჭრელია და ცვალებადია. ზურგზე ის მოყვითალო-ოქროსფერია უსწორო ფორმის რუხი ლაქებით, კისრის ქვედა მხარეზე და მუცელზე მოყავისფრო- რუხია. 
გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, წინა, მცირე, შუა აზია. საქართველოში აღმოსავლეთი რაინებისა და ჯავახეთის ზეგანის ტერიტორიაზე.
ცხოვრების ნირი: ბინადრობს ველებზე, ნახევრასუდბნოებსა და უდაბნოებში, სადაც იკავებს ღია სივრცეებს, მაგრამ ზოგჯერ- ბუჩქნარებში, ნაგებობათა ნანგრევებში, ქვის ყორეებში. გვხვდება ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლემდე. ბუდეს იკეთებს სოროში, რომელსაც ჩვეულებრივად თვითონ თხრის. ზოგჯერ იყენებს ზაზუნას, ბრუცას ან სხვ. მიტოვებულ სოროებს. აქტიურია დილის და საღამოს საათებში. მოძრაობს სწრაფად, საფრთხის მოახლოვების შემთხვევაში ძაღლივით იღრინება. მძუნაობა ხდება მარტში. მაკეობის ხანგრძლივობა 2 თვემდეა. მდედრი შობს 4 -8 უსუსურ ნაშიერს. ჭრელტყავას საკვებს შეადგენენ ძირითადად მღრღნელები, რომლებსაც მოპოვებს სოროებში. ზოგჯერ თავს ესხმის მიწაზე მობუდარ ფრინველებს.
მავნე მღრღნელების მოსპობით სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის. ბეწვი მდარე ხარისხისაა და სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. ნადირობა აკრძალულია.

კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 1640 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი